ტარიელ ფუტკარაძე ტალიავინის კომისიის დასკვნის კიდევ ერთი "რუსული პასაჟი"
ტალიავნის კომისიის დასკვნაში მხოლოდ ირიბადაა წარმოჩენილი, რომ საქართველოს დამპყრობელია რუსეთი. რუსეთის ჯარი საოკუპაციო ჯარია საქართველოში (კავკასიაში). სამწუხაროდ,
ტალიავინის
კომისიის
დასკვნის
სხვა
ეპიზოდებში
რუსულ-საბჭოური
პოლიტიზებული "სამეცნიერო" კვლევების ანალოგიურად, დამახინჯებულია საქართველოს უახლოესი ისტორიაც და ძველი ისტორიაც; კერძოდ: 1. რუსეთის მიერ 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა საქართველოს შიდა არეულობადაა კვალიფიცირებული; 2. ქართველი ერი წარმოდგენილია სუბეთნოსთა კონგლომერატად; 3. საქართველო წარმოდგენილია ისტორიულად არშემდგარ სახელმწიფოდ... პირველი საკითხის შესახებ იხ.:
http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=35957&Itemid=1 წარმოდგენილ წერილში მეორე და მესამე თემას შევეხებით; ჯერ
ციტატა ტალიავინის
დასკვნიდან: "Nevertheless, for centuries Georgia was divided into diverse local sub-ethnic entities, each with its own characteristic traditions, manners, dialects and, in the case of the Mingrelians, Lazs and Svans, with separate languages similar to Georgian. The process of ethnic consolidation and nation-making had not been completed.th to 13th centuries, when Georgia was a regional power in the Caucasus. In ensuing periods it split up into several political entities such as the kingdom of Kartli and Kakheti in the east and the kingdom of Imereti and principalities like Samegrelo and Svaneti in the west. Georgia weakened after repeated attacks by foreign powers like the Mongols and Timurides. From the 16 century onward, Ottoman Turkey and Safavid Iran began to subjugate western and eastern regions of Georgia respectively". "საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბ-ეთნიკურ ერთეულებად. თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი. მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის
პროცესი
მე-13 საუკუნეშიც კი არ
დასრულებულა"... შემდეგ კი საქართველო დაიშალა და სხვები აკონტროლებდნენო; წერენ "ჩვენი მეგობრები"... - თითქოს ქართველთა ეროვნულ ერთიანობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ ჰქონდეს; 1
- თითქოს არ არსებულა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ; - თითქოს მეგრელ-სვან-ლაზთა დედაენა ქართული არ არის! სააქართველოს არასაბჭოური ისტორიის მოყოლა შორს წაგვიყვანს. ქართველებს დიდი და რეალური ისტორია გვაქვს, მაგრამ ეს ვერ გავაგებინეთ ტალიავინის კომისიას! საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, მით უმეტეს, 2003 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაეგეგმა და დაეფინანსებინა ისეთი ქართველოლოგიური კვლევები, რომლებიც
პასუხს
თვალსაზრისებს
გასცემდნენ
შესთავაზებდნენ
და
საბჭოური
მსოფლიოს,
კვალიფიკაციების
რომელიც
ლამის
ალტერნატიულ
წალეკილია
რუსული
(პოლიტიზებული) ფესვდომეცნიერული (გაყალბებული) დებულებებით. მოხდა კი პირიქით: 2005 წელს შექმნილი "ეროვნული სამეცნიერო ფონდი", შემდეგ კი მის ბაზაზე დაფუძნებული "რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდი" ექსპერტებად ძირითადად იწვევს ანტიქართული რუკების ავტორებსა და საბჭოური თეორიებს დამცველებს, რომლებიც უფრო ამძიმებენ საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო ველში. პარალელურად, ინდიფერენტული ხალხის ხელში ჩავარდნილი საქართველო უპირველესი უნივერსიტეტი ამავე უცხოელებს საპატიო დოქტორობას, ე.წ. ქართველ ექსპერტებს კი თანამდებობებით აჯილდოვებს. შედეგი სახეზეა - ტალიავინის დასკვნის ისტორიული ნაწილი (ტ.2, გვ. 2-3). დიდად საწყენია (თუ გამიზნული დანაშაული არა!), რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან ე.წ. ქართველოლოგიის (რუსთაველის) ფონდის მიერ ძირითადად ფინანსდება ისეთი გამოკვლევები, რომელთა მსგავსნი საფუძვლად გამოიყენეს ტალიავინის კომისიის წევრებმა... რაც შეეხება ტალიავინის კომისიის მცდარი დებულებების პასუხებს (მოკლედ): 1.
ტერმინი: "სუბ-ეთნიკური ერთეული" არაადეკვატურია ქართველური სინამდვილესთვის:
სულ მცირე 20 საუკუნეა, ყველა კუთხის ქართველის დედაენა ერთია - ქართული ენაა; ქართველთა კულტურა და ცხოვრების წესიც თვისობრივად ერთგავრია. მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ტრადიცია თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა მცირე ტერიროტიის მქონე საქართველოს ყველა კუთხეში. შესაბამისად, გაუგებრობა ან რელობის მიჩქმალვაა ქართველთა (მეგრელთა, სვანთა, აჭარელთა, მესხთა, იმერელთა, კახთა...) საერთო შემოქმედების - ქართული სამწიგნობრო კულტურის - იგნორირება და ქართველთა სუნეთნოსებად დანაწევრება. შესაბამისად, რეალობას არ ასახავს ტალიავინის კომისიის დასკვნის სემდეგი ფრაზა: "საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბ-
ეთნიკურ ერთეულებად. თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი. მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი ცალკეული ენები, რომელიც ქართულის 2
მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა"... 2. შესაძლებელია მტკიცება, რომ ქართველი ერი ერთიან ეროვნულ ორგანიზმად ჩამოყალიბდა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში; უდავოა, რომ ადრე შუა საუკუნეებში ფაქტია ქართველი ეროვნებისა და ერთიანი ქართული კულტურის არსებობა, რომელიც იქმნებოდა სამეგრელოშიც, სვანეთშიც, მესხეთსიც
და
ცენტრალურ
საქართველოშიც.
მე-13
საუნუნეში
ქართველი
ერის
ჩამოუყალიბებლობაზე საუბარი საბჭოური დემაგოგიაა! 3.
დამპყრობლებთან ბრძოლაში საქართველო ზოჯგერ ნაწევრდებოდა კიდეც, მაგრამ
იშლებოდა პატარ-პატარა საქართველოებად; ამ "საქართველოებში" კანცელარიის ენა ისევ ქართული იყო, ეკლესიის ენაც ქართული იყო; მშობლიური ისტორიაც და ლიტერატურული ისტორიაც იგივე ქართული იყო... არასოდეს დაშლილა საქართველო ისეთ სეპარატისტულ სამეფოებად/სამთავროებად, რომელთაც თავ-თავიანთი ენა, ქცევა თუ კულტურა ჰქონდათ... 4. ქართველი ერის ისტორიული მეხსიერება დღესაც ყველა კუთხის ქართველის იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია; მაგ., თამარ მეფის ხსოვნა ყველა კუთხის ქართველის იდენტობის შემადგენელი ნაწილია (საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ლაზებისა თუ იმერხეველ-ტაოელებისთვისაც კი). 5. ქართული ენა ყველა ქართველის (მეგრელის, სვანის, აჭარელის, მესხის, იმერელის, კახელის...) დედაენაა, ეროვნული ენაა, ეროვნული მეობის საფუძველია: მრავალი საუკუნის მანძილზე ამ დედაენობრივ კულტურაში იწრთობა ქართველი ერი. ქართველთა დედაენის ზეპირი კუთხური სახესხვაობები (თუ კილოები, კილოკავები) "საოჯახო ენის" ფუნქციით შემოისაზღვრება და არალოგიკურია მათი წარმოდგენა ე.წ. სუბ-ეთნოსების მახასიათებლებად... ქართული ენის გავრცელების საზღვარი არ არის მდინარე ცხენისწყალი და ერგნეთი, როგორც ეს ჰგონიათ "რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდის" ცინიკოს ე.წ. ექსპერტებს; მათ გასაგონადაც ვამბობ: ქართული ენა
ცხინვალის მხარეშიც და სამეგრელო-აფხაზეთსა თუ სვანეთშიც ავტოქთნი
ქართველების მრავალსაუკუნოვანი დედაენაა!
3