Putkaradze Interviu. Georgian Times

  • Uploaded by: Tariel Putkaradze
  • 0
  • 0
  • May 2020
  • PDF

This document was uploaded by user and they confirmed that they have the permission to share it. If you are author or own the copyright of this book, please report to us by using this DMCA report form. Report DMCA


Overview

Download & View Putkaradze Interviu. Georgian Times as PDF for free.

More details

  • Words: 772
  • Pages: 4
THE GEORGIAN TIMES

"ჯორჯიან ტაიმსი" - ქართული გაზეთი 25 იანვარი - 1 თებერვალი, 2007, რამ გადააწყვეტინა ტარიელ ფუტკარაძეს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში კანდიდატურის მოხსნა ტარიელ ფუტკარაძე: `აწმყო თუ არა, მომავალი მაინც ყველას და ყველაფერს განსჯის" irma varsimaSvili, 899 90 12 68 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდა. გია ხუბუას ერთადერთმა მეტოქე ტარიელ ფუტკარაძემ საკუთარი კანტიდატურა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა. თაიმსი" აღნიშნული თემის ირგვლივ უკვე ესაუბრა `ჯორჯიან ახლადარჩეულ რექტორს. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძესთან (ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი), რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრძოლას არ წყვეტს და სხვა გზებით შეეცდება დასახული მიზნების განხორციელებას. თაიმსი": რამ გადაგაწყვეტინათ მონაწილეობა `ჯორჯიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში?

მიგეღოთ

ტარიელ ფუტკარაძე: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატად რეგისტრაციისას მქონდა სამი ამოცანა: I. საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის კრიტიკული ანალიზი (მიმდინარე რეფორმა არ არის არც ევროპული სტანდარტების, არც საქართველოს ინტერესების შესაბამისი); II. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კონცეფციის წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე; III. რექტორის არჩევნების პროცესის ტესტირება და თავისუფალი, თანასწორი არჩევნების პირობების შემთხვევაში არჩევნების მოგება. _ გქონდათ თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ თქვენი ამოცანები გაგეცნოთ საზოგდაოებისთვის და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსთვის? _ წინასაარჩევნო პერიოდში შევეცადე კონკრეტული არგუმენტებით მეჩვენებინა, რომ უნივერსიტეტში აქამდე მიმდინარე რეფორმა არ არის არც საქართველოს ინტერესების, არც `ბოლონიის პროცესის" შესაბამისი; 1

აგრეთვე, საზოგადოების წინაშე წარმოვადგინე ჩემი კოლეგების თანამონაწილეობით შექმნილი კონცეფცია თანამედროვე ქართული უნივერსიტეტისა (დაეგზავნა ყველა გაზეთსა და ტელევიზიას, სრულად დაბეჭდა 2006 წლის 29 დეკემბრის `ლიტერატურულმა საქართველომ"), რომელიც, ვფიქრობთ, შეესაბამება როგორც საქართველოს სახელმწიფოს საჭიროებებს, ასევე ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ღირებულებებს. _ მიუხედავად ამისა, თქვენ ერთი დღით ადრე მოხსენით საკუთარი კანდიდატურა. რამ გიბიძგათ ასეთი ნაბიჯისკენ? _ წინასაარჩევნო პერიოდმა თვალნათლივ წარმოაჩინა, რომ გაუმჭირვალე და საეჭვო კონკურსების `დაკანონების" გამო, საქართველოს სამეცნიეროსაგანმანათლებლო წრეებში გამქრალია კანონიერების დაცვა-აღდგენისათვის ბრძოლის განწყობა და დასადგურებულია უმწეო ნიჰილიზმი; ვითარებას ამძაფრებს ისიც, რომ ქვეყანაში არ არსებობს იურიდიული ბაზა სამართლიანობის დასაცავად და, რაც ამ შემთხვევაში არსებითია, აშკარად გამოჩნდა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არსებობს წინაპირობები დემოკრატიული წესით რექტორის ასარჩევად. კერძოდ: არსებული საკანონმდებლო ბაზა არის წინააღმდეგობრივი, მაგ., ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ერთი მხრივ, `კანონი საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ" (მუხლი, 22,6) და განათლების მინისტრის ბრძანებით (# 721) დამტკიცებული დებულება (მუხლი, 15,2). კანონის მიხედვით, რექტორობის კანდიდატი სამოქმედო გეგმას წარადგენს რეგისტრაციის დროს (არჩევნებამდე ერთი თვით ადრე); აკადემიური საბჭოს წევრები კი `სამოქმედო გეგმას" ოფიციალურად აფასებენ არჩევნებამდე. მეორე: მიმდინარე არჩევნები არ არის თავისუფალი და თანასწორი, ვინაიდან ბ-ნ გ. ხუბუას სასარგებლოდ არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთვნენ: მთავრობა (ხელისუფლების ჩარევა უნივერსიტეტის ცხოვრებაში ეწინააღმდეგება `ბოლონიის პროცესის" უმთავრეს პრინციპებს), კომკავშირული სულისკვეთების ე.წ. სტუდენტური თვითმმართველობა, დეკანის მოვალეობის შემსრულებლები, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და სხვ. რაც მთავარია, თსუ-ის აკადემიურ საბჭოს არ აღმოაჩნდა რექტორობის კანდიდატების `სამოქმედო გეგმების" შეფასების კრიტერიუმები და არც უფლებამოსილება, დაადგინოს შეფასების რაიმე კრიტერიუმი; ეს ფაქტი დადასტურებულია აკადემიური საბჭოს მიერ 2006 წლის 28 დეკემბერს ჩემდამი მოწერილი ოფიციალური წერილით (#2-კ/06). აკადემიური საბჭო შექმნილია, ძირითადად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბ-ნ გ. ხუბუას მიერ `მოწონებული" პირებისგან. ბუნებრივია, რექტორობის კანდიდატისა და რექტორობის კანდიდატის სამოქმედო გეგმის 2

შესაფასებელი ოფიციალური კრიტერიუმების (ერთი მხრივ, მენეჯერსაორგანიზაციო გამოცდილება, სამეცნიერო წარმატებები, ციტირების ინდექსი... მეორე მხრივ, სამოქმედო გეგმის აქტუალობა ეროვნული კულტურის და საზღვარგარეთ გავრცელების თვალსაზრისით, შესწავლა-სწავლებისა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა...) არარსებობის პირობებში აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს რექტორობის მოვალეობის შემსრულებელს. რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმების ოფიციალური და რეალური შეფასების ნაცვლად, წინა პლანზე წამოიწევს აკადემიური საბჭოს წევრების პირადი `შთაბეჭდილება" და ფაქტობრივ ხელისუფლებასთან ანგარიშვალდებულება; მით უმეტეს, აკადემიური საბჭოს 12 წევრთაგან სამი პარლამენტის წევრია, ორი - სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი, სხვები კი -თსუ მიმართულებების ხელმძღვანელები. _ ანუ თქვენ არ ენდეთ არც აკადემიურ საბჭოს და არც არჩევნების სამართლიანად ჩატარების იმედი გქონდათ... _ შეიძლება ასეც ითქვას და აქვე დავძენ: ბ-ნ გ. ხუბუას მიერ დანიშნული დეკანების საეჭვო აქტიურობა თსუ-ის აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლების არჩევისას, ასევე არაკანონიერი და არალეგიტიმური `შერჩეულ" პროფესორთა კრიტერიუმებით ჩატარებული კონკურსით უმრავლესობის მორჩილება რექტორის მოვალეობის შემსრულებლისადმი (და მისი ადმინისტრაციისადმი) ტენდენციურ, არადემოკრატიულ და კლანურ (რეალურად დადასტურდა ველს ქმნის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ 4 წლის მანძილზე მაინც დაუშვებელი და მოსაზრება, ანტიდემოკრატიული იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მონაწილეობა რექტორის არჩევნები). ამ და სხვა მიზეზთა გამო სრული საფუძველი მაქვს, ვთქვა: სამართლებრივად წინააღმდეგობრივი და ოფიციალური კრიტერიუმების არმქონე პროცესი, რომელიც `თსუ-ის რექტორის არჩევნებად" ინათლება, სინამდვილეში ფსევდოარჩევნებია. რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა 2007 წლის 5 იანვარს თსუ-ის რექტორის არჩევნების ჩატარებას, ასეთ პირობებში ყველაზე სწორ ნაბიჯად მივიჩნიე, როგორც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატმა, მომეხსნა პასუხისმგებლობა შემდგომ პროცესებზე და მოვხსენი ჩემი კანდიდატურა. _ მომავალში თუ აპირებთ კვლავაც მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში? _ ვიმედოვნებ, საქართველოს მოსახლეობის აქტიურობით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მალე დაიძლევა არსებული კრიზისი და წესად იქცევა მმართველ რგოლებში თანასწორი და თავისუფალი არჩევნების გზით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პროფესიონალების მოსვლა. 3

მკითხველს ჰქონდა შესაძლებლობა შეედარებინა ჩვენი სამოქმედო ჩემი სამოქმედო გეგმა გეგმები და ყველამ კარგად დაინახა, რომ ითვალისწინებს როგორც ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს, ასევე საქართველოს ინტერესებს. ხოლო ბატონი ხუბუას გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმაში, მკითხველი საერთოდ ვერ იპოვის ქართული კულტურის, საქართველოს სახელმწიფო ენისა და ზოგადად საქართველოს ინტერესების შესაბამის პუნქტებს. აწმყო თუ არა, მომავალი მაინც ყველას და ყველაფერს განსჯის. ბრძოლას ვაპირებ სხვადასხვა მიმართულებით... 25 იანვარი, 2007 წელი

4

Related Documents

Georgian Times
May 2020 16
Georgian Times 18.12
June 2020 5
Interviu
October 2019 30
Raspunsuri Interviu
August 2019 22

More Documents from "Adelina Sulu"