Tariel Putkatadze Geopolitika Da Qartvelta Identoba.

  • Uploaded by: Tariel Putkaradze
  • 0
  • 0
  • December 2019
  • PDF

This document was uploaded by user and they confirmed that they have the permission to share it. If you are author or own the copyright of this book, please report to us by using this DMCA report form. Report DMCA


Overview

Download & View Tariel Putkatadze Geopolitika Da Qartvelta Identoba. as PDF for free.

More details

  • Words: 3,607
  • Pages: 14
პროფ. ტარიელ ფუტკარაძე

ქართველთა ეროვნული მეობა (Identıty) თანამედროვე მეცნიერული და პოლიტიზებული კვალიფიკაციების მიხედვით1 შესავალი 1. მოცემული ინდივიდის აღქმა ხდება თვით ამ პიროვნებისა (თვითაღქმა) და სხვა ადამიანთა მიერ. ასეა ერის, ეთნიკური ჯგუფის, ზოგადად, გარკვეული იდენტობის მქონე საზოგადოების შემთხვევაშიც. იდეალური ვითარება იშვიათადაა: სხვათა ხედვა სრულად ნაკლებად ემთხვევა პიროვნულ თუ ეროვნულ თვითაღქმას, მაგრამ ნორმალურ ვითარებაში გარეაღქმასა და თვითაღქმას შორის თვისობრივი სხვაობა არა გვაქვს. ბუნებრივია, მოცემული სუბიექტის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას განსაზღვრავს ამ საზოგადოების ხედვა თუ ინტერესები და არა სუბიექტის აზრი საკუთარ პერსონაზე. წარმოდგენილი ზოგადი მსჯელობის ფონზე დავსვათ რამდენიმე კითხვა: - ქართველებს როგორ აღგვიქვამს თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიო? - მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები თუ მეზობლები რომელ ტერიტორიას თვლიან საქართველოდ - ქართველთა ისტორიულ საცხოვრისად და რატომ? მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-საენციკლოპედიო ცენტრები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ სხვა ქვეყნების ხელისუფლებები ვის თვლიან ქართველებად და რატომ? - მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-საენციკლოპედიო ცენტრების თვალთახედვით რა ტერიტორია ითვლება ქართული ენის გავრცელების არეალად?

2. ყველა ნორმალურ ქვეყანას აქვს თავისი გეოსტრატეგია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება გეოპოლიტიკური ინტერესები; ამ უკანასკნელის მიხედვით ხდება გეოპოლიტიკური ძლიერების განსაზღვრა და სტრატეგიის შემუშავება. ჭარბი ამბიციის მქონე ზოგი ხელისუფლება თავის სტრატეგიას აგებს სხვა ქვეყანათა თუ ხალხთა სასიცოცხლო ინტერესების საზიანოდ. ტრადიციულად, ძირითად გეოპოლიტიკურ სიმძლავრეებად მიიჩნევა: მოცემული მიწა-წყლის სტრატეგიული ღირებულება, საზოგადოების/ქვეყნის უნარიანობა და მოსახლეობის თვითაღქმა (ზოგადად, დემოგრაფიული მოცემულობა). შდრ., ქვეყნის გეოპოლიტიკური სიმძლავრეების ძირითად კრიტერიუმებად მიჩნეულია: სტრატეგიული ტერიტორია, ზღვაზე გასასვლელი, ბუნებრივი რესურსები (წიაღისეული, მტკნარი წყლის მარაგი...), ფინანსური სიძლიერე, ეკონომიკისა და ტექნიკის განვითარების დონე, პოლიტიკური სტაბილურობა, სოციალური ინტეგრაციის დონე, მოსახლეობის რაოდენობა, ეთნიკური ერთგვაროვნება და ეროვნული ცნობიერება.

1

შევსებული ვარიანტი მოხსენებისა, რომელიც წაკითხულ იქნა საქართველოს საპატრიარქოსა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე თბილისში სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში (02-03. 12. 08).

აგრესიული გეოპოლიტიკური მოთამაშენი საინტერესო რეგიონების ხანგრძლივი პერსპექტივით კონტროლისათვის, როგორც წესი, პირველ რიგში ცდილობენ, სათავისოდ შეცვალონ მათთვის "საინტერესო" რეგიონის დემოგრაფია. გეგმა ორგვარი შეიძლება იყოს; ბარბაროსული ფორმაა გენოციდი; შედარებით ცივილიზებულია საზოგადოებრივი აზრის მართვა. გეოპოლიტიკური ინტერესების გამო საზოგადოებრივი აზრის მართვა ორი მიმართულებით ხდება: - გეოპოლიტიკურად საინტერესო რეგიონის მოსახლეობის თვითაღქმის რეგულირება; - გეოპოლიტიკურად საინტერესო რეგიონის მოსახლეობის შესახებ დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულების მართვა (დეზინფორმირების გზით). წარმოდგენილ მოხსენებაში გავაანალიზებთ ჰუმანიტარული დარგის მეცნიერების გამოყენებით საქართველოს მოსახლეობის განწყობისა და ქართველი ერის მიმართ მსოფლიოს სხვა ხალხების დამოკიდებულების მართვის რუსულ სქემებს. პირველ რიგში, თვალის ერთი გადავლებით საქართველოს ისტორია გეოპოლიტიკურ ჭრილში. გეოპოლიტიკური რეტროსპექცია: ევრაზია, კავკასია მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სივრცეში ცენტრალური ადგილი უჭირავს ევრაზიას; ევრაზიაში ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული რეგიონია კავკასია; კავკასიაში კი საქართველო, როგორც თანამედროვე საზღვაო, სახმელეთო და ენერგორესურსების მაგისტრალების თავმოყრის ადგილი. სხვადასხვა დროში საქართველოსთვის იბრძოდნენ: სპარსეთი, ბიზანტია, არაბეთი, მონღოლეთი, ოსმალეთი, რუსეთი... რეგიონის გეოპოლიტიკური სივრცისთვის ძველთაგანვე განუზომელი როლი ჰქონდა კავკასიონს, როგორც ბუნებრივ საზღვარს; შდრ., მაგალითად, ძველი ლათინების აზრით, კავკასიონი არის მიჯნა ცივილიზებულ და ბარბაროსულ სამყაროებს შორის (პლინიუსი). ქართველები კავკასიის ავტოქთონი მოსახლეობაა. ოდითგანვე კავკასიონის მთავარ უღელტეხილებსა და ამიერკავკასიის სხვა ძირითად მაგისტრალებს ქართველთა სახელმწიფო აკონტროლებდა; გარდა ამისა, საქართველო პირველი საუკუნეებიდან დღემდე არის ქრისტიანული კულტურისა და ცნობიერების ავანპოსტი. ფაქტიურად, ეს ორი გამოკვეთილი ფუნქცია განაპირობებს ქართული სახელმწიფოს რეგიონალურ არსს. სხვადასხვა იმპერიები მუდამ ცდილობდნენ საქართველოს "შეზიარებოდნენ" ამ კონტროლის განხორციელებაში; იშვიათად ყოფილა ისეთი დროც, როცა ქართულ სახელმწიფოს წართმეული ჰქონდა ეს ისტორიული როლი; კერძოდ, 1801 წლიდან 1990 წლამდე საქართველოს გეოპოლიტიკურ სიმძლავრეებს ფაქტობრივად მართავდა რუსეთი. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთთან გეოპოლიტიკურ ჭიდილში სუსტდება რუსეთის იმპერია (საბჭოთა კავშირი). ამ ფონზე საქართველოში ძლიერდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ლეგიტიმური გზით საქართველოს ხელისუფლებაშიც მოდის. კანონიერად არჩეულმა ხელისუფლებამ 1991 წლის 31 მარტის საერთო-სახალხო 2

რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშენი დადგნენ ფაქტის წინაშე: საქართველომ დღის წესრიგში დააყენა კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლის აუცილებლობა. კერძოდ, საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობამ 1991 წლის 9 აპრილის "დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით" მთელ მსოფლიოს აჩვენა: ერთიან საქართველოს სურს, თავად აკონტროლოს საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცე. პარალელურად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარი ოკუპანტად გამოაცხადა. ამიერკავკასია რუსეთის აგრესიული გეოპოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა; ბუნებრივია, არც 1991 წელს რუსეთი არ შეეგუა საქართველოდან წასვლის პერსპექტივას. მიუხედავად წარმატებული რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებისა, 1991-93 წლებში საქართველო აიძულეს მაინც რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენილიყო; კერძოდ: მალტის შეთანხმებით (03.12.1989), აღმოსავლეთი ევროპა და ბალტიის ქვეყნები მოექცა დასავლეთის გეოპოლიტიკურ ველში, კავკასია, უკრაინა, მოლდოვა და შუა აზია კი დარჩა რუსეთის ფაქტობრივ მფლობელობაში2. 1991–1992 წლების მიჯნაზე საქართველოში ძალადობით იცვლება კანონიერი ხელისუფლება; "თავისად" დატოვებულ გეოპოლიტიკურ სივრცეში რუსეთმა იარაღის ძალით დაამხო ასევე აზერბაიჯანისა და იჩქერიის კანონიერი ხელისუფლებები3. შემდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის მხარეში კონფლიქტების პროვოცირებით რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ამ ისტორიული ქართული მიწებიდან განდევნა ავტოქთონი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (ქართველები, კრემლის მოწინააღმდეგე აფხაზები...). ამის მიუხედავად, შევარდნაძის ხელისუფლებამ საოკუპაციო ჯარის სტატუსი მოუხსნა რუსეთის სამხედრო შენაერთებს; მეტიც, დამპყრობელი მეგობარ ქვეყნად გამოაცხადა და რუსულ ჯარს ე.წ. ქართულ-"აფხაზური", სინამდვილეში: ქართულრუსული კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისია დაეკისრა4. 1993 წლიდან კავკასიაში იწყება რუსული ექსპანსიის ახალი ეტაპი: გენოციდისა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ რუსული კაპიტალის დრო დგება: საქართველოს სტრატეგიულ სიმძლავრეებს ძირითადად რუსეთი ეუფლება. დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ბათუმის მაგისტრალები; შდრ.: ამერიკისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის აღმოსავლეთი ევროპა უფრო ღირსებისა და უსაფრთხოების საკითხი იყო; შუა აზიის რესურსები და

2

მსჯელობისათვის ვრცლად იხ. ტ. ფუტკარაძე, "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, ანუ მიმდინარე პროცესების შესახებ", გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 28 სექტემბერი, 1991 წ. 3 აღსანიშნავია, რომ გარკვეული ძალები დღემდე ჩქმალავენ ამ მოვლენის არსს და საქართველოში კრემლის მიერ განხორციელებულ სამხედრო გადატრიალებას "სამოქალაქო ომად" ნათლავენ. 4 ე. შევარდნაძე საქართველოს საწინააღმდეგო ბევრ შეთანხმებაში მონაწილეობდა; იხ., მაგ., შევარდნაძისა და ბალტინის შეხვედრა 1993 წლის 3 ნოემბერს ფოთის პორტში მყოფ რუსულ გემზე; შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ზოგი სხვა ხელშეკრულების შესახებ იხ., აგრეთვე: ტ. ფუტკარაძე, აფსირტედან გამსახურდიამდე, ანუ აწმყოს უდაბნოში, თბ., 1999; ტ. ფუტკარაძე, იმერხევის მეტყველი მიწა-წყალი, ქუთაისი, 2007; ტ. ფუტკარაძე, ეთნოლინგვისტური ტერმინები და ევროპული ქარტია უმცირესობათა ენების შესახებ, ქუთაისი, 2005.

3

ამიერკავკასიის ენერგომატარებლები კი მათთვისაც და თურქეთისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა: მხოლოდ ამიერკავკასიიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაში იქნება ევროპა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. შევარდნაძის 10-წლიანი მმართველობის შემდეგ ამ და სხვა ფაქტორებმა მალევე განაპირობა ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკური ბალანსის გარკვეული კორექტირების აუცილებლობა: 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" მხარდაჭერით დასავლეთმა შესამჩნევად გააძლიერა საქართველოში ევროატლანტიკური ორიენტაციის ძალები; შედეგად, საქართველოს ხელისუფლების, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი გაიზარდა; ამან რუსეთში კიდევ უფრო გააძლიერა ამიერკავკასიაზე გავლენის დაბრუნების სურვილი; შედეგად მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს აგრესია - რუსული რევანშის მორიგი ეტაპი. შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის აქტიურობით, რუსული აგრესია დედაქალაქის - თბილისის - მისადგომებთან შეჩერდა; ამ ისტორიულ მოვლენას საქართველოსთვის ბევრი უარყოფითი და ზოგი დადებითი შედეგი მოჰყვა: დაიღუპა საქართველოს ბევრი მოქალაქე (ქართული თუ ოსური წარმომავლობისა), ათასობით ქართველი იქცა დევნილად; საქართველომ ფაქტობრივად კიდევ დაკარგა ტერიტორიები (დალის/კოდორის ხეობა ანუ ზემო აფხაზეთი, ახალგორის რაიონი, ცხინვალის მხარის ქართული სოფლები, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი...); დასუსტდა საქართველოს სახელმწიფო; დიდი ზარალი მიადგა სამხედრო პოტენციალს; გაიზარდა ალბათობა, რუსეთისგან მართული “სეპარატისტული“ ძალების გამოყენებით დაიშალოს ქართული სახელმწიფო. გარდა ამისა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, გაჩნდა რეალური საფრთხე, ჩრდილო კავკასია იქცეს მუდმივი ქაოსის, ტერორიზმისა და რადიკალური ისლამის ფორპოსტად. აგვისტოს მოვლენების დადებით და სამართლიან შედეგად მივიჩნევთ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ჯარისთვის ოკუპანტის სტატუსის აღდგენასა და ამიერკავკასიაში ევროკავშირის გააქტიურებას. დღეს რა სურს რუსეთს? რუსეთ-საქართველოს აგვისტოს (2008) ომის შემდეგ კრემლი აკონტროლებს საქართველოს უფრო მეტ ნაწილს. პუტინ-დუგინ-მედვედევის რუსეთს ეს არ აკმაყოფილებს; რუსეთის აგრესიულ ხელისუფლებას არა მხოლოდ ამიერკავკასიაზე, არამედ მთელ ევრაზიაზე კონტროლი სურს. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სრული იზოლაციის მიზნით რუსეთი აქტიურად მუშაობს რუსეთ-სომხეთ-ირანისა და რუსეთაზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მიმართულებითაც; რეგიონში მრავალმხრივი გეოპოლიტიკური ვექტორები იკვეთება, რაც უფრო ართულებს საქართველოს პროდასავლური კურსის პერსპექტივას. ნათელია: 1801-1917, 1921-1990 წლებში რუსეთს გეოპოლიტიკური კონტროლი უკანონოდ და უალტერნატივოდ ჰქონდა დამყარებული ამიერკავკასიაში და ახლა ვერ ეგუება რეგიონში სხვა დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენას. 4

ორ საუკუნეზე მეტია, ქართველი ერი კეთილმეზობლობას ესწრაფვის რუს ხალხთანაც, მაგრამ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლებაც ყველა არალეგიტიმური ხერხით ცდილობს, თავისი გეოპოლიტიკური ამბიცია დაიკმაყოფილოს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე. საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეეგუება თავისი სასიცოცხლო ინტერესების შელახვას. ეს რუსეთმაც იცის, ამიტომაც, გამუდმებით ცდილობს, თვისობრივად შეცვალოს დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში და დემოგრაფიული სიმძლავრის მართვით სამუდამოდ დამკვიდრდეს კავკასიაში; კერძოდ: - XIX-XXI საუკუნეებში ჯერ ე.წ. მუჰაჯირობით, შემდეგ კი რუსეთ-საქართველოს 1992-2008 წლების ომით რუსეთმა განახორციელა ქართველთა და ანტირუსულად განწყობილ აფხაზთა გენოციდი საქართველოს ისტორიულ კუთხეში - აფხაზეთში5. აქ ჯერ ხელოვნურ საზღვრებში შექმნა აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკა; ახლა კი ცდილობს, ეს პროცესი დაასრულოს სატელიტი "სახელმწიფოს" წარმოქმნით, სადაც აფხაზეთიდან გამოდევნილი ძირითადი მოსახლეობის - ქართველების ნაცვლად იცხოვრებენ პრორუსულად განწყობილი აფხაზები, მიგრანტი სომხები, ახალჩამოსახლებული რუსები. - XX-XXI საუკუნეებში რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო შიდა ქართლში ცხინვალ-ჯავის რაიონებში ოსეთიდან (ჩრდილოკავკასიიდან) ჩამოესახლებინა თავისი მხარდამჭერი ოსები, რომელთაც ჯერ არალეგიტიმურად და ულოგიკოდ შეუქმნა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის ავტონომია"; ახლა კი ცდილობს ამ ხელოვნურ წარმონაქმნზე დაამყნოს კოკოითის რუსულენოვანი "სახელმწიფო". საკითხის ისტორიისათვის აქ მოკლედ ვიტყვი: საბჭოთა პერიოდშიც და ამჟამადაც ჩრდილო ოსეთის ავტონომიად წოდებულ ნომინალურ ავტონომიაშიც - რეალურ ოსეთშიც - კრემლი ფაქტობრივად კლავს ოსურ ენასა და კულტურას; მაგ., ოსეთში არ არსებობს ოსურენოვანო საშუალო თუ უმაღლესი განათლების შესაძლებლობა და ოსური კულტურის აღორძინებაგანვითარების პერსპექტივა; ოსეთშიც აქტიურად მიმდინარეობს გარუსების პოლიტიკა. პარალელურად, ბესლანის ტრაგედიამ აჩვენა, რომ ჩეჩენთა და ინგუშთა კვალად, კრემლი ახორციელებს ოსთა გენოციდსაც6. - ბოლო 150 წელია რუსეთის იმპერიული ხელისუფლების შეკვეთით პოლიტიზებული ენათმეცნიერები, ეთნოლოგები და ისტორიკოსები ამახინჯებენ რა ქართველი ერის რეალურ ენობრივ-კულტურულ და ეთნიკურ-პოლიტიკურ ისტორიას, ცდილობენ, ქართველთა დიდი ნაწილი არაქართველებად, მათი ისტორიული საცხოვრისები კი არაქართულ მიწებად გამოაცხადონ. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის იმპერიის ხელისუფლება სამი მიმართულებით მუშაობს: 1. ფსევდომეცნიერული დებულებების საქართველოში პროპაგანდით ცდილობს, რომ ქართველთა ნაწილს მაინც შეუცვალოს ეროვნული მეობა (იდენტობა); მაგ.,

5

მუჰაჯირობის მიუხედავად გარკვეული მიზეზების გამო გენოციდს გადაურჩა აჭარის ქართველობა. რუსეთის ენობრივი პოლიტიკის შესახებ იხ., მ. ტაბიძე, ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები, თბ., 2005; თ. გვანცელაძე, ენისა და კილოს საკითხი ქართველოლოგიაში, 2006. 6

5

რუსეთისგან დაფინანსებული პირები დღემდე წარუმატებლად ცდილობენ დააჯერონ სვანები, რომ მათი დედაენა არ არის ქართული ენა, რომ ისინი ქართველები არ არიან7; 2. მძლავრი საინფორმაციო პროპაგანდით ცდილობს, დააჯეროს მთელი მსოფლიო, რომ ქართველები არ არიან: აჭარლები, მეგრელები, ლაზები, სვანები, ხევსურები, მესხები, თუშები და ა.შ. მათი მონაცემებით, საქართველოდ წოდებულ სახელმწიფოში ეს "ეთნიკური ჯგუფები" "იჩაგრებიან" ქართველებისგან (/ქართლელებისგან), რამდენადაც მათ საკუთარი "დედაენების" მიხედვით არა აქვთ სამწიგნობრო კულტურა. ამ "ხალხებს" ე.წ. "ქართიზაციით" თავს მოხვეული აქვთ "დამპყრობელი" ქართველების ენა; მსოფლიო უნდა დაეხმაროს ამ "დაჩაგრულ" "ეთნოსებს". 3. საეჭვო ღირებულების "სამეცნიერო კვლევებით" ცდილობს, დააჯეროს მსოფლიოს ელიტური წრეები, რომ არ არსებობს ერთიანი ქართული კულტურა; რომ საქართველო მცირე იმპერიაა; რომ ქართველებმა (/ქართლელებმა) თავის დროზე დაიპყრეს და დღესაც ჩაგრავენ "უმწიგნობრო ენების" მქონე "ხალხებს": მესხებს, აჭარლებს, მეგრელებს, ლაზებს, სვანებს... ამ ფონის შექმნის შემდეგ რუსეთისგან დაფინანსებული პოლიტიკური ძალების დახმარებით უნდათ ქართული მხარეების ავტონომიზაცია და ე.წ. ფედერაციაკონფედერაციის გზით - საქართველოს დაშლა. ერთი სიტყვით, მოვლენების არაადეკვატური ტერმინოლოგიური შეფასებითა და ფაქტების არსის გაყალბებით8 რუსეთი ცდილობს, დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ საქართველო დასაშლელი "მცირე იმპერიაა", რომ აგრესორი ქართველები "ჩაგრავენ" "განუვითარებელ" სხვა "ეთნიკურ ჯგუფებს" და სხვ. რა სურს საქართველოს? მრავალი საუკუნეა, საქართველო იგერიებს მოძალადე იმპერიებს; ამ ბრძოლაში ჩამოყალიბდა ქართველი ერი. დღეს ქართველობას ეროვნულ-კულტურული მეობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა სურს. მრავალი საუკუნის მანძილზე შექმნილი დოკუმენტური წყაროებიდან ჩანს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი: მეგრელები, ლაზები, სვანები, მესხები, ფხოველები, რაჭველები, ლეჩხუმლები თუ კახელები თავს აღიქვამენ ქართული ეთნოსის, ქართული კულტურის ნაწილებად; არცერთ ქართველს ამის შეხსენება არ სჭირდება, ვინაიდან ეამაყება, რომ მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიისა და კულტურის შემოქმედი ერის შვილია.

7

დოკუმენტური მასალისათვის იხ.: ტ. ფუტკარაძე, ნ. ნაკანი, "სვანები სალიტერატურო ენისა და სვანური მეტყველების შესახებ (ქართველთა ეროვნულ-ენობრივი თვით-მიკუთვნებულობის საკითხი)", სამეცნიერო-პოპულარული გაზეთი `ქართული", 2001, 7, გვ. 2.; ტ.ფუტკარაძე, ქართველები, ნაწილი I, ქუთაისი, 2005; თ. გვანცელაძე, ენისა და კილოს საკითხი ქართველოლოგიაში, 2006; მ. ტაბიძე, ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები, თბ., 2005; რ. გუჯეჯიანი, მამა ბესარიონი (ნიჟარაძე), მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის გაზეთი, 4 ივნისი, 2007; ტ.ფუტკარაძე, ქართველთა დედაენა და დიალექტები, ქუთაისი, 2008. 8 რუსეთმა მის მიერ გახორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებასა და ქართველთა გენოციდს ქართველთა შორის სამოქალაქო ომი დაარქვა; თავისი აგრესია სამშვიდობო მისიად მონათლა და ა.შ.

6

ასევე, დოკუმენტურად დასტურდება, რომ, სულ მცირე, 15-20 საუკუნეა ქართველი ერი ქმნის ქართულ სამწიგნობრო კულტურას და თავადაც იძერწება მასში. ეს ერთიანი ქართული სამწიგნობრო (საერო და სასულიერო) კულტურა ეფუძნება ძვ.წ. I ათასწლეულში არსებულ საერთოქართველურ ენას. ასევე, მრავალი ფაქტი ცხადყოფს, რომ იგი თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა საქართველოს ყველა ისტორიული საზოგადოების (თემის) მიერ. სწორედ ამან განაპირობა ქართული ნაციონალური კულტურის საოცარი მდგრადობა საქართველოს ყველა კუთხეში: აფხაზეთშიც (კავკასიაში რუსეთის შემოსვლამდე), სამეგრელოშიც, აჭარაშიც, ლაზეთშიც, ტაოკლარჯეთშიც, მესხეთშიც, ქართლშიც, კახეთშიც, თუშეთშიც, საინგილოშიც და სხვ.9 ძველთაგანვე ამ კუთხეთა მოსახლეობა ეთნონიმ "ქართველით" მოიხსენიება10. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგაც, XVI- XVIII საუკუნეებში სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული წარმონაქმნებიც კი თავს პატარპატარა საქართველოებად მიიჩნევდნენ და შესაძლებლობის ფარგლებში ავითარებდნენ ტრადიციულ ქართულ კულტურას. არც ერთ რეგიონში არასოდეს ყოფილა მცდელობა, კუთხური მეტყველებით ჩაენაცვლებინათ ისტორიული დედაენა. საისტორიო წყაროების გარდა, თანამედროვე აკადემიური სამეცნიერო კვლევებიც ცხადყოფს, რომ მე-10 საუკუნიდან საქართველოდ წოდებულ სახელმწიფოს (ინგლ. Georgia) ძველ ქართულ წყაროებში ქორონიმი "ქართლი", უცხოურ წყაროებში კი ქორონიმები: "კოლხა" და "იბერია" შეესაბამება. საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება თუ აღორძინება სწორედ იმ კუთხეების ქართველთა (მეგრელ-ლაზები, სვანები, მესხები...) აქტიურობით ხდებოდა, რომელთაც რუსული დეზინფორმაციული მანქანა არაქართველ "ეთნიკურ ჯგუფებად" და "ქართებისგან" "დაჩაგრულად" აცხადებს. დღესაც ქართველობას თავისი ერთიანობის დაცვა სურს, ვინაიდან იცის: ქართველთა ეროვნული ენერგია ერთობაშია. რა სახის ინფორმაციებია ქართველებისა და საქართველოს შესახებ თანამედროვე მსოფლიოში? დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის დიდი "მეცადინეობით" თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-საინფორმაციო სივრცეში თითქმის უალტერნატივოდ დღემდეა გაბატონებული პოლიტიზებული ანტიქართული დებულებები, რომლებიც რუსულ გეოპოლიტიკურ მიზნებს ემსახურება; სამაგალითოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე კვალიფიკაციას: 9

სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზისასთვის იხ.: ტ.ფუტკარაძე, ქართველები, ნაწილი I, ქუთაისი, 2005; თ. გვანცელაძე, ენისა და კილოს საკითხი ქართველოლოგიაში, 2006; მ. ტაბიძე, ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები, თბ., 2005; მ. ნაჭყებია, საქართველოს ეთნოლინგვისტური ტერმინები, თბ., 2006; რ. შეროზია, ქართველური სალიტერატურო ენისა და სულხანსაბას "სიტყვის კონის" ზოგი საკითხისათვის, ქართველური მემკვიდრეობა, XI, 2007; ტ.ფუტკარაძე, ქართველთა დედაენა და დიალექტები, ქუთაისი, 2008; რ.თოფჩიშვილი, ქართველთა ეთნოგენეზისა და ეთნიკური ისტორიის პრობლემები, თბ., 2008. 10 მაგ., ეგრისის მკვიდრების: იოვანე მინჩხისა და სტეფანე სანანოისძის შესახებ მე-10 საუკუნის დოკუმენტური მასალის ანალიზის შესახებ იხ., დ. მუსხელიშვილი, ქართველთა თვითსახელწოდების ისტორიისათვის, საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993, გვ. 360

7

1. 2000 წელს პარიზში გამოცემულ ატლასში "საფრანგეთი და სამყარო" ((La France et le Monde, Atlas) სხვადასხვა ფერით და ეთნიკური სახელით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, აჭარლები, სვანები და ოსები. 2. "ევროპის ენების ცენტრის" გრიფით 2002 წელს ესპანეთში გამოქვეყნებულ წიგნში "Europe of the Peoples" სხვადასხვა დროშით და ეთნიკური დასახელებით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, სვანები და ოსები. 3. მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით (2008 წლის მდგომარეობით), საქართველოში ცხოვრობენ შემდეგი ეთნოსები/ხალხები: აზერბაიჯანელები - 308 000, ასირიელები (აისორები) - 3 000, აფხაზები - 101 000, ბაცბები - 3 420, ბერძნები - 38 000, ლაზები - 2 000, მეგრელები - 500 000, ოსები - 100 000, რუსები - 372 000, სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) - 15 000, სომხები - 448 000 , ურუმები (მუსულმანი ბერძნები) - 97 746, ქართველები (იმერლები, რაჭა-ლეჩხუმლები, გურულები, აჭარლები, იმერხევლებქართლელები (Imerxev Kartlian), კახელები, ინგილოები, თუშები, მოხევეები, ხევსურები, ფშავლები, მთიულები, ფერეიდნელები, მესხებ-ჯავახები) - 3 901 380, ქართველი ებრაელები - 20 000, ქურთები - 40 000 და სხვ. (Ethnologue report for Georgia http://www.ethnologue.com). 4. ქართველთა ერთი ნაწილი (მეგრელები, ლაზები, სვანები) არაქართველებადაა გამოცხადებული მსოფლიოს ვირტუალური ისტორიის თანამედროვე გვერდზე; კერძოდ, აზიის განყოფილებაში არსებულ საქართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოში მცხოვრებ "ეთნიკურ უმცირესობათა" განსახლების შემდეგი რუკა:

8

რუკას დართული განმარტებების მიხედვით, საქართველოში უმცირესობების ენებად მიიჩნევა: 1. ჩეჩნური; 2. წოვა-თუშური; 3. ხუნძახური; 4. უდური; 5. აზერბაიჯანული; 6. სომხური; 7. ლაზური ანუ ჭანური; 8. მეგრული; 9. აფხაზური; 10. სვანური; 11. ოსური. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ კვალიფიკაციების ჩამოსაყალიბებლად ავტორმა (P.J. Hillery) ცხრა წელი იშრომა (1996-2004); ასევე წლობით აქვს საქართველოში ნაღვაწი საქართველოს ვებგვერდის ავტორს, ბ-ნ ადრიან ბრისკუს (იხ.http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html). 5. ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავისტიკური გამოკვლევების ცენტრის პროფესორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის კიმიტაკა მაცუზატოს შესავალი წერილით 2007 წელს გამოქვეყნდა კრებული: «Историографический диалог вокруг непризнанных государств: Приднестровье, Нагорный Карабах, Армения, Южная Осетия и Грузия». ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრი (საპპორო, იაპონია); მასში ვკითხულობთ (გვ. 7): საქართველოს ფარგლებში აფხაზებს ყველა პრივილიგია ჰქონდათ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ავტონომია; მაგრამ სხვა ეთნიკურ ჯგუფებს, მაგალითად, მეგრელებს, რომ არ ჰქონდათ საკუთარი სახლმწიფოებრივი წარმონაქმნი, ამიტომაც ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდათ, რათა შეენარჩუნებინათ საკუთარი ენა და იდენტობა11. 6. ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია პროფ. ჯ. ჰიუიტის ანტიქართული მოღვაწეობა; ამ ეტაპზე ის "ახალი" ინიციატივით გამოდის; მისი აზრით, მეგრული ენის სახელმწიფო ენად აღიარებით უნდა შეიქმნას სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფო, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას... ასევე, უნდა შეიქმნას კავკასიის კონფედერაცია12 (რომლის სუბიექტებადაც 11

მასალა კრიტიკული ანალიზით წარმოადგინა პროფ. ვაჟა კიკნაძემ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის 2007 წლის 3 დეკემბრის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. 12 ჯ. ჰიუიტმა ეს მოსაზრება გამოთქვა 1999 წელს წერილში: "თანამშრომლობა კავკასიის საკეთილდღეოდ" (სტატია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას ინსტიტუტს სარეცენზიოდ გადასცა თურქეთში გამომავალი ჟურნალის "ჩვენებურების" რედაქციამ 1999 წელს); იხ., აგრეთვე: Hewitt, B.G. Abkhazia: a problem of identity and ownership. Central Asian Survey, vol. 12, no. 3, pp. 267– 323, 1993; Hewitt, B.G. Demographic manipulation in the Caucasus. The Journal of Refugee Studies, vol. 8, no. 1, pp. 48–74, 1995; Hewitt, G. (ed.) The Abkhazians. Curzon Press, 1999. კრიტიკისათვის იხ.:

9

ივარაუდება: აფხაზეთი, სამეგრელო, საქართველო, აზერბაიჯანი, ყარაბაღი, სომხეთი, სამხრეთი ოსეთი...) 13. 7. პროფ. იური კორიაკოვის მიერ განხორციელებულ პროექტში: "მსოფლიოს ენათა რეესტრი" ქართველური ენობრივ-ეთნიკური სამყარო წარმოდგენილია 5 ცოცხალ და 1 მკვდარ ენად; კერძოდ: დამოუკიდებელი ენებია: მეგრული, ლაზური, ახალი ქართული, ზემოსვანური (ბალური ენა) და ქვემოსვანური; მკვდარი ენაა ძველი ქართული. მისივე აზრით, დამოუკიდებელი ეთნოსებია (EG): მეგრელი, ლაზი, ქართველი, ბალელი (ზემო სვანი) და ქვემო სვანი. გასაკვირი ისიცაა, რომ თანამედროვე ქართველური ენობრივი სამყაროს აღსაწერად ქართულენოვან ვიკიპედიაშიც კი უალტერნატივოდაა წარმოდგენილი ი.კორიაკოვის პროდუქცია (2008 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებით); კერძოდ, ქართული ვიკიპედიის გვერდზე, ლინკით "კავკასიური ენების ატლასი, ქართველური ენები" გავდივართ შემდეგ რუკაზე (http://linguarium.iling-ran.ru/maps/1all.gif):

ხოლო, ლინკით: "რუკა. ქართველური ენები" (http://linguarium.iling-ran.ru/maps/14kartv.gif) ვეცნობით შემდეგ ვარიანტს14:

http://www.pdfcoke.com/doc/2273647/Conflict-in-Abkhazia-Cases-of-Cooperation-in-Favour-of-Caucasus-or-againConfederation-of-Caucasus). "სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფოს" იდეის პროვოცირებით რუსეთის იმპერიულ წრეებს სურთ, საქართველოს საბოლოოდ წაართვან აფხაზეთი. 13 შდრ., მაგ., ა. დუგინის ხედვა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ (Москва: Арктогея-центр, 1999): "Новый геополитический порядок на Кавказе" предполагает полный передел ныне существующих политических реальностей и переход от модели взаимоотношений государство-государство или нация-нация к чисто геополитической системе Центр-периферия, причем структура периферии должна определяться не политической, но этно-культурной дифференциацией. Это возможно осуществить через план создания "Кавказской Федерации", которая включала бы в себя как три кавказских республики СНГ, так и внутрироссийские автономные образования. Центр при этом уступал бы всему этому району культурноэкономическую автаркию, но обеспечивал бы жесточайший стратегический централизм... (сс. 351-352). 14 მეორე რუკაზე რატომღაც სხვადასხვა ფერითაა აღმოსავლურქართული კილოები და იმერულგურულ-აჭარულ-იმერხეულ-ტაოური... თანაც, ტაოური მკვდარ დიალექტადაა მიჩნეული. სხვაგან ი. კორიაკოვი ქართველთა 6 ენას გამოყოფს: მეგრული, ლაზური, ძველი ქართული, საშუალი ქართული, საეკლესიო ქართული, სვანური (ი. კორიაკოვი, 2006, გვ. 39-42; შდრ., აქვე ი. კორიაკოვი 1 დარგუული ენის ნაცვლად 18 ენას გამოყოფს: დარგუულ კილოებს ენებად აცხადებს).

10

შდრ.: თითქმის ანალოგიურია პროფ. ი. გიპერტის მრავალწლიანი ნამუშავარიც:

(http://titus.uni-frankfurt.de/didact/karten/kauk/kaukasm.htm):

საერთაშორისო მიმოქცევაში საქართველოს შესახებ არსებობს ი. კორიაკოვის მესამე რუკაც 15:

15

პროფ. ქევინ თუითის რეკომენდაციით ეს რუკა კომენტარებისთვის გადმომიგზავნა ლინგვისტური რუკების ფრანგმა სპეციალისტმა პატრიკ ლემონიერმა (Patrick LEMONNIER).

11

აქ არსებითი "სიახლე" ის არის, რომ ერთმანეთთან გათანაბრებულია ტერმინები: სამეგრელო და ისტორიული კოლხა (Colkhis), რითაც ხაზგასმულია ქართულისა და მეგრულის დაცალკევება-დაშორების თითქოსდა ხანგრძლივი ისტორია: ი. კორიაკოვის რუკის მიხედვით გამოდის, რომ მეგრელები ენობრივ-კულტურულ-ეთნიკურად სხვა ქართველებისგან გამიჯნულნი არიან სულ მცირე 3000 წელია. სინამდვილეში, კოლხური არქეოლოგიური კულტურის საზღვრები და ბერძნულურარტული ძველი ისტორიული ცნობები ცხადყოფენ, რომ ქართველთა ისტორიული სახელმწიფო კოლხაც და საერთოქართველური ენის ბაზაზე შექმნილი კოლხური კულტურაც, ისტორიული საქართველოს ძირითად ნაწილს მოიცავდა. იმ პერიოდშიც დღევანდელ მეგრელთა, მესხთა, აჭარელთა, სვანთა, ლაზთა თუ ტაოელთა წინაპრები ერთიან ქართულ (/ქართველურ) ეთნოსს წარმოადგენდნენ და ერთიან კულტურას ქმნიდნენ16. ნურავინ იფიქრებს, რომ ი. კორიაკოვი კარგად არ იცნობს ქართველურ სინამდვილეს და, მაგალითად, ამიტომ ჰგონია, რომ ზემო და ქვემო სვანები სხვადასხვა ეთნოსებია. ი. კორიაკოვის რუკებიდან თუ კომენტარებიდან ჩანს, რომ ის ზედმიწევნით ერკვევა საქართველოს ისტორიაშიც და აწმყოშიც. აშკარაა ისიც, რომ პროფ. იური კორიაკოვმა კარგად იცის საქართველოს ყველა სოფლის მდებარეობაც და ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობის მეტყველების თავისებურებანიც. ბუნებრივია, ი. კორიაკოვმა ისიც იცის, რომ სვანებიც, მეგრელებიც, გურულებიც, აჭარლებიც და სხვა კუთხის ქართველებიც თავს მიიჩნევენ ერთიანი ქართული სამწიგნობრო კულტურის შემოქმედებად; იცის ისიც, რომ მის მიერ ენებად სახელდებულ იდიომებს ზოგი მეცნიერი ქართული ენის კილოებად თვლის. ამის მიუხედავად, ის მაინც, რატომღაც, მეგრელებს, ლაზებს, ზემო სვანებს და ქვემო სვანებს არაქართველებად - ქართველებისგან (Georgian) განსხვავებულ ეთნოსებად აცხადებს და მათ დიალექტებსაც დამოუკიდებელ ენათა რიგში წარმოადგენს17. 16

სარწმუნო ჩანს ვარაუდი, რომ კულხა წარმოიქმნა ჭოროხის ხეობასა და კოლა-არტაანის მხარეში ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა პერიოდში; საკითხის ისტორიისათვის იხ., მ.ინაძე, ტერმინები: “კოლხა” და “კოლხეთი” ანტიკურ მწერლობაში; საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993; ტ.ფუტკარაძე, ქართველები, ქუთაისი, 2005. 17 ბოლო ათწლეულებში არის მცდელობა, სხვადასხვა სემანტიკით დამკვიდრდეს სინონიმური ტერმინები: Kartvelıan და Georgıan; კერძოდ, ტერმინების: "რომანულ-გერმანულის", "ინდო-ევროპულის" ანალოგიით, ზოგი მეცნიერი თუ პოლიტიკური ექსპერტი Kartvelıan-ს მიზანმიმართულად იყენებს

12

ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ არის. ი. კორიაკოვის კვალიფიკაციები არ ეფუძნება მეცნიერული კვლევის შედეგებს; მისი კვალიფიკაციები საბჭოური, პოლიტიზებული მეცნიერების ინერციითაა გაკეთებული (მიზანი: "გათიშე და იბატონე!"). დასკვნა დღევანდელი საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. შეიძლება ითქვას, ასეთი სახიფათო გლობალური დაპირისპირების ობიექტი არასოდეს ყოფილა კავკასიის ეს მცირემიწიანი სახელმწიფო. ამჟამად საქართველო აქტიურად განიხილება ამერიკარუსეთის, ევროპა-რუსეთის, თურქეთ-რუსეთის, ევრაზიის გეოპოლიტიკურ კონტექსტებში; შესაბამისად, ბევრი დაინტერესებული მხარე სწავლობს საქართველოს ისტორიას, საქართველოს დემოგრაფიულ და ენობრივ-ეთნიკურ სიტუაციას. საქართველო ჯერჯერობით არ არის რეგიონის ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე; რუსეთი ისევ ახერხებს, აკონტროლოს საქართველოს გეოპოლიტიკურ სიმძლავრეთა ნაწილი; პარალელურად, ცდილობს: - დააკანონოს ავტოქთონი ქართველების ეთნოწმენდა აფხაზეთსა და შიდა ქართლში (ცხინვალის მხარეში); - მართოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი; - ქართველთა ერთი ნაწილის არაქართველებად გამოცხადებითა და განათლების სისტემის გამოყენებით ზოგ რეგიონში სათავისოდ მომართოს მოსახლეობის ერთი ნაწილის ცნობიერება; - გლობალურ საინფორმაციო და სამეცნიერო ქსელში ფსევდომეცნიერული ეთნოლინგვისტური კვალიფიკაციების გავრცელებით შეცდომაში შეიყვანოს დანარჩენი მსოფლიო: საქართველოს დაუმკვიდროს "აგრესორი მცირე იმპერიის" სახელი; - ქართველთა ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს თავს მოახვიოს ფედერაციული თუ კონფედერაციული წყობა, სადაც "სუბიექტები" იქნებიან საქართველოს ცალკეული მხარეები: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, მესხეთი, ქართლი, სვანეთი და სხვ18. ამიერკავკასიაზე გეოპოლიტიკური კონტროლის აღდგენის მიზნით, რუსეთი კვლავ გეგმავს ახალ აგრესიას და ემუქრება ქართველი ერის, საქართველოს სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებს. მხოლოდ ერთიანი და ძლიერი საქართველოს არსებობითაა შესაძლებელი რუსეთის დიქტატისგან ამიერკავკასიის გათავისუფლება, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უხიფათო სახელმწიფოებრივი სივრცის აღდგენა და რეგიონში დასავლურ (ქრისტიანულ, დემოკრატიულ) ღირებულებებზე დაფუძნებული სააზროვნო სივრცის შენარჩუნება.

საერთო წარმომავლობის "ეთნოსების", "დამოუკიდებელი ხალხების": "ქართველების", "სვანების", "ლაზების", "მეგრელების"... აღსანიშნავად (იხ., მაგ., ი. კორიაკოვის კვალიფიკაციები) , ხოლო Georgıan-ს მხოლოდ "საკუთრივ ქართველებისას"; შდრ., ბოლო პერიოდში გაჩნდა ტერმინი: საკუთრივ საქართველო (აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის გარეშე დარჩენილი მიწა). ამ პრობლემას საგანგებოდ სხვაგან შევეხებით. 18 საქართველომ უთუოდ უნდა მისცეს ავტონომია აფხაზ ხალხს.

13

კავკასიის გეოპოლიტიკურ ისტორიაში ახალ ეტაპად უნდა ჩაითვალოს საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლების განლაგება რუსეთის საოკუპაციო ჯარის პირისპირ. ამიერკავკასიაში დემოგრაფიული სიტუაციის ბარბაროსული გზით შეცვლა (ქართველთა და აფხაზთა გენოციდი) რუსეთმა რომ ვერ დააკანონოს და საკუთარ სახლებში დაბრუნდეს 500 000 დევნილი, აუცილებელია: - დემოკრატიული ინსტიტუტების სრულად ამოქმედებით ინტენსიურად გაგრძელდეს საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ; საქართველო რეალურად გახდეს ევროამერიკული ალიანსის პარტნიორი; რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაცვლად სამშვიდობო მანდატი უნდა გადაეცეს ევროკავშირის პოლიციურ შენაერთებს; - საქართველოს საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროებმა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების დახმარებით მსოფლიო თანამეგობრობას ადეკვატური ინფორმაციები მიაწოდონ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ; მაგ., აჭარასა და საქართველოს სხვა კუთხებში მცხოვრები ეთნიკური აფხაზებისა და ქართველების, ასევე, თბილისსა თუ ქართლ-კახეთში მცხოვრები ეთნიკური ოსებისა და ქართველების მეგობრული თანაცხოვრებით თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოში არ არსებობს ე.წ. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ეთნოკონფლიქტები. ამ არაადეკვატური ტერმინოლოგიური შეფასებით ინიღბება რუსეთის აგრესია საქართველოში და სხვ. და ბოლოს, თემა, რომელიც ამ მოხსენებაში წამოვწიეთ: რუსეთის იმპერიამ რომ ვერ შეძლოს საქართველოს "დემოგრაფიის მართვა”, აუცილებელია: საქართველოს სამთავრობო თუ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუტების ძალისხმევით, როგორც სასკოლო სახელმძღვანელოებში, ასევე მსოფლიოს სამეცნიეროსაენციკლოპედიო სივრცეში, რუსულ-საბჭოური მასალების ნაცვლად დროულად დამკვიდრდეს მეცნიერული კვალიფიკაციები საქართველოსა და ქართველების ენობრივ-კულტურული თვითობის (იდენტობის) შესახებ. პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეალურად უნდა განახორციელოს "ბოლონიის პროცესის" ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია - ეროვნული კულტურების შესწავლა და პროპაგანდა19.

19

შდრ., ამჟამად სასკოლო-საგანმანათლებლო სივრცეში თვისობრივადაა შეზღუდული არა მხოლოდ სასულიერო მწერლობის, არამედ ქართველი ერის სულიერი განძის – "ვეფხისტყაოსნის" სწავლებაც კი; გარდა ამისა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჯერ კიდევ ბევრ უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლაში ქართველი ერისა და ქართველური ენობრივი სამყაროს ისტორია ისწავლება საბჭოური კვალიფიკაციების მიხედვით და სხვ..

14

Related Documents


More Documents from ""