The Perspectives Of Restoration Of The Entirety Of The Territory Of Georgia

  • Uploaded by: Tariel Putkaradze
  • 0
  • 0
  • October 2019
  • PDF

This document was uploaded by user and they confirmed that they have the permission to share it. If you are author or own the copyright of this book, please report to us by using this DMCA report form. Report DMCA


Overview

Download & View The Perspectives Of Restoration Of The Entirety Of The Territory Of Georgia as PDF for free.

More details

  • Words: 4,689
  • Pages: 15
საქართველოს პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატით გამართული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “საქართვ ელოს ტე რიტორ იუ ლი მთ ლია ნობის აღდგე ნი ს პე რს პექტ ივებ ი” (13.10.08)

პრ ოფ . ტა რიე ლ ფ უტ კა რა ძე

1991 წლის 9 აპრილის დ ამოუკიდებლობის აღდგენის ა ქტი, პ უტინ- დუგინ ის გეოპო ლიტიკური გეგმები დ ა რუს ული ოკუპ აცი ის დას ასრულის დას აწყისი ცდომილებანი მოვ ლენათა ტერმინოლოგიურ შეფასებებში, ანუ საქართველო: ევროპისა და ა ზიის შემაკავშირებელი დემოკრატიული სახელმწიფო ებრივი სივრ ცე თუ რუსე ბისგა ნ დანაღ მული "დერეფანი"? საქართველოშიც და საერთაშორისო პოლიტიკურ-დიპლომატიურ წრეებშიც დღეს აქტუალ ურად ითვლ ება კითხვა: - 2008 წლის 7 აგვისტოს ამიერკავკასიაში ომი საქართველომ დაიწყო თუ რუსეთმა? კითხვის ამგვარად დასმა უკვე ცხადყოფს, რომ დასავლური ანალიტიკური ცენტრებისთვისაც კი კავკასიური კონფლიქტების არსი ჯერ კიდევ ნათლად არ არის გააზრებული. შესაბამისად, დღეს აქტუალურია, რომ ცივილიზებულმა მსოფლიომაც, დეზორიენტირებულმა რუსულმა საზოგადოებამაც და საქართველოს მოსახლეობამაც გაიგოს სრული და კვალიფიცირებული სიმართლე კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ 1992 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე საქართველოს ხელისუფლებამ თუ სამეცნიერო საზოგადოებამ ძალიან ცოტა გააკეთა ამ მიმართულებით; მეტიც, ნებსით თუ უნებურად, სამთავრობო, არასამთავრობო თუ სამეცნიერო წრეების ნაწილს არცთუ უმნიშვნელო წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს საწინააღმდეგო, არამეცნიერული, დაუსაბუთებელი დებულებების თუ გაყალბებული ფაქტების გავრცელებაში1. 1

საქართველოს დევნილი კანონიერი ხელისუფლების განცხადებები თუ მეცნიერთა მცირერიცხოვანი ობიექტური გამოკვლევები ადვილად იკარგებოდა მყარად დაფინანსებულ დიდ დეზინფორმაციულ ნაკადში და ვერ აღწევდა ვერც საქართველოს მოსახლეობამდე, ვერც ევროპამდე, ვერც რუსეთის საზოგადოებამდე და, მით უმეტეს, ამერიკამდე. ამიტომაა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსულ საზოგადოებაზე (რომელიც სულაც არ არის ქართველი ერის მტერი), საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილიც კი ვერ არჩევს მტყუანსა და მართალს.

ბევრ პრობლემას ქმნის აგრეთვე მიმდინარე თუ ისტორიულ მოვლენათა არაადეკვა ტური ტერმი ნოლ ოგიური შეფასება (/სახელდება); მაგალითად, ოფიციალურად დღემდე არასწორადაა შეფასებული საქართველოს უახლესი წარსულის ფაქტები: - 1991- 93 წლ ებში რუსე თის მიერ საქართვე ლოს ხელისუფლე ბის დამხობა სა მო ქალაქ ო ომადაა მონათლუ ლი; 17 წლის მა ნძილზე მიმდი ნარე რუსეთ-საქართველ ოს ომი სახელდებუ ლია ე.წ. ქართულ-აფხაზურ და ქართუ ლ- ოსურ ეთნოკონფლიქტებად და სხვ. საქართველოს ძალიან ავნო ამგვარმა ტერმინოლოგიურმა კვალიფიკაციებმა. საქართველოდან სამთავრობო თუ არასამთავრობო არხებით გასული არაობიექტური ინფორმაციების კიდევ ერთი ცუდი შედეგია დასავლური ინსტრუქციების არაადეკვატურობა და დონორთა მიერ გამოყოფილი მილიონების არამიზნობრი ვი ხარჯვა. კონკრეტული ფაქტებით გავაგრძელოთ მსჯელობა. პირველ რიგში თავშივე დასმული კითხვის შესახებ: რუსეთ-საქართველოს ომი არ დაწყებულა 2008 წლის 7 აგვისტოს; ეს ომი დაიწყო 1801 წელს, როდესაც რუსეთის იმპერია მუხანათურად მოექცა საქართველოს სამეფო დინასტიას - ბაგრატიონებს და რუსული ხიშტებით ნაწილ-ნაწილ დაიპყრო ჩვენი სამშობლო; შესაბამისად, ვლადიმირ პუტინი, მისი წარმომადგენელი გაეროში ბ-ნი ჩურკინი თუ რუსეთის დუმის მაღალი ხმა - ბ-ნი ჟირინოვსკი უპერსპექტივოდ ცდილობენ, დააჯერონ მსოფლიო, რომ 1801 წელს საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს. გარდა ამისა, რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ 1811 წელს გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. რუსმა ეგზარქოსებმა გაძარცვეს ქართული ეკლესიები და განძეული გაიტანეს რუსეთის ეკლესიებში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიას 180 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიისგან წართმეული ჰქონდა დამოუკიდებლობა. მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ იარაღის ძალით ჩაახშო ალექსანდრე ბატონიშვილისა და სხვათა ხელმძღვანელობით საქართველოში მიმდინარე არაერთი ანტირუსული სახალხო აჯანყებანი: მთიულეთში, კახეთში, თბილისში (1832 წ. შეთქმულება), აფხაზეთში, სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში... საქართველოს საბოლოო ანექსიისა და ქართველი ერის ცნობიერად დაშლის მიზნით, რუსეთის იმპერიამ დააშინა, გაჟლიტა, ან საქართველოდან გააძევა რუსული ოკუპაციის მოწინააღმდეგე ქართველობა; ჩადენილ იქნა ბევრი სხვა ბარბაროსული და უკანონო ქმედება. არსებითი ისაა, რომ სხვადასხვა დროში რუსეთის ხელისუფლე ბა 2 ერ თი სცენარით ცდილობს საქართველოს წაშლას პოლიტიკური თუ კულტურული რ უკი დან ; კერძოდ: - სამართლებრივად და დოკუმენტურად ძალიან იოლია დასაბუთება, რომ 1801, 1921 და 1992 წლებში რუსეთის იმპერიამ იარაღის ძალით დაამხო საქართველოს ჯერ რომანოვები და ლენინ-სტალინის ხუნტა, თუ ბრეჟნევ-სუსლოვის პოლიტბიურო; შემდეგ გორბაჩოვ-ელცინ-შევარდნაძის მომაკვდავი მთავრობა, ბოლოს კი პუტინ-მედვედევის კრიმინალური ოლიგარქია 2

2

დამოუკიდებლობის მოსურნე კანონიერი ხელისუფლებები; ამავეს შეეცადა 2008 წლის აგვისტოშიც; - კავკასიის რეგიონის საბოლოო დაპყრობის მიზნით რუსეთის იმპერიის მოხელეებმა მე-19 საუკუნეში ე.წ. მუჰაჯირობით საქართველოდან თურქეთში გაასახლეს ასეულ ათასობით ქართველი და აფხაზი; მათ ადგილას კი ჩაასახლეს სომხები და რუსები. რუსეთის იმპერიამ ქართველთა და აფხაზთა ეთნოწმენდა ჩაატარა 1992-2008 წლებშიც და აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში დაიტოვა რუსები, სომხები, პრორუსულად აღზრდილი აფხაზები, პრორუსულად აღზრდილი ოსები და მოსყიდული ქართველები. მიტაცებული ქართული რეგიონების სრული ანექსიის მიზნით რუსეთი დღესაც გეგმავს აფხაზეთში კაზაკთა და რუსთა ჩამოსახლებას. - 200 წლის მანძილზე იმპერია ცდილობს განათლების პოლიტიზებული სისტემით სათავისო იდეოლოგია ჩაუნერგოს კავკასიის მკვიდრ მოსახლეობას; მეტნაკლებად მან ეს შეძლო, თუმცა, ქართველთა, აფხაზთა, ვაინახთა და სხვათა დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს რეალური მტრის სახეს: რუსეთს სურს კავ კასიის ხალხე ბის სრული ასიმილაცია. - ქართველი ერის დანაწევრების მიზნით, იმპერიული მთავრობა დღენიადაგ ცდილობს, ქართველებს მოუშალოს დედაენობრივი ერთ ობა; შესაბამისად, მრავალსაუკუნოვან ქართულ სამწიგნობრო ენას დევნის როგორც ეკლესიიდან, ასევე, სახელმწიფო კანცელარიდან და განათლების სფეროდან. მაგალითად, ამ მიზნით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მე-20 საუკუნის 20-იან წლებსა და მე-20 საუკუნის დასასრულს ქართველთა ცალკეული დიალექტები გამოაცხადა ე.წ. უმ წერლობ ო ენებად, მათი მფლო ბელ ები კი არაქართველ ებად. პარალელურად, იმპერიის სამსახურების მიერ ქართველთა ერთი ნაწილის (მეგრელების, ლაზების, სვანების...) დიალექტების მიხედვით ინტენსიურად იქმნება ხოლმე ე.წ. ახალი სალიტერატურო ენები3 და მახინჯდება საქართველ ოს სამოციქუ ლო ეკლესიის ის ტორია . რუსეთის იმპერიის წიაღში შექმნილმა ისტორიოგრა ფიამ მთე ლ მსოფლიოში გავრცელდა ფსევდომეცნიერული ე. წ. ქართი ზაციის თეორია, რომლის მიხედვითაც, თურმე, ქართველური მოდგმა ენობრივ-კულტურულად დაშლილა 40 საუკუნის წინ; 10-15 საუკუნის წინ კი ქართლელებს გაუქართველებიათ: მესხები, მეგრელე ბი, ფხოველე ბი, სვა ნები, თუშები და ა.შ. სამწუხაროდ, ამგვარი კვალიფიკაციები დღესაც უფრო გავრცელებულია თანამედროვე მსოფლიოში, ვიდრე ობიექტური შეფასებანი (იხ., ქვემოთ); სწორედ ამიტომაა, რომ მრავალი უცხოელი ექსპერტი მხარს უჭერს რუსულ სცენარს საქართვ ელოს ფედერაციული თუ კონ ფედერაციული მო წყობის შესახე ბ. გასაოცარი ისაა, რომ ამ ანტიქართული და პროიმპერიული თეორიის თანამედროვე მხარდამჭერები 2008 წელსაც კი ფინანსდებიან საქართველოს ბიუჯეტიდან და პრივილეგირებულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. მეტიც, ამგვარი მცდარი თეორიული ბაზით იქმნება დღესაც სასკოლო თუ უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოები4. იხ., მაგ. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მეგრული და სვანური კილოების მიხედვი შექმნილი ანბანები და მე-20 საუკუნის 90-იან წლებში შექმნილი ლაზური და მეგრული ე.წ. დედაენები; კრიტიკისათვის ვრცლად იხ., მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. I-III, თბ., 1996-1984; ტ. ფუტკარაძე, ქართველები, ქუთაისი, 2005. 4 იხ., მაგ., 2008 წელს გამოცემული ისტორიის სახელმძღვანელო მე-11 კლასისთვის და სხვ. 3

3

ვფიქრობ, ნათელია:

18 01 წლიდა ნ დღ ემდე რუსეთის მთავარი მიზანი იყო და არის კავკასიის ქცევა თავის გეოპ ოლიტიკურ პერიფერიად ; ამ მიზანს დღესაც ღიად აცხადებს კრემლის ამჟამინდელი იდეოლოგი - ალექსანდრ დუგინი5. საქართველო მუდამ იბრძოდა კრემლის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ; საპასუხოდ, რუსეთი სისხლიან ანგარიშსწორებებს მიმართავდა. საქართველოსთან ბოლო მრავალწლიანი ომი რუსეთმა წამოიწყო 1991 წე ლს ; ძალიან მოკლედ გავიხსენოთ უახლესი ისტორია: 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ ჩაატარა საერთო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ გამოაცხადა (მრავალსაუკუნოვანი) დამოუკიდებლობის აღდგენა. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივი საფუძველი შექმნა რუსული ჯარის გასაყვანად - დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად. ცივილიზებული პასუხის ნაცვლად, რუსეთმა მაშინაც მრავალი პროვოკაცია დაგეგმა საქართველოს წინააღმდეგ (პუტჩის მცდელობები, კონფლიქტების პროვოცირება სოხუმსა და ცხინვალში...). პასუხად, 1991 წლის შემოდგომაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საოკუპაციო ჯარის სტა ტუსი მიანიჭა რუსეთის იმპერიის (ე.წ. საბჭოთა კავშირის) იმ საჯარისო შენაერთებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ კონსტიტუციიდან ამოიღო ყველა მუხლი, რომელიც ეხებოდა საბჭოთა კავშირს და მიიღო კანონი საერთაშორისო დოკუმენტების პრიმატის შესახებ. დასავლეთი ამ დროს დაკავებული იყო რუსული "ბრჭყალებიდან" აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების გამოხსნით; საქართველოსთვის არავის ეცალა, ამიტომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის პასუხი სასტიკი აღმოჩნდა: მსჯელობისათვის იხ., მაგ., "Основы геополитики" ( Москва: Арктогея-центр, 1999): "Абсолютным императивом русской геополитики на черноморском побережье является тотальный и ничем не ограниченный контроль Москвы на всем его протяжении - от украинских до абхазских территорий. Можно сколь угодно дробить всю эту зону по этнокультурному признаку, - предоставляя этническую и конфессиональную автономию крымским молороссам, татарам, казакам, абхазцам, грузинам и т. д. - но все это только при абсолютным контроле Москвы над военной и политической ситуацией..." (с. 349); "Всякое широтное размежевание этнических регионов Закавказья следует поддерживать, а долготную интеграцию - напротив укреплять... Общий передел Северного Кавказа мог бы решить и осетинскую проблему, так как новые этнические образования (например объединенная Осетия) теряли бы смысл национально-государственных образований, приобретая чисто этнический и культурный, лингвистический и религиозный смысл. Следуя той же меридиональной логике важно связать Абхазию непрямую с Россией ...можно назвать весь этот план "новым геополитическим порядком на Кавказе". Он предполагает отказ от традиционного подхода к существующим политическим образованиям как к "государственным-нациям", т. е. строго фиксированным административным образованиям с постоянными границами и законченной властной структурой. "Новый геополитический порядок на Кавказе" предполагает полный передел ныне существующих политических реальностей и переход от модели взаимоотношений государство-государство или нация-нация к чисто геополитической системе Центрпериферия, причем структура периферии должна определяться не политической, но этно-культурной дифференциацией. Это возможно осуществить через план создания "Кавказской Федерации", которая включала бы в себя как три кавказских республики СНГ, так и внутрироссийские автономные образования. Центр при этом уступал бы всему этому району культурно-экономическую автаркию, но обеспечивал бы жесточайший стратегический централизм"... (сс. 351-352). ალოგიკურია: ა. დუგინის ეს წიგნი ქართული უნივერსიტეტების სახელმძღვანელოდაა თარგმნილი. 5

4

1992-93 წლებში ბეპაევ-ბალტინისა და სხვა სამხედრო შენაერთებმა რუსეთის სამსახურში ჩამდგარი მცირერიცხოვანი ქართველების, აფხაზების, ოსებისა და ზოგი ოპოზიციური პარტიის გამოყენებით დაამხეს, სამშობლოდან განდევ ნეს: საქართველოს პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები და დემოკრატიული მასმედიის წარმომადგენლები. ამის შემდეგ რუსეთმა დე ფაქტო მიიტაცა აფხაზეთი და ცხინავლის მხარე. 1992-93 წლებში რუსეთმა შეძლო, საქართველოში დაესვა კრემლის მარიონეტი შევარდნაძე, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის წამრთმევ რუსულ საოკუპაციო ჯარს მიანიჭა ჯერ მეგ ობარი ქვეყნი ს ჯარის, შემ დეგ კი სამ შვიდობო ჯარის სტა ტუსი. ამავე დროს, შევარდნაძის ფსევდოპარლამენტმა, 1991 წ. 31 მარტის რეფერენდუმის საწინააღმდეგოდ, გამოაცხადა - დსთ- ში - რუსეთის ახალ იმპერიაში შესვლა. სამწუხაროდ, ამ დანაშაულს დღემდე არ მისცემია სამართლებრივი შეფასება. დღესაც რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობას ე.წ. სამოქალა ქო ომად ნათლავენ. აქვე აღვნიშნავ, რომ 2004 წლის 21 თებერვლის განკარგულებით (№ 174) პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც დაევალა 1991-93 წლების პუტჩისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაცვიის ფაქტის გამოძიება; მე ვიყავი ამ მცირერიცხოვანი კომისიის წევრი; პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომისიის წევრების მონაწილეობით გენერალურმა პროკურატურამ ამ პერიოდში ბევრი დოკუმენტი მოიპოვა, რომლებიც ცხადყოფენ რუსეთის როლს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ეს იყო რუსულ-ქართული ომი6; ომი, რომელშიც საქართველ ო და მარცხდა და საქართვე ლოს დე ოკუპაციაც შეჩერდა. რატომღაც დღეს არავინ იყენებს ამ მონაცემებს. დღეს მაინც აუცილებელია, მოხდეს ამ მოვლენის ობიექტური სამართლებრივი შეფასება. ეს სი მართლ ე ძალია ნ წაადგე ბა თანამედროვე სა ქართველოს.

ქართველთა დიდი ნაწილისა თუ უცხოელთა მიერ არაადეკვატური ტერმინოლოგიითაა შეფასებული რუ სეთ-ს აქ არ თვე ლო ს ომ ის აფ ხა ზეთის ა და ცხ ინ ვა ლის ფ რონ ტები ც.

რუსეთ-საქართველოს ომის სახელდება ე.წ. ქართულ-აფხაზურ და ქართუ ლოსურ კონფლიქტებად მხოლოდ რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს; არადა, მრავალი წლის მანძილზე ქართველებს თუ მთელ მსოფლიოს ამგვარ შეფასებას ახვევდნენ თავს საქართველოს ხელისუფლებისა თუ ევროპულ დონორებზე მიბმული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები; მრავალთაგან ერთ კონკრეტულ შემთხვევას შევეხები: 1994 წელს ლონდონში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსები" ("Concilation Resources") 1997 წლიდან ახორციელებს "კავკასიურ პროგრამას" (დირექტორი Jonathan Cohen). საქართველ ოს საგარეო საქმეთა სამინი სტროს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონური ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლების დოკუმენტთა ნაწილი იხ. საქართველოს გენერალური პროკურორის ზ. ადეიშვილის 2004 წლის 18 ივნისის დადგენილებაში (სრულად გამოქვეყნდა გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში"). მალევე, ამ კომისიის მუშაობა "ულოგიკოდ" შეწყდა: რუ სე თი დან ორგანიზ ებ ულ პუტ ჩს არ მიეცა სამართლებლივი შეფასება; პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებაც უსაფუძვლოდ შეჩერდა. 6

5

უცხოელი პარტნიორია საქართველოს რეგიონებში (აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი) არსებული კონფლიქტების გადაჭრის მიმართულებით. "Concilation Resources" (ჯონათან კოენი) საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს სოროსის ფონდის წარმომადგენლობასთან, დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან, შვეიცარიის საელჩოსთან, ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და სხვ. ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, საქართველოში მისი აქტიური თანამშრომლები თუ პარტნიორები არიან: პაატა ზაქარეიშვილი7, გოგა ხაინდრავა, გიგი თევზაძე, ნოდარ ლადარია, მანანა დარჯანია8 და სხვ. (მასალები იხ., მაგ., http://www.c-r.org/russian/index.php). საინტერესოა ისიც, რომ "Concilation Resources"-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სამეცნიერო-სახელმძღვანელო ლიტერატურის სიაში (http://www.c-r.org/ourwork/accord/georgia-abkhazia/russian/biblio.php) წამყვანი ადგილი უჭირავს ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიურ ენათა პროფესორის ჯორჯ ჰიუიტის ნაშრომებს9. რამდენადაც "შერიგების რესურსების" მოღვაწეობა ჯ. ჰიუიტის გეგმას მიჰყვება, პირველ რიგში მოკლედ გაგაცნობთ, სწორედ ლონდონელი პროფესორის "კავკასიური პროექტის" ძირითად თეზისებს, რომლებიც გაშლილადაა წარმოდგენილი მის ნაშრომებში (აქ განვიხილავთ დასავლეთ საქართველოს ეპიზოდს - ტ.ფ.)10: 7

პაატა ზაქარეიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი, სოროსის ფონდის წარმომადგენელი "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში" (ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია თემურ იაკობაშვილი; ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს რეფორმას ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში) - შდრ., Concilation resources-ს ინფორმაცია; "პაატა არის ქართველი ანალიტიკოსი და აქტივისტი,რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაარსების დღიდან"... (http://www.c-r.org/our-work/caucasus/caucasus-partners.php). საყურადღებოა, რომ საქართველოს მთავრობის მინისტრის რანგში მყოფმა ბ-ნმა თემურ იაკობაშვილმა სათანამშრომლოდ საჯაროდ მიიწვია პაატა ზაქარეიშვილი და გოგა ხაინდრავა; ასევე, მანვე 2008 წლის 6 მარტს აფხაზეთიდან დევნილ (ლეგიტიმურ) უზენაეს საბჭოსა და მთავრობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბ-ნი ჯონათან კოენი არის სახალხო დიპლომატიის საშუალებით "ქართულ-აფხაზური" კონფლიქტის მოგვარების აქტიური ხელისშემწყობი... ვფიქრობ, ქვემოთ წარმოდგენილი მასალის გაცნობის შემდეგ, ბნ მინისტრს მოუწევს ინფორმაციების გადამოწმება... 8

ქ-ნი მ. დარჯანია არის ჟურნალ "პოსტ ფაქტუმის" რედაქტორი, IDP Women Association (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა") დირექტორთა საბჭოს წევრი (იხ. http://www.idpwa.org.ge/dirboard.html); ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დონორია ფონდი "Conciliation Resources" (დიდი ბრიტანეთი). შდრ., სხვა დონორები და პარტნიორები: ევანგელისტურ ეკლესიათა ასოციაცია EED (გერმანია), დანიის ლტოლვილთა საბჭო DRC, ფონდი HAELLA (ნიდერლანდები), გაეროს ქალთა ფონდი UNIFEM (http://www.idpwa.org.ge/about.html)... 9

Hewitt, B.G. Abkhazia: a problem of identity and ownership. Central Asian Survey, vol. 12, no. 3, pp. 267–323, 1993; Hewitt, B.G. Demographic manipulation in the Caucasus. The Journal of Refugee Studies, vol. 8, no. 1, pp. 48–74, 1995; Hewitt, G. (ed.) The Abkhazians. Curzon Press, 1999... პატივცემულ მკითხველს შევახსენებ, რომ ჯ. ჰიუიტი არის აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ერთ-ერთი თანამედროვე იდეოლოგი; იხ., მაგ., „ინტერპრესნიუსის“ ერთ-ერთი ინფორმაცია; "თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, აფხაზეთში გადამღები ჯგუფი მუშაობს, რომელიც აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის შესახებ ინგლისურ და გერმანულენოვან დოკუმენტურ ფილმს ამზადებს... ფილმის მთავარი გმირია დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ნიკოლას რიი, რომელმაც ოჯახთან ერთად აფხაზეთი წელს პირველად მოინახულა“... პროექტის ავტორია კავკასიოლოგი ჯორჯ ჰიუ იტი . ფილმს მოს კო ვის აფ ხაზუ რი დიას პო რა აფინანსებს. 10 ჯორჯ ჰიუიტს ეკუთვნის აგრეთვე წერილი: "თანამშრომლობა კავკასიის საკეთილდღეოდ" (სტატია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას ინსტიტუტს სარეცენზიოდ გადასცა თურქეთში გამომავალი ჟურნალის "ჩვენებურების" რედაქციამ 1999 წელს; აკად. გუჩა კვარაცხელიამ რეცენზიის

6

ჯ. ჰიუიტის აზრით, აფხაზეთის კონფლიქტის არსი ეთნოკონ ფლი ქტია; კერძო დ, ის წერს: "ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული კონფლიქტი ეთნოკულტურული ხასიათისაა: ქართველთა აგრესიის პირობებში აფხაზი ერი კრემლის თანადგომით ინარჩუნებს თავის იდენტობას"11... მეოცე საუკუნემდე არც მეგრელები ითვლებოდნენ ქართველებად; "ძველთაგანვე მეგრულ ენაზე მეტყველი ხალხი ქართველებად მოინათლა საბჭოთა პერიოდში"... კონ ფლიქტის გადაჭრის ჯ. ჰიუიტისეული სტრატეგია კი ასე გამოიყურება: 1. ქართველები უნდა განთავისუფლდნენ "ნაციონალიზმისგან" და უნდა აღიარონ თავიანთი შეცდომები; 2. აფხაზებს ქართველებისგან ფიზიკურად განადგურების საფრთხე აღარ დაემუქრებათ, თუკი საქართველოსა და აფხაზეთს შორის ჩამოყალიბდება სამეგრელ ოს ბუფერული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი : ეს პროცესი უნდა დაიწყოს მეგრუ ლის, როგორც მე გრელთა სალიტერა ტურო და კულტურის ენის, აღიარებით; 12 "მეგრელებმაც უნდა დაიცვან თავიანთი უფლებები" ; "მეგრელებმა არ უნდა გაიზიარონ ქართველების კულტურული მემკვიდრეობა და უნდა განავითარონ თავიანთი თვითმყოფადი ენა და კულტურა"... ამ "ისტორიული შეცდომის გამოსწორებამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საყოველთაოდ სასურველი გამოსწორება მოიტანოს..." 3. უნდა შეიქმნას კავკასიის კონფედერაცია (რომლის სუბიექტებადაც ივარაუდება: აფხაზეთი, სამეგრელო, საქართველო, აზერბაიჯანი, ყარაბახი, სომხეთი, სამხრეთი ოსეთი...). სრული პასუხიმგებ ლობი თ ვამბო ბთ: ალექსანდრ დუგინისა და ჯორჯ ჰიუიტის კონცეფციები ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს. ამ ფონზეა საი ნტერესო საქართვ ელოს მთავრობის პარტ ნიორი ლონდონური არასამთავრობო ორ განიზაციის - "შერიგე ბის რესურსების" გამოქვეყნებუ ლი შეფა სე ბები; წარმოვადგენთ დოკუმენტურ მასალას: - ლონ დონელი ჯონათან კოენის მიერ შე ქმნილი "შ ერიგების რესურსების" მიერაც აფხაზეთში არსებული კონფლიქტის საფუძვლად მიჩნეულია ეთნიკური დაპირისპირება ქართველთა და აფხაზთა შორის; მომზადება თხოვა პროფ. თეიმურაზ გვანცელაძეს და პროფ. მანანა ტაბიძეს. პროფესორების: თ. გვანცელაძის, მ. ტაბიძის, მ. ქურდიანისა და ა. არაბულის ხელმოწერით აკადემიური პასუხი გაიგზავნა "ჩვენებურების" რედაქციაში). 11 ჯ. ჰიუიტი: "კრემლის ჩარევის გარეშე მარტო დატოვებული აფხაზები თავისი ენისა (და კულტურის) დაკარგვის გამო, შესაძლოა, გაქართველებულიყვნენ: მიეღოთ ქართული ენა (და კულტურა) და გამხდარიყვნენ ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები". 12 ჯ. ჰიუიტი: "ვინ ც ამტ კი ცე ბს , რო მ მე გრ ელ ებ ს შო რის არ არ სე ბო ბს ამგ ვარ ი უფლე ბე ბის მო თხ ოვნა, ვიტ ყვ ი, რო მ მათ თვ ის ამ კი თხ ვი თ არა ვის მიუ მა რთა ვს ... " ჯ. ჰიუი ტმა ეს მოსაზრება გამოთქვა 1999 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ მართლაც დასვეს ამგვარი კითხვები; რეგიონის მოსახლეობას დაურიგეს ე.წ. "კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის" (კრიტიკა იხ.; http://www.pdfcoke.com/doc/2273647/Conflict-in-Abkhazia-Cases-of-Cooperation-in-Favour-of-Caucasus-or-againConfederation-of-Caucasus); მსგავსი აქცია განხორციელდა ინტერნეტითაც, მაგრამ სამეგრელოს მოსახლეობამ ჯ. ჰიუიტის მიმდევრებს პირში ჩალა გამოავლო (იხ., გუგა მესხიას წერილი "გინდა თ რომ იცხო ვრო თ გამ ოყოფ ილ სამ ეგ რე ლოს სა ხე ლმ წი ფო ში?" , გაზეთი "ქრონიკა", 6-11 ოქტომბერი, 2008 წ. გვ. 5).

7

- "Concilation Resources"-ის ვებგვერდზე აფხაზეთის რეგიონში არსებული კონფლიქტი სახელდებულია, როგორც ქართულ -აფხაზ ური კონფლიქტი (Conciliation Resources has worked on the Georgian-Abkhaz conflict and peace process since 1997); - "Concilation Resources"-ის მასალებიდან ჩანს, რომ აფხაზეთში ომის დამწყებად მიჩნეულია ქართული მხარე (http://www.c-r.org/our-work/caucasus/index.php). აფხაზეთის კონფლიქტის გადაჭრის ჰიუიტისეული სტრატეგია კარგად ჩანს "Concilation Resources"-ის (და მისი პარტ ნიორების) მიერ განხორციელე ბული პროე ქტებიდან; კერძოდ, მათი მი ზანია: - ქართველური ტრადიციული ღირებულებებისადმი ნიჰილიზმის სისტემური "დანერგვა"13; - ე.წ. ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში ქართველთა დანაშაულის აღიარება და ქართველების მიერ ბოდიშის მოხდა; მაგ., სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მოძრაობა "ჰათამ ზაიტ " ("ბოდიში "), რომლის უშუალო მიზანი იყო აფხაზეთში რუსეთის და ნაშაულე ბრივი როლის მიჩქმალვა და აგრესორად ქართვე ლების გამოცხადება. ამ ავანტიურისტულ მიზანს მიეძღვნა კარგად დაფინანსებული სპექტაკლიც "ბამბაზიის სამოთხე". ულოგიკოდ და საქართველოს საზიანოდ, "ჰათამზაიტის" და სპექტაკლის შემკვეთებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ მხოლოდ აფხაზ დედას აქვს უფლება, ქართველი დედისგან მოითხოვოს ბოდიში შვილის სიკვდილის გამო (ვიდეომასალისათვის იხ. http://imedinews.ge/ge/droeba/2007-0930/324)14... რაც შ ეეხება " პატიების" თემას: თანაცხოვრების მანძილზე ძმებსა და მეზობლებს შორის კინკლაობა ჩვეულებრივი ადამიანური მოვლენაა; სისხლისღვრა კი გაუმართლებელია: აფხაზების იმ ნაწილს, რომელიც პრორუსი ვ. არძინბას რეჟიმის გავლენის ქვეშ მოექცა, და ქართველების იმ ნაწილს, ვინც შევარდნაძის გვერდით იყო, მართლაც აქვთ საპატიებელი ერთმანეთისთვისაც და, ზოგადად, ქართველი და აფხაზი ხალხებისთვის. ქართვე ლები და აფხაზე ბი მრა ვალი საუკუნის მანძილზე ერთად ვიბრძოდით კავკასიის დაპყრობის მოსურნეთა წინააღმდეგ და მომავალშიც შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას; ბოლო 200 წლის მანძილზე აფხაზეთში ქართველებიც და აფხაზებიც რუსული იმპერიის ინტერესებს (და არა - რუსი ხალხის!) ეწირებიან.

ეს თემა ვრცელ ანალიზს ითხოვს, ამიტომ სხვაგან გვექნება მსჯელობა. ინფო რმ აცი ის თვ ის ; 2007 წლის 14 მარტს მანანა დარჯანიას და მისი თანამოაზრეების მიერ გავრცელდა მიმართვა "მიმართვა აფხაზი ხალხისადმი"; მოგვყავს მცირე ფრაგმენტი: “...ჩვენ გვინდა ყველა აფხაზს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს..." ქ-ნ მ.დარჯანიას შევახსენებთ, რომ ომი დაიწყეს კრემლის მიერ მართულმა არძინბასა და შევარდნაძის მცირე ჯგუფებმა ქართველი და აფხაზი ხალხების საზიანოდ... შდრ.: 2007 2 მაისს 17:00 საათზე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: "ჰათამზაიტ: ბოდიშის კამპანია - რატომ უნდა მოვუხადოთ ბოდიში აფხაზებს?" მომხსენებლები: მანანა დარჯანია, ჟურნალისტთა ასოციაციის "პოსტ-ფაქტუმის" თავმჯდომარე; უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებების საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი; გიორგი ხაინდრავა, კინორეჟისორი /"თანასწორობის ინსტიტუტი"/. 13

14

8

ქართვე ლები და აფხაზე ბი (ქართველები და ოსები) არც დღეს ვართ ერთმანეთის მტრები; ახლა მთავარია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და პატიოსნად განვსაზღვროთ არსებული კონფლიქტის მხარეები: საქართვ ელო 15 რუსეთი და თვალი არ უნდა დავხუჭოთ საკუთარ შეცდომებზეც. ჯ. ჰიუიტისა და ზოგი რუსი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, "Concilation Resources"-ისა და მისი ქართველი პარტნიორების მიერ ჯერჯერობით არ არის ოფიციალური მოთხოვნა საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამეგრელოს ბუფერული სახელმწიფოე ბრივი წარმონაქმნი ს შექმნის შესახებ, მაგრამ 10 წელია აქტიურად განიხილება ე.წ. ასიმე ტრიული ფედერაციის საკითხი; გარდა ამისა, სხვადასხვა სახის წარმომადგენლობით შეხვედრებზე საქართველოშიც არაერთხელ იყო მცდელობა, ეთნიკურ არაქართველებად - საქართველოში ეთნიკურ თუ ენობრივ უმცირესობებად - გამოცხადდეს ქართველთა ერთი ნაწილი (ლაზები, მეგრელები, აჭარლები, სვანები, მესხები და სხვ.)16. უფრო საშიში ისა, რომ მსოფლიოს თანამედროვე ძირითადი ენციკლოპედიებისა თუ სამეცნიერო ცენტრების მიერ ფაქტობრივად უალტერნატივოდაა გავრცელებული ისეთი ლინგვისტური და ეთნოკულტურული კვალიფიკაციები, სადაც არაქართველად გამოცხადებულია ნახევარ საქართველ ოზე მეტი; სამაგალითოდ, წარმოვადგენთ რამდენიმე ფაქტს: 1. 2000 წელს პარიზში გამოცემულ ატლასში "საფრანგეთი და სამყარო" (La France et le Monde, Atlas) რუკის სხვადასხვა ფერითა და ეთნიკური დასახელებით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, აჭარლები, სვანები და ოსები. 2. "ევროპის ენების ცენტრის" გრიფით 2002 წელს ესპანეთში გამოქვეყნებულ წიგნში "Europe of the Peoples" სხვადასხვა დროშითა და ეთნიკური დასახელებით არიან წარმოდგენილი: ქართველები, აფხაზები, მეგრელები, სვანები და ოსები. დღეს უკვე კონფლიქტის მხარეებად შეიძლება ჩაითვალონ: ევ როა მე რიკ ული ალიანსი +საქარ თვ ელო და რუს ეთ ი; რუსეთის მოსახლეობის ინტერესები ამჟამად პუტინ-მედვედევდუგინის მმართველი კლანის "ველიკოდერჟავულ" და ფინანსურ ინტერესებს ეწირება. 16 შემთხვევითი არ არის არც ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში უც ხოელ თა დაფ ინანს ებ ით გა მოი ცა და აქტიურად გავრცელდა: სახელმძღვანელოები: "ლაზური დედაენა", "მეგრული დედაენა"; გამოკვლევები: "მეგრული ენა", "ლაზური ენა", "სვანური ენა"; ძველ თუ ახალ ქართველურ დიალექტურ ლექსიკონებს ასევე გააზრებულად დაერქვა: ქართულმეგრული ლექსიკონი, ქართულ-სვანური ლექსიკონი, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ესენი ორ ენოვანი ლექსი კონე ბია (რუსულ-ქართული თუ გერმანულ-ჩინური ლექსიკონებივით). უფრო სამწუხარო ისაა, რომ ზოგმა თანამედროვე გა მომ ცემ ელ მა დიდი მოღვაწეების: პეტრე ჭარაიასა და ბესარიონ ნიჟარაძის მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მათ მიერ შედგენილ დიალექტურ ლექსიკონებს დაარქვა ორენოვანი ლექსიკონები. ბოლო წლებში გააქტიურდნენ ქართველური დიალექტებისთვის ე.წ. "რეგიონალური ენების" სტატუსის მინიჭების მომხრე პირებიც. არადა, საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით, რეგიონალური ენის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ არაქართველი და ავტოქტონი ეთნიკური ჯგუფის მეტყველებას; შდრ., აგრეთვე: სახელმწიფო ენის ნაირსახეობასა და დიალექტს არ ენიჭება რეგიონალური ენის სტატუსი. ვრცლად იხ., ტ. ფუტკარაძე, ეთნოლინგვისტური ტერმინები და ევროპული ქარტია უმცირესობათა შესახებ, ქუთაისი, 2005 წ. (Ethnolinguistic terms and European Charter for Regional or Minority Languages. Publishing house: "Akaki Tsereteli State University", Kutaisi, 2005). 15

9

3. მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის (Ethnologue report for Georgia http://www.ethnologue.com) მიხედვით (2008 წლის მდგომარეობით), საქართველოში ცხოვრობენ შემდეგი ეთნოსები/ხალხები: აზერბაიჯანელები - 308 000, ასირიელები (აისორები) - 3 000, აფხაზები - 101 000, ბაცბები - 3 420, ბერძნები - 38 000, ლაზები - 2 000, მეგრელები - 500 000, ოსები - 100 000, რუსები - 372 000, სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულსა და რუსულს) - 15 000, სომხები - 448 000 , ურუმები (მუსულმანი ბერძნები) - 97 746, ქართველები (იმერლები, რაჭა-ლეჩხუმლები, გურულები, აჭარლები, იმერხევლებ-ქართლელები (Imerxev Kartlian), კახელები, ინგილოები, თუშები, მოხევეები, ხევსურები, ფშავლები, მთიულები, ფერეიდნელები, მესხებჯავახები) -

3 901 380, ქართველი ებრაელები - 20 000, ქურთები - 40 000 და სხვ. 4. ქართველთა ერთი ნაწილი (მეგრელები, ლაზები, სვანები) არაქართველებადაა გამოცხადებული მსოფლიოს ვირტუალური ისტორიის ავტორიტეტულ გვერდზე, აზიის განყოფილებაში არსებულ საქართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოში მცხოვრებ "ეთნიკურ უმცირესობათა" განსახლების შემდეგი რუკა:

რუკას ერთვის განმარტებები, რომელთა მიხედვით, საქართველოში უმცირესობების ენებად მიიჩნევა: 1. ჩეჩნური; 2. წოვა-თუშური; 3. ხუნძახური; 4. უდური; 5. აზერბაიჯანული; 6. სომხური; 7. ლაზური ანუ ჭანური; 8. მეგრული; 9. აფხაზური; 10. სვანური; 11. ოსური . აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ რუკაზე ავტორს - P.J. Hillery-ს - წლობით (1996-2004) უმუშავია; ასევე წლობით აქვს საქართველოში ნაღვაწი საქართველოს ვებგვერდის ავტორს, ბ-ნ adrian Brisku-ს (იხ. http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html).

10

თითქმის ანალოგიურია პროფ. იოს გიპერტის რუკაც (http://titus.uni-frankfurt.de/didact/karten/kauk/kaukasm.htm):

5. ხოკაიდოს უნივერსიტეტის სლავისტიკური გამოკვლევების ცენტრის პროფესორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის კიმიტაკა მაცუზატოს შესავალი წერილით 2007 წელს გამოქვეყნდა კრებული: «Историографический диалог вокруг непризнанных государств: Приднестровье, Нагорный Карабах, Армения, Южная Осетия и Грузия». ჰოკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრი (საპპორო, იაპონია); მასში ვკითხულობთ (გვ. 7): "Если западные страны старались преодолеть межнациональные различия в плане образования и иных социальных возможностей с помощью нетерриториальных мероприятий, нацеленных на индивидов, в СССР присваивали статус этнотериториальным образованиям. Республики с союзным статусом (например Грузия) имели наилучшие условия для развития, территориальные образования с автономных статусом (например абхазы) – менее благополучные, а этнические группы без территориального образования (например мегрелы) преодолевали огромные трудности с целью сохранить свой язык и идентичность" ...

6. ლინგვისტური რუკების ცნობილმა ავტორმა იური კორიაკოვმა საქართველოსგან არა მხოლოდ გამიჯნა სამეგრელო, არამედ მას სრულიად საქართველოს აღმნიშვნელი უძველესი სახელი - კოლხა - დაარქვა:

ამათგან ბევრად არ განთავსებული რუკაც:

განსხვავდება

ქართულ

ვიკიპედიაში

სულ

ახლახან

11

7. უცხოელთა კვალად, საქართველოს განათლების სამინისტროს ზოგი მუშაკი უფრო შორს მიდის და ცდილობს ძველი წყაროების არასწორი ინტერპრეტაციებით დააძველოს ქართველთა არაქართველებად გამოცხადების სისწორე17... ხაზგასმით აღვნიშ ნავთ: საშურია, კარგად შევისწავლოთ საქართველოს ისტორიული მხარეები, შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს ვასწავლოთ ქართველური ენობრივი სამყარო: ქართუ ლი სამწიგნობრო ენა და ქართული ხა ლხური ენობრივი საუნჯე (მეგრული, ლაზური, სვანური, ტაოური, ხევსურული, ლივანური, ფერეიდნული, იმერხეული, თუშური...), მაგრამ დაუშვებელია, ქართველ თა დედაენა ს - საერთოქართველური ენის საფუძველზე შექმნილ ქართულ სამწიგნობრო ენას - დავუპირი სპიროთ მის წიაღში არსებული დიალე ქტები (/ენაკავები) 18 , დედა საქართვ ელოს კი - მისი კუთხ ეები. სამწუხაროდ, "Concilation Resources"-ისა და საქართველოში სოროსის ფონდის კონცეპტუალურ კალაპოტშია ბოლო წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგრანტო "წესრიგიც", სასკოლო სახელმძღვანელოების მეთოდოლოგიაც და საკადრო პოლიტიკაც; მაგ., მაღალ თანა მდებო ბებ ზე დაინიშნენ ისეთი პირები, რომლებიც პროპაგანდას უწევენ საქართველოს ფედერაციულ მოწყობას იხ. მაგ., ნ. დობორჯგინიძე, რელიგიური ისტორიოგრაფიის უძველესი წყაროები სამწერლობო და არასამწერლობო ქართველური ენების შესახებ: ქართული სალიტერატურო ენის საკითხები, ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა, I კრებული, თბ., 2007; შდრ.: http://www.pdfcoke.com/doc/3778283/Georgian-Land17

in-Geopolitical-scope.

ზოგი წარუმატებლად ცდილობს, რომ მეგრულ-ჭანური, სვანური... "ლინგვისტურად" ენებად, "სოციოლინგვისტურად" კი დიალექტებად წარმოადგინოს... მაგ., ქ-ნი ლ. ეზუგბაია ჟურნალ "პოსტ ფაქტუმის" 2007 წლის № 5 ნომრითაც ავრცელებს ამგვარ წინაა ღმდეგობრ ივ მოსაზრებას. არნ.ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ამჟამინდელ დირექტორს შევახსენებ, რომ ცივილიზებული მსოფლიოს არც ერთი ენის სტატუსი არ განსაზღვრულა გაგებინების პრინციპით; არც ბგერათშესატყვისობით, ლექსიკის, ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის დონეზე არსებული გარკვეული სხვაობებით... გარდა ამისა, იმერულსა და მეგრულს შორის არც ერთ ენობრივ დონეზე არ არსებობს "სისტემური სხვაობა"; "სისტემური სხვაობა" გვაქვს მონათესავე აფხაზურსა და მეგრულს (/ქართულს), არამონათესავე ქართულსა (/მეგრულსა) და რუსულს შორის და ა.შ. ად რე ც და დღეს აც , მთე ლს მსო ფლიოშ ი ენ ის /კილო ს სტ ატუ სი განი ხილ ებო და/ განიხ ილე ბა მოც ემ ული საზო გად ოე ბი ს ეროვნ ულ იდ ენტო ბა სთან (/მეობასთან) უშუალო კავშირში; ამ თემაზე მრავალი დაწერილა; აქ დავიმოწმებ თანამედროვე ავტორიტეტული მკვლევრის რუდოლფო სტავენჰაგენის ერთ ციტატას წიგნიდან: "ეთნიკური კონფლიქტები და ეროვნული სახელმწიფო": ენა არის ერ ოვნული იდენ ტობ ის უმნი შვნ ელოვან ესი ნიშანი; შდრ., აგრეთვე: ცნობილი დიდებული ქართული გამონათქვამები: "ენა დე დაა ერ ისა ", "რა ენა წახდეს, ერი დაეცეს" და სხვ. 18

12

- გვიანშუასაუკუნეების დროინდელ საქართველოს ფეოდალურ მოდელს (რომელიც საქართველოს დაშლის წინაპირობა გახდება!), ცალკეული ქართველური კილოების დამოუკიდებელ ენებად აღიარებას, მათზე წმინდა წერილის თარგმნას და სხვ.. აშკარაა: საქართველოში განვითარებულ თუ მიმდინარე მოვლენებს დღესაც კი არ ჰქვია ადეკვატური სახელი. ყოველივე ამის ფონზე არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამჟამად საქართველ ოს მძიმე დღეები უდგას, რუსეთს კი იმედი აქვს, საქართველოში ისევ დასვამს თავის მორჩილ მთავრობას. არადა, გეოპოლიტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა ნამდვილად სჭირდება ევროპასაც, ამერიკასაც და აზიასაც (არა მხოლოდ რუსეთისგან ვერკონტროლირებადი ენერგომატარებლების გამო!). 2008 წლის აგვისტოს მთავარმა მოვლენამ - რუსეთ-საქართველოს ომმა რეგიონში ახალი რეალ ობა შექმნა: - ამიერკავკასია იქცა მსოფლიოს არსებითი გეოპოლიტიკური ვექტორების გადაკვეთის უმთავრეს არეალად; სიმბოლ ურია: ლუდოვიკო მე-14 მომლოდინე სულხან-საბას საპასუხოდ პრეზიდენტი სარკოზი ორჯერ ჩამოვიდა თბილისში; - საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის ჯარს აღუდგინა ოკუპანტი ს სტატუსი და გამოაცხადა დსთ- დან გასვლა. პარალელურად, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და გაერომ დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების (აფხაზეთი, ცხინვალის მხარე) ოკუპაცია; - ამერიკამ სერიოზული ნაბიჯი გადადგა ევროპული სახელმწიფოების კონსოლიდაციის გზაზე. კავ კასიის გეოპოლიტიკურ ისტორიაში ახალ ეტაპად უნდა ჩაითვალოს საქართველოში ევროკავშირის მონიტორების განლაგება რუსეთის საოკუპაციო ჯარის პირისპირ. შეგვიძლია ვთქვათ: რეალურად დაიწყო საქართველ ოს დეოკუპაცია. იმედი მაქვს, დეოკუპაციის პროცესი აღარ შეწყდება. საქართველო თავიდან აიცილებს: ქვეყნის დამანგრეველ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებას, ქუჩის დესტაბილიზაციებს, თუ მორიგ ფსევდოდემოკრატიულ რევოლუციას. თუმცა, წინ დიდი და სახიფათო გზაა. ბევრი რამაა დამოკიდებული საქართველოს სამეცნიერო წრეებზეც, ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც. პირველ რიგში, საქართველოს ღირსეული ერი იმსახურებს, რომ იყოს 19 აკადემიური ინფორმაციის მფლობელი და დემოკრატიული ინსტიტუტებით იყოს დაცული მისი ეროვნულ-კულტურული ფასეულობანი.

19

მხოლოდ ობიექტურად ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს, გათავისუფლდეს მტრის მო ყვ რად სა ხლდ ები ს 200-წლიანი "ტრადიციისგან".

13

საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციისა და უფრო მოტივირებული საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით: 1. რეალურად და რადიკალურად უნდა გადაისინჯოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აგრეთვე, ქართველოლოგიის ეროვნული ფონდის საქმიანობა; საქართველოს ინტერესების მიხედვით უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები და უნდა გაღრმავ დეს ქართველო ლოგიის დარგების კვლევა თუ სწავლე ბა 20 . უარი უნდა ეთქვას რუსეთის მიერ პოლიტიზებულ ე.წ. ქართიზაციისა და 4 ქართველური ენის თეორიებზე აგებულ სასკოლო სახელმძღვანელოებსა და ოფიციალურ ინფორმაციებს; ევროპულ და აზიურ ენებზე უნდა ითარგმნოს დეპოლიტიზებული ქართველოლოგიისა და ისტორიოგრაფიის მიღწევები; უნდა მომზადდეს ობიექტური ლინგვისტური და ეთნოკულტურული რუკები. მთლიანობაში, საერთაშორისო საზოგადოებას დროულად უნდა მიეწოდოს კავკასიის რეალური ენობრივ-კულტურული, ეთნიკური და გეოპოლიტიკური ისტორია21. 2. რამდენადაც დღეს ყველა უბედურება 1991-93 წლებში არ არსებულ ე.წ. სამოქალაქო ომს ბრალდება, რუსეთ-საქართველოდს ეს ომიც ადეკვატურად უნდა შეფასდეს. აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული 1991 წლის საქართვე ლოს ხელისუფლე ბის მიერ რუსეთის იმპერიის ჯარისთვის მინიჭებული საოკუპაციო სტატუსი; ასევე, მსოფლიოს უნდა ეცნობოს საქართველოს დევნილი ხელისუფლების მიერ მიღებული დოკუმენტები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს 199293 წლებში ბეპაევ-ბალტინის რუსული შენაერთების მიერ საქართველოს დაპყრობის ფაქტს. ეს ხელს შეუწყობს, რეალურად იქნას წარმოდგენილი ბოლო ათწლეულების რუსული ინტერვენციის რეალური ისტორია; 3. ადეკვატური ტერმი ნოლ ოგიით უნდა შეფა სდეს აფხაზე თსა და ცხინვალის მხარეში მი მდინარე კონფლიქტები; აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში გვაქვს რუსეთ-საქართველოს ომის სხვადასხვა ფრონტი და არა ეთნოკონფლიქტები; მსოფლიოს დროულად უნდა გავაცნოთ აჭარასა თუ თბი ლისში მცხოვრები ათასო ბით აფხაზისა და ქართლ-კახეთსა თუ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ათიათასობით ოსის ქართველებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი სიუჟეტები; მაგ., ამ მხრივ თვალსაჩინო დოკუმენტები აქვს ამერიკაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას "ამერიკის შერთებული შტატებისა და კავკასიის ასოციაცია" (USCA), რომლის საერთაშორისო დამკვირვებლები ბოლო ორ არჩევნებს აკვირდებოდნენ აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა სოფლებში. 4. სახელმწიფო თუ დონორთა სახ სრები უნდა დაიხარჯოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფასეულობებისა და კონფლიქტების მაგ., რომ აღარაფერი ვთქვათ თბილისში არსებული მრავალი უცხოენოვანი უმაღლესი სასწავლებლის შესახებ, დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ბევრი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამიდან თითქმის განდევნილია ქართველოლოგიის საგნები. 21 თბილისიდან მაინც არ უნდა გავიდეს კოენ-ჰიუიტ-დუგინ-პუტინების მიერ შეთხზული ყალბი ვერსიები ჩვენი ისტორიისა. 20

14

მოგვარების პროცესში ისე თი დიალოგე ბისთვის , რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტური რეგიონების მკვიდრი დევნილი და რუსების ველში დარჩენილი საზოგადოებრივი ჯგუფები; 5. დიდი ყურადღება და ფინან სები უნდა დაეთმოს ელექტრონული საშუალებ ებით მი მდინარე საინ ფორმაციო ომს: იმპერიის ველში შექმნილი პოლიტიზებული ქართველოლოგიის დებულებების ნაცვლად ინტერნეტში ფართოდ უნდა გავრცელდეს ლინგვისტური ქართველოლოგიისა და ისტორიოგრაფიის თანამედროვე მიღწევები... დასასრულ, კიდევ ერთხელ დღეისთვის სათქმელი ჩვენი მთავარი მოსაზრება: ყოველი სახელმწიფოს პოლიტიკა მარცხი სთვისაა განწირუ ლი, თუ იგი არ დგას მართალ მეცნიერულ საფუძვლებ ზე, ამიტომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ქართველოლოგიის, ისტორიოგრაფიისა და კონფლიქტოლოგიის თანამედროვე მეცნიერული ბაზისის მიხედვით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გადაიქცევა საქართველო გეოპოლიტიკურ მოთამაშედ - წარმატებულ პარტნიორ ქვეყნად. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კეთილმოწყობილი სახელმწიფოებრივი სივრცე და არ დარჩება ოდენ ფეთქებადსაშიშ "დერეფნად". გამოსვლას დავამთავრებ ტერმინოლოგიური დივერსიის კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტის აღნიშვნით: ამჟამად რუსეთის იმპერიის მაღალჩინოსნები და მათი მოკავშირეები მსოფლიოს მაშტაბით ინტენ სიურად ცდილობენ, არაადეკვატური შინაარსით დაამკვიდრონ ტერმინები: "საქართველო", "ჯეორჯია", "გრუზია": მათ სურთ, რომ ამ ქორონიმებით არ მოაზრებოდეს საქართველ ოს მრავალსაუ კუნოვანი სახელმწიფოს ფუძისჩამყრელი მხარეები: აფხაზეთი და ცხინვალის მხარე. საქართველოს დასათმობი აღარაფერი აქვს. 12.10.08

15

Related Documents


More Documents from "edo-peiraias.blogspot.com"