Dream City

  • Uploaded by: levan mrovel
  • 0
  • 0
  • May 2020
  • PDF

This document was uploaded by user and they confirmed that they have the permission to share it. If you are author or own the copyright of this book, please report to us by using this DMCA report form. Report DMCA


Overview

Download & View Dream City as PDF for free.

More details

  • Words: 903
  • Pages: 4
სიზმრების ქალაქი მოთხრობა ”ინსპირებულია” BigCrow-ს ვეშით ”ტრაკში პერო”. ტექსტი დაფუძვნებულია დოკუმენტურ მასალაზე

თავი პირველი მახსოვს, გაზაფხულის ოფლიანი დღე იყო, ცხელ ქვიშაზე გაფენილ კამიუს ტომებზე ვიწექი და ასე მონატრებულ მზეს ვეფიცხებოდი. ოდნავ მოშორებით, გრილ ჩარდახში ჩემი გოთი მეუღლე კატის შეჭამანდს ამზადებდა. ყნოსვას მიღიზიანებდა შეჭამანდის გემრიელი სურნელი, თან ის ფაქტი რომ დესერტად ვირთაგვის ე.წ. პერაშკები მექნებოდა, საერთოდ ჭკუიდან მშლიდა. - მროვიუს, შე არ დასამარხო, სამი საათია, წამალი დალიე – გამომძახა საყვარელმა მეუღლემ წამოვიწიე და ნატურალური ჭაჭის ბოთლი დავითრიე. უკვე მესამე თვეა ჭაჭის დიეტაზე ვარ. ეს მას შემდეგ რაც ”პეროიანთა” ტომში აგენტად ყოფნისას მარტინითა და ფილა შოკოლადით ვიკლავდი შიმშილს. მისიის დასრულების შემდეგ აუტანელი ტკივილები მტანჯავდა. ექიმბაშმა მხოლოდ დიეტა უშველის შენს გადაგვარებულ კუჭ-ღვიძლს, თუ არადა მთელი ცხოვრება მარტინის ხვრეპა მოგიწევსო. ხოდა გახლავართ ამ ოხერ დიეტაზე. სამის თხუთმეტი წუთისთვის ჰაერი სპერმის სუნით გაიჟღინთა – ონანის კულტის მიმდევრებმა მეზობელი სოფლიდან შუადღის ლოცვა დაასრულეს. მზემ დასავლეთისკენ დაიწყო გადახრა. მეც მისი მიმართულებით ვტრიალდებოდი. ჩემი ნაპატიები დუნდულოები უმოწყალოდ სრესდა ბატონი კამიუს ტომებს, მაგრამ მე ხომ მკიდია, სამაგიეროდ ”პეროიანებს” დამართებდა ინსულტს. ყველაფერი ხსენებაზეაო, ჰაერში გიგანტურმა ყვავმა გაიშხუილა და მხედართან ერთად საგანგებოდ დატკეპნილ მოედანზე დაეშვა. უნაგირიდან ყვავა გადმოხტა, ბლეკერთა ტომის საამაყო ბელადი. ხმელ პირისახეს არწივისებური ცხვირი სულ სხვა ელფერს სძენდა, იროკეზთა ყაიდაზე შეჭრილი თმა კი ღაღადებდა, ეს არს კაცი, გაჩენილი რათა იომოს, გაანადგუროს, გადაწვას! - სალამი მროვიუს – მომაძახა შორიდანვე - სალამი ბელადო – ოდნავ წამოვიწიე - რას იქმნ ძმაო ჩემო? - იარებს ვიშუშებ - იშუშებ? – ჭაჭის ბოთლს ცერად გახედა – გშველის წამალი? - ნამეტნავად

- რა ვქნა, ბოლო დროს მეც რომ მუცლის გვრემა დამჩემდა, ცოტას ვერ მიწილადებდი შენი ფარმაცევტული მარაგიდან? - ქალო, ბელადს ჭაჭა მოართვი – გავძახე ცოლს - ბარემ შეჭამანდიც მიგერთვათ - მივირთვათ? - მივირთვათ შეჭამანდი ფრიად გვეგემრიელა, ეტყობა კაი ჯიშიანი კატა იყო. ჭამისას თითო ბოთლა ჭაჭასაც გამოვუყვანეთ წირვა. ბელადს თვალები აემღვრა. ხშირ-ხშირად ისმევდა ხელს თმაზე, ეს სისხლისღვრის სურვილზე მიანიშნებდა. - მოწყენილობაა – შენიშნა ყვავიუსმა რა ჟამს ჰაერზე გამოვედით ყალიონის გასახრჩოლებლად - დასტურ - სისხლი მწყურია თითქოს პატრონის გაიგოო, დასაფრენი მოედნიდან ყვავმა იჩხავლა საზარელს ხმაზედ . მოშვებულ ძარღვებში დამდორებული სისხლი გაცოფდა. ყელში რაღაც მომაწვა, ძველი, ახალგაზრდული. ყალიონი ძლიერად მოვქაჩე. - გწყურია და დავღვაროთ! - ეს შენ ხარ მროვიუს? - ჰა, ვის ვაწიოკებთ ბელადო? - პეროიანები მომენატრნენ - წავედით? - წავედით ხრიოკი უდაბნო მალე უკან მორჩა. ცრემლების ტბას გადავუფრინეთ, ღვინისფერ მდინარესთან მუხლი შევასვენეთ და ”პეროიანთა” სანახებიც გამოჩნდა. ”პანკოზავრების” სოფელს უშფოთველად გავცდით. ერთობ ღალატიანი ტომია ეს ”პანკოზავრები”, ხან ჩვენი უდაბნოებისკენ მოისწრაფვიან, ხან სამაგალითო ”პეროიანობას” დაიბრალებენ და მძიმე წუთებში გვიმუხლთებენ ხოლმე. ”პეროგრადს” საღამოხანს ვუწიეთ. ბელადმა მომცრო გორაკზე არჩია ლექსთსატყორცნის გამართვა. მხნეობისთვის თითო ყლუპიც მოვსვით, შემდეგ ჩვენის ღმერთების სახელზე ვილოცეთ და მე ქალაქისკენ ჩავინაცვლე ცეცხლის უკეთ კორექციის მიზნით. უკან ხშირხშირად ვიხედებოდი, მუხლებზე დაცემული ბელადი შხამის ფორმულას იხსენებდა ბუტბუტით. ცის კაბადონზე ”ნისლიანი ციტადელის” მეციხოვნენი იკავებდნენ პოზიციებს.

თავი მეორე

ქალაქში საბიბლიოთეკე სიწყნარე სუფევდა. ”პეროიანთა” მზეჭაბუკის სახლთან შევჩერდი. მზეჭაბუკს მაგიდა ფანჯარასთან მიედგა და მჭმუნვარე სახით ათასას გვერდიან უცხო სიტყვათა ლექსიკონს იზუთხავდა, მის მეზობლად დედალ ”პეროსანს” ღრმა ინტელექტუალური მზერით ცხელ-ცხელი რითმების კომპიუტერის მონიტორზე აღბეჭდვით იყო დაკავებული. მამამთავარი არსად ჩანდა, ალბათ რომელიმე ფუნდუკში მიირთმევდა ალკოჰოლს. მისი ძებნა დამეზარა, მითუმეტეს რომ შეიძლებოდა რომელიმე მეგობრად მიჩნეულ ”პანკოზავრთან” ერთად წავწყდომოდი და გული მეტკინებოდა. ამასობაში აწითლებულ ზეცას სატანის უპირველესი მოციქულის – შაგრატის – ხელებგაშლილი აჩრდილი გადაეფარა. ომის დრო დამდგარიყო. სათვალთვალო პუნქტად მყუდრო შუკა შევარჩიე და ბელადს სასტარტო კოორდინატები გავუგზავნე.

….

ბელადმა მეციხოვნეებს ნიშანი მისცა. უმრწმესმა მუსტისმა დატყვევებულ ანგელოზთა ნერვზე თითის დაჭერით ჰაერი ღვთიური ჰანგებით გაჟღინთა. სადღაც შორს ჯოჯოხეთის ზარები დააქუხეს. - more distortation – გადავეცი ბელადს

ღირსმა ნიკოლასმა 32-იანი დარტყმებით ჯოჯოხეთის კასრები აახრიალა, მეუფე სილენოზმა დაცემულ ანგელოზთა ტერფიდან გამოთლილ ინსტრუმენტს ჩამოკრა. ჰაერი ქვესკნელის რითმებით გაიჟღინთა. მეციხოვნეთა თმების ქნევისგან წარმოქმნილი ქარიშხალი ”პეროგრადის” ქუჩებში დაშლიგინობდა. შაგრატი წმიდა ლოცვას ხაოდა, მისი ლაშებიდან გადმოსული სისხლი მწვანე ბალახებზე წვიმდა. - ცეცხლი! შხამიანმა ლექსმა ჰაერი გაკვეთა. ჩარლზ ბუკოვსკის მოედანზე ხანძარმა იფეთქა. სახლი პირველმა დედალმა ”პეროიანმა” მიატოვა. იხილა რა შაგრატის აჩრდილი ზეცაზე, ცეცხლის წვიმა ქუჩებში, ხელათ თავისი ლექსების კრებული იშიშვლა და ნიშნად იმისა, რომ უბრალო იყო, ცეცხლს მისცა კრებული იგი. პირველს მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე. ბევრი კითხვისგან თვალებ ამოღამებული ”ინტელექტუალები” ამაოდ დაბორიალობდნენ ქუჩებში. მათ უსუსურ გესლს არა შეეძლო რა. ”პეროიანთა” რიგები იზრდებოდა. ზოგმა ჯაზმენთა მთელი მოდგმის სულები გამოიძახა შაგრატის ლოცვა რომ ჩაეხშოთ, ზოგმა კლასიკური, ერთი-ორმა კი ნეოკლასიკური მუსიკის კორიფეებს გაუბედა შეწუხება, მაგრამ სულ ტყუილად. ირგვლივ ყველაფერი გრვგვინავდა, ილეწებოდა, ჰაერში პეროები ფარფატებდა. - საკმარისია – გადმომცა მეხუთე თუ მეექვსე გასროლის შემდეგ ბელადმა. პუნქტი მივატოვე და ვიწრო ქუჩებით მისკენ გავემართე. რომ ნახეს აღარ ვუტევდით, ”პეროსნებს” გული მოეცათ, მუშტებს გვიღერებდნენ და ტომას ელიოტის ლექსებს გალობდნენ . უკანასკნელი რაც დამამახსოვრდა აქვითინებული მზეჭაბუკი იყო. ერთერთი

”პეროსანი” თავის არსებობა დაუსრულებელი დღესასწაული რომ ეგონა, თაფლისფერ დალალებზე ეფერებოდა და ვითარცა ბალღს ისე ამშვიდებდა, – ”ნუ სტირი ჩემი პატალა, წავიდნენ ცუდი ძიები, მაგათ ჰგონიათ ჩვენზე მაგრები არიან, ალა პატალა ალა”. მომინდა მისთვის დამიზნებით მესროლა, მაგრამ ყვავიუსმა შემაჩერა, არ ღირსო. და შემდეგ…ისევ ”პანკოზავრების” სოფელი, უკლებლივ ყველა პანკოზავრი საკუთარ ქოხში შეკეტილიყო და სულ განაბული ელოდა რითი დამთავრდებოდა ლაშქრობა. ღვინისფერი მდინარე…ცრემლების ტბა…აქ ჩვენი გზა გაიყო. ბელადი ბნელეთის სამთავროსკენ მიისწრაფოდა, მე ჩემ გოთ მეუღლეს ვერ მივატოვებდი. მტვრიან შარას გავუყევი. სანამ ცრემლების ტბა საბოლოოდ გაქრებოდა თვალსაწიერიდან. უსაშველოდ ნაღვლიანი მელოდია ამედევნა. მეთევზე ტილო ვულფი გარდასულ დროთა ჰიმნს ღიღინებდა: “For I know We had our time I close the door The party is over” ”პეროგრადიდან” უკვე გადაყრილი იქნებოდა შაგრატის აჩრდილად ჩამოწოლილი ღრუბელი. მალე დანგრეულსაც აღადგენენ, მე კი ძველებურად მარტო ვარ, უძლიერესი ტომის ერთერთი უკანასკნელი მოჰიკანი. ცოტაც და მეც სამუდამოდ გავემგზავრები სულების საუფლოში. ჩემი გოთი მეუღლე, ქმრის საფლავზე სისხლიანი ცრემლებით იტირებს, შემდეგ მარმარილოს ქვასთან ჩაჯდება და ვენებს გადაიხსნის. ჩვენს ძვლებს ქარი გაფანტავს. ”პეროგრადში” რომ გადავსულიყავით, ყველაფერი იქნებ უკეთესად ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც ჯიუტად მივისწრაფვოდი ღამეულ უდაბნოში. ქარი ქვიშას სახეში მაყრიდა. წინ ჩემი ტომის ნანგრევები იყო – ruins of filth – ჩემი სახლი, ჩემი ქალაქი, რომელზეც ოცნება საბედისწერო გამოდგა.

Related Documents

Dream City
May 2020 1
Dream
December 2019 59
Dream
May 2020 33
Dream
November 2019 69
Dream
April 2020 48
Dream Within A Dream
November 2019 52

More Documents from ""

Dream City
May 2020 1
Price Of Soul
May 2020 4
May 2020 4
July 2020 4