Price Of Soul

  • Uploaded by: levan mrovel
  • 0
  • 0
  • May 2020
  • PDF

This document was uploaded by user and they confirmed that they have the permission to share it. If you are author or own the copyright of this book, please report to us by using this DMCA report form. Report DMCA


Overview

Download & View Price Of Soul as PDF for free.

More details

  • Words: 853
  • Pages: 4
სულის საფასური

უკანასკნელი ცნობები:

”…დღეს დილით, სიმსუქნისკენ მიდრეკილი დედაკაცებისა და ყლეს დახარბებული განდონოსნების გართიანებულმა სექტამ თავდასხმა მოაწყო კეთილშობილ ლოთთა გილდიის წევრებზე, დაჭრილია სამი ლოთი, მათგან ერთი, ლოჟის მაგისტრი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება…” - რა ხდება ტო – ამოიოხრა ლუციფერმა და სისხლიანი თვალები ზეცისკენ ჩაღაპრო – ძალიან გაუტიეს ამათ, დამაწყნარებელი აბები სჭირდებათ ერთადერთი, ვისაც შველა შეეძლო, ფალოსთა დემონი იყო, რომელიც განგრეული მთვრალი ეგდო ტავერნა ”წინასწარმეტყველის წვრებში”, პატივცემული ამურიც იქვე უნდა ყოფილიყო. ისიც სულ გაფუჭდა ბოლო დროს, ადრე რომ რომანტიკას აწვებოდა, ნაზი გრძნობები და რამე, ეხლა ჯერ ტავერნაში ილეშებოდა, მერე ისრებს ისროდა დიდი რაოდენობით და ჰორმონებისგან შეშლილი ადამიანების სივირით გამოდიოდა პახმელიაზე. ეს აურზაურიც მზიან გურჯისტანში მისი და ფალოსთა დემონის ერთობლივი შემოქმედება უნდა ყოფილიყო, სხვა მხრივ სიმსუქნისკენ მიდრეკილ დედაკაცთა დედამთავარი ვერასდროს გაბედავდა ვინმეზე ხელი აეწია. ის ხომ ასეთი სათნო, საყვარელი, კდემამოსილი ვინმე იყო. იქით მარხვა, აქეთ აღსარება, კრიტიკულ დღეებში წმინდა ნივთთაგან შორს დგომა, მამაოებთან ძარღვიანი ქართულით ბაასი. ერთხელ, იქნებოდა საშობაო მარხვის პერიოდი, მისი გასიებული გავა ამურის ნისლიან თვალთა არეალში მოხვდა. გადმოიღო დამთხვეულმა მშვილდ-ისარი, ერთაბაშად რვა ისარი მოარგო ლარს და დურთა გასიებულ დუნდულოებს შორის. ჯერ მსუბუქი ღიტინი იგრძნო. ღიტინი გაძლიერდა, ქვემოდან ზემოთ აინაცვლა, ზემოდან ქვემოთ იპოვნა გზა, ღამით იფლიანობა და სულის წამრწყმედელი სიზმრები დასჩემდა. მისი გოდება ზეცას აზანზარებდა. სამწუხაროდ ღმერთი, ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე, უძლური იყო რამე მოემოქმედა. ამურის კერძს თავად უნდა დაეძლია ღიტინის აუტანელი შეგრძნება. ძალიან რომ შეწუხდნენ ზეცაში, პირველი რანგის ანგელოზი გაბრიელი ლუციფერს ეწვია, ფრთის ქვეშიდან სამოთხის ღვინის ბოთლი დააძრო და იმ დროის გახსენება შესთავაზა, როცა ყველანი ერთად იყვნენ. ლუციფერმა არაფერი შეიმჩნია, სკამი შესთავაზა გაბრიელს, დედიშობილა აფროდიტეს ჭიქები მოატანინა, ბეჰემოტმა საყასბოდან კატის სამწვადე მოარბენინა, მოკლედ ჩაუსხდნენ რა. მესამე ჭიქის მერე გავრიელმა სიცილ-სიცილით შეაპარა, იქნებ ამურს სთხოვო, ჩვენს გოგოს შეეშვასო. - აბა რა გითხრა ძმაო ჩემო – შეწუხდა ლუციფერი – ჩვენთან, ჯოჯოხეთში, კარგად მოგეხსენება, დემოკრატიაა, ყველა თავის საქციელში თავისუფალია - ერთერთი საუკეთესო მიმდევარი გვეღუუპება - აი დავუძახებ ამურს, იქნებ მოილაპარაკოთ

რამდენიმე წუთის შემდეგ ამური შემობანცალდა. ჯოჯოხეთური არყის სუნად ყარდა. მშვილისარი აფროდიტეს მიუგდო და სკამზე დაენარცხა - ვაჰ, გაბრო ძმა – შესძახა ანგელოზის დანახვაზე – აქეთ რა ქარიშხალმა გადმოგაგდო? - ადამიანთა სევდამ ძმაო ჩემო - რომელმა სევდამ – თვალები დააელმა ამურმა – კაცი რომ უნდათ და ვერ მიმხვდარან? გაბრიელი დელიკატურად გაჩუმდა - გავასქელის საქმეზეა მოსული – ალაპარაკდა ლუციფერი – უნდა გთხოვოს, რამდენიმე ისარი უკან ამოაძრო - დიადო ლუციფერ, უკვე გვიანია, მაგას გრძელის და მსხვილის გარდა ვერაფერი უშველის – ჩაიცინა ამურმა - შენ ამოაძრე, დანარჩენი იქ ვიცით – გაურკვეველი მიმართულებით გაიხედა გაბრიელმა - რამდენს გადაიხდი? – ჩაეკითხა ამური - რამდენსაც მოითხოვ - ხუთი ადამიანის სული მინდა - ბევრია - მევაჭრები? - სამართლიანობას ვიცავ - სამართლიანობაზე ნუ გველაპარაკები – ლუციფერმა ბროლის ბოკალს თითები შემოაჭდო -სამართლიანობა რომ გინდოდეთ, თქვენი ზღაპრების კრებულში ჩაწერდით, რომ ადამიანმა ის უნდა მიიღოს, რასაც ორგანიზმი სთხოვს - მოვა დრო და მიიღებს – არ შეეპუა ანგელოზი - მაშინ დაპროექტებისას ისე არ უნდა გაგეკეთებინათ, რომ დროზე ადრე უნდებოდეს - ხომ არ გავიწყდება ძმაო ჩემო, მოთმინება ადამიანს ალამაზებს ლუციფერმა ბოკალი შეანჯღრია, ღვინო აიმღვრა. ზედაპირზე გამოჩნდა ბრით განათებული ოთახი, აშლილ ლოგინზე ულამაზესი გოგო იწვა, ზეწარი გრძელი, სწორი ფეხების ნახევარსაც ვერ უფარავდა. - რას იტყვი, ლამაზია? - მე სულიერ სილამაზეს ვგულისხმობდი – გაიღიმა გაბრიელმა - იცი, ეს გოგო ბავშვობაში რა ნაზ ლექსებს წერდა? გალაკტიონს რომ წავაკითხე, ექვსასსამოცდაექვსი დღე ჯოჯოხეთში მისი ოხვრის მეტი არაფერი ისმოდა - ჩვენც ძალიან მოგვწონდა – თქვა გაბრიელმა - და იცი დღეს ეს გოგო ვინ არის? ბ-ო-ზ-ი! – გამოსცრა ლუციფერმა – გუშინ 18 წლის ლაწირაკმა იხმარა, დღეს ბიზნესმენმა გაჟიმა, ხვალ სულ სხვას გაუშლის ფეხებს

- მამა ღმერთს ხომ არ აბრალებ ძმაო ჩემო? - არ ვიცი, ჩვენ მისთვის თითი არ დაგვიდია, მხოლოდ ერთი გეგმიური ისარი 15-16 წლის ასაკში - დასტურ – თავი დააქნია ამურმა. ბავშვური სახე დანაღვლიანებოდა. დიდრონ წამწამებს ხშირხშირად ახამხამებდა – ქორწილის დღეს საოცარი ლექსი დაწერა, თითქოს გული უგრძნობდა რომ ორ წელსაც ვერ გაძლებდა იმპოტენტ პროფესორთან – უცბად გულიანად გადაიხარხარა – სულიერი სილამაზე…ჰაჰ…ის გავასქელი მართლა ლამაზია, ოღონდ სულიერად, მაგრამ რად გინდა, გალეშილებსაც არ უჩნდებათ მისი გაჟიმვის სურვილი..უჰუჰუჰჰჰუჰჰჰუჰუჰჰ… - ესე იგი რა გადავწყვიტეთ – გაბრიელი საუბრის ძველ თემას დაუბრუნდა - მე ყველა ისარს ვაძრობ, სამაგიეროდ თქვენ ნორჩი პოეტის სულს მითმობთ, შევთანხმდით? - შევთანხმდით – ამოიოხრა გაბრიელმა - მეც თანახმა ვარ – თქვა ლუციფერმა

ნიგერიაში სამოქალაქო ომი მძინვარებდა, ისრაელში არაბებმა მორიგი ტერაქტი მოაწყეს, , საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა… ლუციფერს მობეზრდა ერთიდაიგივე ამბების სმენა, ღამურის ფრთებით მორთული მოსასხამი შემოიჭდო და დიდ დარბაზში გავიდა. აფროტიდე უმალ მასთან გაჩნდა. - რას მიბრძანებთ დაემონ? - ამურს სთხოვე, მნახოს ამური რორღაც ფხიზელი იყო. დაემონის წინ მორჩილად გაჩერდა, თან ისრით ყურს იჩიჩქნიდა, - რა ხდება მეგობარო, ტიფლისიდან ცუდი ამბები მომივიდა - რომელი ამბების შესახებ ბრძანებთ დაემონ? - გავიგე გავასქელს კვლავ აწვალებ - არა მბრძანებელო – ამურს თვალები აუთამაშდა – როგორც შევთანხმდით, მასში ყველანაირი ვნება ჩავკალი, მაგრამ ზემოთ, იქ, ვერ ივარგეს. ბოლომდე ვეღარ მოაქციეს თავიანთ რჯულზე, გოგო კი გაბოროტდა, აგრესიული გახდა, გარშემო ანგრევს, ლეწავს, ლანძღვა-გინებით ცდილობს ვნება აღიდგინოს, შემდეგ კი მიდის და აღსარებაზე ქვითინებს, თუმცა ორ-სამ დღეში ყველაფერი თავიდან იწყება - ის, პოეტი? - პანდორას დახმარებით კეთრი შევყარე, დავამახინე, მეგონა მისი უბედურების მიზეზი ღვთით ბოძებული სილამაზე იყო, ხოლო თუ დამახინჯდებოდა, ცხოვრების სწორ გზას იპოვნიდა, მაგრამ მოვტყუვდი, დღეს გავასქელთან მეგობრობს, ერთად სძულთ ყველა ბედნიერი, გულს ურევთ კმაყოფილი ადამიანის ნახვა. იმ დონეზე დაეშვნენ რომ უწყინარი

ლოთების ბედნიერება ვერ აიტანეს, ალბათ ეგონათ სხვისი უბედურების ნახვაზე იგრძნობდნენ თავს ბედნიერად - რა ხდება ამურ? - ძველი ამბების გადამღერებაა შეცვლილი დეკორაციებით უგულო ლუციფერს გული სტკიოდა. ტიფლისში წვიმდა. ეკლესიის ზარები ამაოდ ხაოდნენ

2008 წელი 6 აპრილი

Related Documents

Price Of Soul
May 2020 4
Soul
November 2019 43
Soul Bound To Soul
July 2020 12
Origin Of Soul
May 2020 10
Immortality Of Soul
June 2020 1

More Documents from "www.khojee.wordpress.com"

Dream City
May 2020 1
Price Of Soul
May 2020 4
May 2020 4
July 2020 4