ახალი კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები ხელისუფლებათა გამიჯვნის, შეკავებისა და გაწონასწორების (ამერიკული) მოდელი
პრეამბულა
ჩვენ, ქართველი ერი,
ვეფუძნებით რა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებას;
ერთგულნი ვართ რა პირველ და მეორე რესპუბლიკათა დემოკრატიული არჩევანის;
პატივს ვცემთ რა 1921 და 1995 წლების კონსტიტუციურ ტრადიციებს;
ვაგრძელებთ რა ჩვენი წინაპრების შრომასა და ბრძოლას დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის;
ვსაზრდოობთ რა კაცობრიობის საუკეთესო კულტურული მემკვიდრეობით;
ვადასტურებთ რა ქრისტიანობისა და შემწყნარებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენს ისტორიაში;
ვზრუნავთ რა ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, ქართული ენისა და დამწერლობის დაცვასა და განვითარებაზე;
ვითვალისწინებთ რა ჩვენი საზოგადოების მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ხასიათს;
მიზნად ვისახავთ რა ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას;
ვიცავთ რა ეროვნულ სახელმწიფოს, თავისუფალ ბაზარსა და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც მარადიულ ხელშეკრულებას წარსულ, აწმყო და მომავალ თაობებს შორის;
ვაცხადებთ რა ადამიანის უფლებებს, პიროვნების ღირსებასა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას წარუვალ და უზენაეს საზოგადოებრივ ფასეულობებად;
ვესწრაფით რა ეროვნულ, სამოქალაქო და ეკონომიკურ თავისუფლებას;
ვაღიარებთ რა კანონის უზენაესობას, ხელისუფლებათა დანაწილებას, შეკავებასა და გაწონაწორებას სახელმწიფო წყობის საფუძვლად;
გამოვხატავთ რა ჩვენს ურყევ ნებას დავამკვიდროთ, განვამტკიცოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ სუვერენიტეტი და დემოკრატია;
ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული თავისუფლების დასაცავად ვაკურთხებთ და ვაწესებთ ამ კონსტიტუციას
2
სამოქალაქო თავისუფლებათა ზოგადი გარანტიები
სახელმწიფო ცნობს და იცავს სამოქალაქო თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ფასეულობებს და ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების რეალიზაციის საშუალებას. სახელმწიფო უზრუნველყოფს მათი განხორციელების გარანტიებს და ეფექტურ საშუალებებს.
პირის თავისუფლება იზღუდება მხოლოდ კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სხვათა თანასწორი თავისუფლების უზრუნველსაყოფად
პირისთვის ყველაფერი ნებადართულია, გარდა იმისა, რაც პირდაპირ არ იკრძალება კონსტიტუციითა და კანონით
კონსტიტუციაში არაფერი არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო თავისუფლებების უარყოფის ან კონსტიტუციით ნებადართულზე მეტად შეზღუდვის უფლების მინიჭება.
3
სამოქალაქო თავისუფლებათა ზოგადი გარანტიები
კონსტიტუცია არ უარყოფს სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპებიდან
უფლებამოსილებები, რომლებიც კონსტიტუციის მიერ პირდაპირ მიკუთვნებული არაა სახელმწიფოსათვის, ეკუთვნის მოქალაქეებს
დაუშვებელია პირის დევნა კონსტიტუციითა, საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებითა და პრეცედენტებით განსაზღვრულ ფარგლებში სამოქალაქო თავისუფლებებით სარგებლობის გამო
4
თანასწორობის უფლებები
ყველა ადამიანი რაიმე დისკრიმინაციის გარეშე კანონის წინაშე თანასწორია, აქვს სრული და თანაბარი დაცვის, თანაბარი მოპყრობისა და თანაბარი სარგებლის მიღების უფლება, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რწმენისა, მსოფლხედველობისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, დაბადების და ასაკის ან ნებისმიერი სხვა ნიშნისა. ნებისმიერი გამონაკლისი ან განსხვავება ჩაითვლება დისკრიმინაციად, თუ არ იქნება დამტკიცებული, რომ ასეთი გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, არ იწვევს სამოქალაქო თავისუფლებებით თანასწორ საფუძველზე სარგებლობის უფლების გაუქმებას ან დარღვევას და ემსახურება საზოგადოებრივი მრავალფეროვნების, თვითმყოფადობისა და თითოეული პირისა და ჯგუფის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების შესაძლებლობათა სამართლიანი თანასწორობის უზრუნველყოფას.
5
თანასწორობის უფლებები
პირს აქვს საკუთარი კანონიერი ინტერესების ინდივიდუალიზებული აკომოდაციის უფლება, თუ სხვაგვარად შეუძლებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აკომოდაციით დაცული სიკეთე ნაკლებია ვიდრე სხვა პირის კანონიერი ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.
საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
სამოქალაქო თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
6
სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლებები
ყველას აქვს სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის, აგრეთვე მათი დაცვის განუყოფელი და აბსოლუტური უფლებები, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს:
სიკვდილით დასჯის აკრძალვას;
თავისუფლებას წამების, სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი სახის თვითნებური ფიზიკური სასჯელების, ძალადობისა და ყველა იმ ქმედებისაგან, რითაც მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილი ან ტანჯვა ადგება ადამიანს;
უფლებას, არ იყოს სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ობიექტი; უფლებას მიიღოს სამედიცინო მომსახურება თავისუფალი არჩევანისა და ინფორმირებული, თანხმობის შემთხვევაში, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისას, როდესაც პირს არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობა გამოხატოს პოზიცია, არსებობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მყისიერი საფრთხე და საჭიროა მესამე პირის თანხმობა;
მონობის, იძულებითი შრომისაგან თავისუფლებას და ადამიანებით ვაჭრობის აკრძალვას.
7
სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლებები
სიცოცხლის, ღირსების ან პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული, აუცილებლობით განპირობებული, ვიწროდ მიზანმიმართული და ძალის პროპორციული გამოყენების შედეგს. იძულებით შრომად არ ჩაითვლება კანონით დადგენილ შემთხვევებსა და წესით სამხედრო ან სამოქალაქო ვალდებულების ან სასჯელის მოხდა, აგრეთვე საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება. 8
რწმენისა და სინდისის თავისუფლება
ყველას აქვს ნებისმიერი ან არცერთი რწმენისა და მსოფლხედველობის ყოველგვარი იძულების გარეშე არჩევისა და შეცვლის, აგრეთვე სინდისის აბსოლუტური და განუყოფელი თავისუფლება.
დაუშვებელია სახელმწიფო რელიგიის დაწესება. არცერთის რელიგია არ შეძლება გახდეს მოქალაქეებისათვის სავალდებულო.
სახელმწიფო და რელიგიური გაერთიანებები დამოუკიდებული არიან ერთმანეთისაგან. მათ შორის ურთიერთობები შეიძლება მოწესრიგდეს საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე
კანონის უზენაესობის, უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის საფუძველზე სახელმწიფო ქმნის რელიგიურ გაერთიანებათა უფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიებს.
ყველას აქვს უფლება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად, როგორც საჯაროდ, ისე კერძოდ, გამოხატოს და იქადაგოს საკუთარი რწმენა ან მსოფლხედველობა, აღასრულოს ღვთისმსახურება, ილოცოს, დააფუძნოს სამლოცველო, მისდიოს თავისი რწმენის მოძღვრებასა და დაიცვას მისი წეს-ჩვეულებები, დაცული ჰქონდეს აღსარების საიდუმლოება. 9
რწმენისა და სინდისის თავისუფლება
რელიგიურ თემებსა და ორგანიზაციებს აქვთ უფლება
ჰქონდეთ თავისუფლად ღვთისმსახურებისა და შეკრების ადგილი;
თავისუფლად გაეცნონ, შეიძინონ და ფლობდნენ რელიგიურ ლიტერატურას მათთვის სასურველ ენაზე;
დამოუკიდებლად განსაზღვრონ ორგანიზაციის მოწყობა და სტრუქტურა, პერსონალი;
მიიღონ გრანტები და საქველმოქმედო შემოწირულობები კერძო პირებისაგან.
სინდისისმიერი წინააღმდეგობის უფლება აღიარებულია. დაუშვებელია ადამიანს დაეკისროს ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მის რწმენას, აღმსარებლობას, სინდისს ან მსოფლხედველობას.
10
გამოხატვის თავისუფლება
ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს:
აზრის აბსოლუტურ და განუყოფელ თავისუფლებას;
საკუთარი შეხედულებების გამოთქმის იძულებისაგან აბსოლუტურ და განუყოფელ თავისუფლებას;
პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას;
ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;
ბეჭდვითი, ელექტრონული ან სხვა მედიის თავისუფლებასა და ყოველგვარი ცენზურის დაუშვებლობას;
ჟურნალისტის უფლებას არ გათქვას ინფორმაციის წყარო;
მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;
სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
ხელოვნების, შემოქმედებისა და გამოგონების თავისუფლებას;
ქველმოქმედების თავისუფლებას;
ნებისმიერ ენაზე მეტყველების, ნებისმიერი დამწერლობის გამოყენების უფლებას;
უფლებას, არ განიცადოს იძულებითი ასიმილაცია, შეინარჩუნოს, გამოხატოს ან განავითაროს თავისი კულტურული რელიგიური, ლინგვისტური თუ სხვა კუთვნილება. 11
შეკრების თავისუფლება
ყველას აქვს უფლება მშვიდობიანად შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. შეკრების თავისუფლება შეიარაღებული ძალების, პოლიციის და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
12
გაერთიანების თავისუფლება
ყოველ ადამიანს, როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვებთან ერთად, აქვს გაერთიანების თავისუფლება, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს უფლებას, კანონით დადგენილი წესით:
სავალდებულო რეგისტრაციის ან სხვა სახის ნებართვის გარეშე თავისუფლად შექმნას პოლიტიკური, პროფესიული, რელიგიური, კულტურული, ენობრივი, სამოქალაქო, საქველმოქმედო ან სხვა სახის გაერთიანება;
ნებაყოფლობით გაწევრიანდეს ან უარი თქვას ნებისმიერი გაერთიანების წევრობაზე, აგრეთვე მოიზიდოს წევრები და შემოწირულობები და მოიპოვოს იურიდიული პირის სტატუსი;
კანონით დადგენილი წესით დამოუკიდებლად აირჩიოს ხელმძღვანელები და წამომადგენლები;
ქველმოქმედებისა და არასამეწარმეო საქმიანობისათვის ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით.
13
საკუთრების უფლება
ყველას აქვს საკუთრების ხელშეუხებლობისა და თავისუფალი შეძენის, ფლობისა და განკარგვის უფლება
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ
კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში,
სასამართლოს გადაწყვეტილებით
ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას
დაუყოვნებლივი საბაზრო ღირებულების შესაბამისი სამართლიანი ანაზღაურებით
მესაკუთრეს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია, თუ საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული რეგულაციის შედეგად 10%-ზე მეტით შემცირდა მისი ქონების იმ ნაწილის ღირებულება, რომელსაც შეეხო რეგულირება, თუკი ეს რეგულაცია მიღებულია მას შემდეგ, რაც პირმა შეიძინა აღნიშნული საკუთრება
ამ მუხლით აღიარებული უფლებები და გარანტიები არ ვრცელდება უკანონო გზით ან საქმიანობის შედეგად შეძენილ, აგრეთვე კანონდარღვევისათვის გამიზნულ ქონებაზე 14
მეწარმეობისა და შრომის თავისუფლება
მეწარმეობა და შრომა თავისუფალია ყველას აქვს კონტრაქტის თავისუფლება შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორობასა და ნების თავისუფლებას შრომითი ურთიერთობების ინდივიდუალური ან კოლექტიურ ფორმის არჩევაში კანონით დადგენილ შემთხვევებსა და წესით გაფიცვისა და ლოკაუტის უფლება აღიარებულია ადამიანების, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება გარანტირებულია კანონით დადგენილი წესით 15
პოლიტიკური უფლებები
საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვა-გამგეობასა და კანონშემოქმედებაში
ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში აქვს უფლება და ვალდებულება დაიცვას კონსტიტუცია და დემოკრატია, წინააღმდეგობა გაუწიოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფას და აწარმოოს აგრესიის, ოკუპაციისა და ტირანიის მიმართ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა
არავის აქვს უფლება, ეკავოს ერთი და იგივე კონსტიტუციური ან სხვა არჩევითი თანამდებობა ზედიზედ 10 წლის განმავლობაში, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს,
18 წლის ასაკიდან მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ, სამართლიან, საყოველთაო, პირდაპირ, თანასწორ, ფარულ და პერიოდულ არჩევნებსა და რეფერენდუმში;
22 წლის ასაკიდან იყოს არჩეული ხელისუფლების არჩევით ორგანოებში.
საარჩევნო უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ცნო შეზღუდულ ქმედუნარიანად, ქმედუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. 16
ადმინისტრაციული უფლებები
საჯარო ხელისუფლება და ყოველი საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია მოქალაქის წინაშე
ფედერალური მთავრობა, შტატი, მუნიციპალიტეტი პასუხს აგებს მისი საჯარო დაწესებულებებისა ან საჯარო მოხელეების უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის
ყველას აქვს ადმინისტრაციული უფლებები კანონის შესაბამისად, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს უფლებას:
მიმართოს საჯარო დაწესებულებას;
მიიღოს საჯარო ინფორმაცია და დაესწროს საჯარო სხდომას, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა და წესით, როცა ეს აუცილებელია სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოების დაცვისათვის;
იყოს მოსმენილი მისი საქმის გადაწყვეტისას საჯარო დაწესებულების მიერ და მიეცეს განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;
საჯარო დაწესებულების მიერ მისი საქმე გადაწყდეს სწრაფად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად, სამართლიანად, დასაბუთებულად და კანონიერად;
უზრუნველყოფილი ჰქონდეს ერთი საქმის გადაწყვეტა ერთ საჯარო დაწესებულების მიერ. 17
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა
ყველას აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, ხელი მიუწვდებოდეს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობაზე დაფუძნებულ, სწრაფ, უწყვეტ, საჯარო, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და კანონიერ სასამართლოზე.
ყველას აქვს უფლება, გაასაჩივროს საჯარო დაწესებულებისა და საჯარო მოსამსახურის ქმედება სასამართლოში, აღიდგინოს შელახული უფლებები და თავისუფლებები, მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება, მათ შორის არამართლზომიერი, უსაფუძვლო, უკანონო ან მიზანშეუწონელი ჩხრეკის, დაკავების, დაპატიმრების, სასამართლოს შეცდომის ან სასჯელის აღსრულებისათვის.
ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია მისი უფლებებისა და მათზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
18
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა
ყველას აქვს უფლება, ნებისმიერ გარემოებაში და ნებისმიერ დროს საკუთარი არჩევანის საფუძველზე ისარგებლოს ეფექტური და კვალიფიცური სამართლებრივი რჩევით, დაცვითა და წარმომადგენლობით.
ყველას აქვს უფლება უფასო სამართლებრივი დახმარებაზე, თუკი ეს აუცილებელია სამართლიანი მართლმსაჯულების უფლების უზრუნველსაყოფად და მას ხელი არ მიუწვდება ეფექტურ და კვალიფიცურ სამართლებრივ მომსახურებაზე.
ყველას აქვს უფლება ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ პირს არ შეუძლია გაიგოს ან ილაპარაკოს სამართალწარმოების ენაზე.
დარღვეულ უფლებათა აღსადგენად, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით, სასამართლოს შეიძლება ასევე მიმართოს პირმა, რომელსაც არ განუცდია ზიანი, მაგრამ რომელიც მოქმედებს როგორც:
პირთა წრის, კლასის ან კატეგორიის წარმომადგენელი;
საჯარო ინტერესთა დამცველი.
19
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებები
ყოველი ადამიანი დაბადებით თავისუფალია და სარგებლობს უსაფრთხოებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებით
ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამონაკლისის სახით, კანონის საფუძველზე ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურის შედეგად
პიროვნების კანონიერი დაკავება კომპეტერტური სასამართლოს მიერ მისი ბრალდებულად აღიარების შემდგომ;
პიროვნების კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება სასამართლოს კანონიერი ბრძანების არ დამორჩილების შემთხვევაში და იმ მიზნით, რათა შესრულებული იქნეს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულება;
პიროვნების კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება, განხორციელებული იმ მიზნით, რათა მოხდეს მისი წარდგენა უფლებამოსილი ორგანოს წინაშე, მის მიერ დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ან როდესაც დაპატიმრება ან დაკავება აუცილებლად განიხილება მის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის ან მისი მიმალვის თავიდან აცილებისათვის;
არასრულწლოვანთა დაკავება კანონიერი ბრძანებით მასზე საგანმანათლებლო ზედამხედველობის მიზნით, ან მისი კანონიერი დაკავება უფლებამოსილი ორგანოს წინაშე წარდგენის მიზნით;
პიროვნებათა კანონიერი დაკავება ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ალკოჰოლიკების, ნარკომანების, მაწანწალებისა და შეურაცხადი პირების დაკავება;
პიროვნების კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება მის მიერ ქვეყანაში უკანონოდ შესვლის აღკვეთის მიზნით ან იმ პიროვნების დაპატიმრება ან დაკავება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს აქცია მისი დეპორტაციისა და გადაცემისათვის. 20
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებები
ყოველი ადამიანის პიროვნება, საკუთრება, პირადი ან საქმიანი კომუნიკაცია, საქმიანობის ადგილი და საცხოვრებელი ბინა, პირადი საიდუმლოების შემცველი მონაცემები, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, ადგილი და გარემოება, სადაც ადამიანს აქვს კერძო ცხოვრების გონივრული მოლოდინი, ხელშეუხებელია, გარდა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
საჯარო პირის კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პირადი საიდუმლოების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენების შესახებ, რომლის ცოდნა აუცილებელია ადამიანისათვის ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის.
ყველას აქვს უფლება, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს ან მასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, კანონით განსაზღვრულ შემთხვევასა და წესით მიიღოს ისინი ოფიციალურად დამოწმებული სახით, აგრეთვე მოითხოვოს არასწორი ან უკანონო გზით მოპოვებული მონაცემების შესწორება ან განადგურება.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია
შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს მხოლოდ ის პერსონალური მონაცემები, რომელთა შეგროვების უფლებას მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებს კანონი, და რომელიც აუცილებელი ამ საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის პირს მისი პერსონალური მონაცემების სხვა საჯარო დაწესებულების ან კერძო პირთა მიერ გამოთხოვის შესახებ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევების და წესით.
აკრძალულია საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან, თუ არა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და მიზნებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
21
უსაფუძვლო მოსმენა, ჩხრეკა, დაკავება, დაპატიმრებისაგან თავისუფლება
პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა, მათ შორის მოსმენა, ნებისმიერი სახის კომუნიკაციის ხელშეუხებლობის დარღვევა, ჩხრეკა, დაკავება, დაპატიმრება ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ დანაშაულის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული მოსმენისა ან ჩხრეკის მიზანშეწონილობის, დასაბუთებულობისა და კანონიერების საკითხი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა განიხილოს სასამართლომ.
მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო საქმის გარემოების განხილვის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას მოსმენისა ან ჩხრეკის მიზანშეწონილობის, დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ.
დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს დაკავებიდან, დაპატიმრებიდან თუ თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვიდან 48 საათისა.
თუ სასამართლოში წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაკავების, წინასასამართლო პატიმრობის, თუ თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის მიზანშეწონილობის, დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
22
დაკავებულისა და პატიმრის უფლებები
დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი სარგებლობს ყველა უფლებითა და თავისუფლებით, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობისა და მისი პიროვნებისადმი პატივისცემის უფლება.
დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირს უფლება აქვს არ იყოს სრულად იზოლირებული გარე სამყაროსგან, ჰქონდეს კომუნიკაცია და შეხვდეს ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ადვოკატს, მოძღვარს, ექიმს და სხვა პირებს, გარდა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებისა.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული ხელს შეუშლის გამოძიებას ან ხელმეორედ ჩაიდენს დანაშაულს. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დაცული უფლების გადაუდებელი აუცილებლობისას შეზღუდვის მიზანშეწონილობა, დასაბუთებულობა და კანონიერება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა დაადასტუროს სასამართლომ.
23
დაკავებულისა და პატიმრის უფლებები
დაკავებულსა და პატიმარს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაკავებისა და პატიმრობის შესახებ ოჯახის წევრებს ან სხვა ახლობლებს.
დაკავებულსა და პატიმარს აქვს კანონით დადგენილი წესით სასამართლომდე პირობითი განთავისუფლების უფლება, გარდა კანონით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული არ გამოცხადდება სასამართლოს წინაშე, ხელს შეუშლის გამოძიებას ან ხელმეორედ ჩაიდენს დანაშაულს.
დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირს აქვს დაკავებიდან 10 დღის ვადაში და შემდეგ ყოველ 30 დღეში საქმის წინასწარ მოსმენისა და წინასასამართლო პატიმრობის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის მიზანშეწონილობას, დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე ეფექტური სასამართლო ზედამხედველობის უფლება.
წინასასამართლო პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 100 დღეს. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ეს კრიტიკულად აუცილებელია ბრალდებულის დაცვის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, კანონით შეიძლება დაწესდეს სხვა გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
არავინ შეიძლება იმყოფებოდეს სასამართლო პატიმრობაში 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
24
ბრალდებულის უფლებები
ბრალდებულს აქვს უფლება მიიღოს უფასო ეფექტური და კვალიფიცური სამართლებრივი დახმარება. ბრალდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს სათანადო დრო და შესაძლებლობები დაცვის მოსამზადებლად.
ბრალდებულს აქვს მტკიცებულებათა ჯვარედინი გამოკვლევის უფლება.
ბრალდებიდან ან დაკავებიდან 70 დღეში პირს უფლება აქვს წარედგინოს საბრალდებო აქტი ან მის მიმართ შეწყდეს დევნა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ეს კრიტიკულად აუცილებელია ბრალდებულის დაცვისა, სამართლიანი სასამართლოს უფლების ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, კანონით შეიძლება დაწესდეს სხვა გონივრული ვადა რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს.
დაუშვებელია საბრალდებო აქტის წარდგენა, თუ არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩადენილია დანაშაული და ეს დანაშაული ჩაიდინა ბრალდებულმა. სასამართლო წინასწარ მოსმენაზე ადასტურებს საბრალდებო აქტის წარდგენისა და ბრალდებულის გასამართლების მიზანშეწონილობას, დასაბუთებულობასა და კანონიერებას.
დაუშვებულია ბრალდებულს საბრალდებო აქტის წარდგენის შემდეგ იგივე ქმედებისთვის წარედგინოს ახალი, უფრო მძიმე ბრალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ახლადაღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილი გარემოებები.
არავინ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა საქართველო კანონმდებლობის ან საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად.
25
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება
ყველას აქვს უფლება სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეები, სადაც სასჯელის სახით შეიძლება შეფარდებული იყოს პატიმრობა, განიხილულ იქნას თანამოქალაქეთაგან (Jury of peers) შემდგარ, ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებელი ჟიურის მიერ.
კანონით შეიძლება დაწესდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება სხვა სახის საქმეებისთვისაც.
ყველას აქვს უფლება ნებაყოფლობით განაცხადოს უარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებაზე და კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს:
საქმის არსებითი განხილვა მოსამართლის მიერ ნაფიც მსაჯულთა გარეშე;
საპროცესო შეთანხმების დადება საქმის არსებითად განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
26
სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება
ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
სასამართლომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ კონსტიტუციისა და მისი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. ყოველ პირს აქვს უფლება მისი საქმის განსჯისას არ იყოს გამოყენებული კონსტიტუციის ან კანონის შეუსაბამო სამართლებრივი აქტი.
ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დაესწროს სასამართლო სხდომას, რომელზედაც მისი საქმე იხილება.
ბრალდებულს უფლება აქვს მისი საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყოს საბრალდებო აქტის წარდგენიდან 30 დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილებელია ბრალდებულისათვის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების უზრუნველსაყოფად. სასამართლო განხილვის დაწყების გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ბრალდებულის შუამდგომლობის საფუძველზე.
27
სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება
პირს აქვს უფლება, არ აღიაროს დანაშაული, აგრეთვე არ მისცეს რაიმე ჩვენება, რომელიც გამოყენებული იქნება მის ან მის ახლობელთა წინააღმდეგ. პირს აქვს დუმილის უფლება, როცა ეს აუცილებელია უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ამ უფლებებით სარგებლობა ან არასწორი ჩვენების მიცემა არ შეიძლება გამოყენებული იქნას ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ან მისი მდგომარეობის გასაუარესებლად.
მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, სასამართლოს მეშვეობით შეაგროვონ მტკიცებულებები, გამოიძახონ და დაკითხონ მოწმეები, აგრეთვე მოითხოვონ მათი უფლებების უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარება კანონით დადგენილი წესით .
ბრალდებულს აქვს შეუზღუდავი უფლება ხელი მიუწვდებოდეს გამამართლებელ ან შემამსუბუქებელ მტკიცებულებაზე, მათ შორის მოწმის ჩვენებასა და საექსპერტო დასკვნაზე. ბრალდებულს აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით ხელი მიუწვდებოდეს ბრალდების ხელში არსებულ ყველა მტკიცებულებაზე. 28
სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება
კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, აგრეთვე უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას, თუ ისინი აუარესებენ ბრალდებულის მდგომარეობას, იურიდიული ძალა არა აქვს
დაუშვებელია მტკიცებულება, რომლის ჯვარედინი გამოკვლევის შესაძლებლობა ზეპირ და უშუალო სასამართლო მოსმენაზე არ მისცემით მხარეებს, გარდა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ყველას აქვს უფლება ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, ვიდრე მისი დანაშაული კანონით დადგენილი წესით არ დადგინდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარ მტკიცებულებებს
ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ 29
სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება
ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს ახალი კანონით, რომელიც აუმჯობესებს მის მდგომარეობას, ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას
კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუქცევითი ძალა არა აქვს
გარემოებათა არსებითი მსგავსების შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს საკუთარი ან ზემდგომი სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების იდენტური გადაწყვეტილება, თუ კანონით განსაზღვრული წესით არ იქნება დასაბუთებული განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად
30
სამართლიანი განაჩენისა და სასჯელის უფლება
აკრძალულია სამოქალაქო-სამართლებრივ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.
დაუშვებელია პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული არ არის ან არ იყო იმ დროისათვის, როცა სამართალდარღვევა იქნა ჩადანელი.
დაუშვებელია იმაზე უფრო მძიმე სასჯელის შეფარდება, რომელიც გამოიყენებოდა იმ დროისათვის, როცა სამართალდარღვევა იქნა ჩადანელი.
სასჯელი არ შეიძლება იყოს სამართალდარღვევის დისპროპორციული და უჩვეულო.
სასჯელის ძირითადი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, სამართალდარღვევის პრევენცია და მსჯავრდებულთა სოციალური რეაბილიტაცია.
მსჯავრდებული სარგებლობს ყველა უფლებითა და თავისუფლებით, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა
31
განმეორებითი დევნის აკრძალვა და გასაჩივრების უფლება
დაუშვებელია ერთი და იგივე დანაშალისათვის პირის განმეორებით დევნა. მსჯავრდებულს აქვს სასამართლო გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. მსჯავრდებულს უფლება აქვს მის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომმა სასამართლომ მსჯავრი არ დასდოს უფრო მძიმე დანაშაულში და არ შეუფარდოს უფრო მძიმე სასჯელი.
32
სამოქალაქო თავისუფლებათა დაუშვებელი შეზღუდვები
სამოქალაქო თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით, კანონის შესაბამისად, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურის გზით და მხოლოდ მაშინ, თუ დაცული იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
კონსტიტუციით დაშვებული სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვები არ შეიძლება გაგებულ იქნას იმაზე ფართოდ ვიდრე ეს განსაზღვრულია საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო აქტებით.
დაუშვებელია აბსოლუტური უფლებების შეზღუდვა.
დაუშვებელია უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა საჯარო ან კერძო პირის მიერ, აგრეთვე გარიგების საფუძველზე ან ნებაყოფლობითი უარყოფის (waiwer), რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასი იქნება. 33
სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის საფუძვლები
სამოქალაქო თავისუფლებათა ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ
საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს არსებობას,
კანონით განსაზღვრულ შემთხევებში და დადგენილი წესით ან გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა ეს
კრიტიკულად აუცილებელია ლიბერალურ დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის
პირდაპირ ემსახურება კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებას
წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ყველაზე ეფექტურ, ნაკლებად შემზღუდავ და პროპორციულ საშუალებას
არსებობს უარყოფითი შედეგის დადგომის არსებითი და გარდაუვალი საფრთხე
თავისუფლების შეზღუდვით გამოწვეული ზიანი ნაკლებია, ვიდრე დაცული სიკეთე
34
[გაგრძელება]
საჭიროა, რათაუზრუნველყოფილიქნას
ადამიანისსიცოცხლისადაჯანმრთელობის, საკუთრების, ღირსების, თავისუფლების, თანასწორობისდაცვადასამართლიანიმოპყრობა
მართლმსაჯულებისგანხორციელებადაკანონისუზენაესობა
ეროვნულიუსაფრთხოება
საზოგადოებრივიწესრიგი
პირადიცხოვრებისხელშეუხებლობა
საჯაროსამსახურის, შეიარაღებულიძალების, პოლიციისდასპეციალურისამსახურისმიუკერძოებელობადადამოუკიდებლობა
საჯაროდაწესებულებების, ტრანსპორტისმოძრაობისადასასიცოცოხლომნიშვნელობისსამსახურებისდაუბრკოლებელისაქმიანობა
კულტურულიმემკვიდრეობისდაცვა
საზოგადოებრივიჯანმრთელობა
გარემოსუსაფრთხოებადამდგრადიგანვითარება
თავისუფალიკონკურენცია
მომხმარებელთაუფლებები
, დანაშაულისთავიდანაცილება, სისხლისსამართლებრივიდევნა
35
[გარგძელება]
თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიიანობის ხელყოფა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობა ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივება ძალადობისკენ წაქეზება სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოების გამჟღავნება
36
სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის ზოგადი წესი
სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვა არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის ინდივიდუალურ ავტონომიასა და არჩევანის უფლებას და ტოვებდეს ალტერნატიული გზებით ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ეფექტურ შესაძლებლობას.
უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი არსებითი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებს, აგრეთვე შეიცავდეს შემზღუდავი ნორმის არამიზნობრივად გამოყენებისგან დაცვის გარანტიებს.
37
რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლხედველობის, გამოხატვის, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებათა რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროისა და ფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვას, რომლებიც გავლენას არ ახდენენ ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე
ამ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვისას შესაძლებელია დაწესდეს მხოლოდ ძალადობრივი და აქტიური გამომხატველობითი ფორმების შეზღუდვა
დაუშვებელია რწმენისა და მსოფლხედველობის არჩევის, შინაგანად ქონის და შეცვლის, აგრეთვე სინდისისა და აზრის თავისუფლების ხელყოფა 38
ომის კანონები
ომის კანონები გამოიყენება, თუ ორგანიზებული ჯგუფი სახელმწიფოს, მოქალაქეების და ინტერსების წინააღმდეგ იმ ინტენსიობის ძალადობის განმეორებად აქტებს მიმართავს, რაც საკმარისია მის შეიარაღებულ კონფლიქტად აღიარებისათვის ეჭვმიტანილი მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების აქტიური წევრი ან ძალადობის აქტიური მონაწილეა სამართალდაცვითი ზომები არაადექვატურია
39
სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის ზოგადი საფუძვლები და წესი
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შედეგად დაუშვებელია:
სახლემწიფოს ან პირის განთავისუფლება სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან შემდეგი უფლებების შეზღუდვა:
სიცოცხლის, ღირსებისა და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლებები რწმენისა და სინდისის თავისუფლება უფლება, არ განიცადო იძულებითი ასიმილაცია, შეინარჩუნოს, გამოხატოს ან განავითაროს თავისი კულტურული რელიგიური, ლინგვისტური თუ სხვა კუთვნილება. თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებები სამართლიანი განაჩენისა და სასჯელის უფლება განმეორებითი დევნის აკრძალვა და გასაჩივრების უფლება
40
სამოქალაქო თავისუფლებების განმარტება
სამოქალაქო თავისუფლებათა განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ ხელი შეეწყოს, ადამიანის ღირსების, ღია, თავისუფალი და ლიბერალურ დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობათა დამკვიდრებას, საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებისა და პრეცედენტების შესაბამისად.
ყველა ქმედება ან სამართლებრივი აქტი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს ბათილია თუ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვისას შესაბამის პირს გონივრულ ვადაში კანონით დადგენილი წესით არ განემარტა მისი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძვლის შესახებ.
სამოქალაქო თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება პრეზუმირებულია. მათ შესახებ წარმოშობილ დავისას ამ უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობის უკანონობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს.
ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ .
41
პრეფერენციული ხმის მიცემა
ყველა კონსტიტუციური თანამდებობის პირის არჩევა ხდება პრეფერენციული სისტემით პრეფერენციები ითვლება თანმიმდევრულად. ჯერ ითვლება 1–იანები, შემდეგ 2–იანები, და ა.შ. 1–იანი ითვლება როგორც 1; 2–იანი როგორც ½ , 3–იანი – 1/3, 4–იანი – ¼, და ა.შ.
42
არჩევნების თარიღი
მთავარი აღმასრულებლისა და საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის არჩევნები ტარდება ოქტომბრის პირველ კვირა დღეს.
ლეგისლატურის ზედა პალატის წევრების არჩევნები ტარდება ახლად არჩეული საკრებულოს 1-ლი სხდომიდან 1 თვის ვადაში.
სენატორის არჩევნები ტარდება ახლადარჩეული ლეგისლატურის ქვედა პალატის 1-ლი სხდომიდან 1 თვის ვადაში.
კენჭისყრის დღიდან არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ახლად არჩეული მთავარი აღმასრულებლების, დეპუტატები და სენატორები უფლებამოსილებათა განხორციელებას იწყებენ მათი არჩევის მომდევნო წლის 26 იანვარს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი არჩევა მოხდას წინამორბედის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.
43
ვადამდელი არჩევნები
მთავარ აღმასრულებელს ან საკანონმდებლო ორგანოს უფლება აქვთ დეკრეტით ან კანონით დანიშნონ ვადამდელი არჩევნები ვადამდელი არჩევნებისას დანიშვნა იწვევს როგორც მთავარ აღმასრულებელს ისე საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის უფლებამოსილებათა ვადამდე ერთდროულ შეწყვეტას მთავარ აღმასრულებელს ან საკანონმდებლო ორგანოს უფლება აქვთ ვეტო დაადონ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას. ვეტოს დაძლევა ხდება საერთო წესით დეკრეტის გაუქმება საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია ახალი კანონის მიღებით. ამ კანონზე მთავარმა აღმასრულებელმა შეიძლება დაადოს ვეტო ვადამდელი არჩევნები არ შეიძლება დაინიშნოს უკანასკნელი არჩევნებიდან ერთი წლის განმავლობაში 44
საკანონმდებლო ხელისუფლება ფედერალურ დონეზე საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი პარლამენტი შტატის დონზე საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი ლეგისლატურა მუნიციპალიტეტის დონეზე საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ერთ პალატიანი საკრებულო
45
პალატა
პალატის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პალატის პირველი შეკრებისთანავე. ერთი და იგივე პირი ერთი და იგივე პალატის წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ 2-ჯერ პალატა მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია მის წევრთაა არანაკლებ 2/3-ის უფლებამოსილება. პალატა იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში 2-ჯერ. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის 1-ლ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მე-3 პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის 1-ლ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს. 46
რიგგარეშე სესია და სხდომა
მთავარ აღმასრულებელს, პალატის სპიკერს, პალატის წევრთა არანაკლებ მეოთხედს, კომიტეტს, აგრეთვე მე-2 პალატას უფლება აქვთ მოიწვიონ სესიებს შორის პერიოდში პალატის რიგგარეშე სესია, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას - რიგგარეშე სხდომა პალატის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
47
საკანონმდებლო ორგანოს წევრი
პალატის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს შესაბამისი პალატა
ამ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობას ადასტურებს საკონსტიტუციო საბჭო
პალატის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
შესაბამისი პალატის სრული შემადგენლობის 2/3-ის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
დაიკავა საკანონმდებლო ორგანოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა, ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას
არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში
შესაბამისი პალატის სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
პირადი განცხადებით უფლებამოსილება მოეხსნა
დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა
სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად
გარდაიცვალა 48
საკანონმდებლო ორგანოს წევრის დამოუკიდებლობის გარანიები
საკანონმდებლო ორგანოს წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკანონმდებლო ორგანოს და საკონსტიტუციო საბჭოს. თუ საკანონმდებლო ორგანოი და საკონსტიტუციო საბჭო არ მისცემს თანხმობას, საკანონმდებლო ორგანოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საკანონმდებლო ორგანოს წევრი არ შეიძლება იყოს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარე იმ პალატის სესიის დროს, რომლის წევრიცაა, აგრეთვე მორიგი სესიის დაწყებდამდე 15 დღის განმავლობაში 49
საკანონმდებლო ორგანოს წევრის დამოუკიდებლობის გარანიები
საკანონმდებლო ორგანოს წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება საკანონმდებლო ორგანოს წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.
საკანონმდებლო ორგანოს წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას საკანონმდებლო ორგანოში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.
სახელმწიფო უზრუნველყოფს საკანონმდებლო ორგანოს წევრის უსაფრთხოებას. საკანონმდებლო ორგანოს წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
50
უზრუნველყოფილია საკანონმდებლო ორგანოს წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. საკანონმდებლო ორგანოს წევრი უზრუნველყოფილია არანაკლებ თითო-თითო ოფისით შესაბამისი პალატის შენობაში და საარჩევნო ოლქში არანაკლებ 5-5 თანაშემწით თითოეულ ოფისში, რომლებიც ეხმარებიან მას წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ფუნქციების განხორციელებაში
51
ეროვნული კრება ეროვნული კრება შედგება 100 დეპუტატისაგან ალტერნატივა: ეროვნული კრების შემადგენლობა განისაზღვრება კანონით, ისე, რომ დეპუტატი წარმოადგენდეს არანაკლებ 30 და არაუმეტს 50 ათას ამომრჩეველს
52
ეროვნული კრების არჩევნები დეპუტატი აირჩევა არაუმეტეს 5 წლის ვადით, და მანამ, სანამ მისი მემკვიდრე არ იქნება არჩეული და არ შეუდგება უფლებამოსილებათა განხოციელებას არჩევნები დარდება რეგიონული პროპორციული თავისუფალი სიით
53
საარჩევნო ოლქი
საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო ოლქში მანდატების რიცხვი არ უნდა იყოს 2ზე ნაკლები და 5-ზე მეტი საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო ოლქები უნდა შეიქმნას ისე, რომ შეძლებისდაგვარად
საკანონმდებლო ორგანოს ყოველი წევრი ამომრჩეველთა თანაბარ რაოდენობას წარმოადგენდეს ოლქის საზღვრები ადმინისტრაციულ დაყოფას დაემთხვეს გათვალისწინებული იყოს ეთნიკური უმცირესობის ინტერესები
დასაშვებია გადახრა ოლქის ამომრჩეველთა 10%-ის ფარგლებში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობის დაცვა, არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული) გადახრა შესაძლოა აღწევდეს 15%-ს. საარჩევნო ოლქების საზღვრების გადახედვა უნდა მოხდეს არანაკლებ 10 წელიწადში ერთხელ საარჩევნო ოლქების საზღვრების გადახედვის ინიცირების უფლებამოსილება აქვს მთავარი აღმასრულებელ, დეპუტატთა მეოთხედს, შტატითა და მუნიციპალიტეტების არანაკლებ მესამედს საარჩევნო ოლქების განახლებული საზღვრები ძალაში შედის მისი მიღებიდან მე-2 არჩევნებისას საკონსტიტუცციო საბჭო ადასტურებს საარჩევნო ოლქების კონსტიტუციურობას 54
სენატი
თითოეული შტატი (მუნიციპალიტეტი) წარმოდგენილია 3-3 სენატორით. ალტერნატივა: სენატის შემადგენლობა განისაზღვრება კანონით, ისე, რომ სენატორთა რიცხვი არ იყოს დეპუტატთა რიცხვის ნახევარზე მეტი და მესამედზე ნაკლები სენატორს ირჩევს ლეგისლატურა (საკრებულო) არაუმეტეს 10 წლის ვადით სენატორები უნდა არჩეულ იყვენ ისე, რომ ყოველ 5 წელიწადში ამოიწუროს თითოეული შტატიდან (მუნიციპალიტეტიდან) არჩეული 1 სენატორის უფლებამოსილება. სენატორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს ლეგისლატურა (საკრებულო) ირჩევს ნარჩენი ვადით. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სენატორს უფლება არა აქვს ეკავოს თანამდებობა ფედერალური (შტატის) საჯარო სამსახურში 55
პალატის სპიკერი, კომიტეტების თავმჯდომარე
არ უნდა იყოს რომელიმე ფრაქციის წევრი. სხდომებს უნდა გაუძღვეს მიუკერძოებლად არ მონაწილეობს დებატებში, კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ ხმების გაყოფისას თანამდებობაზე აირჩევა ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო
ხმათა უმეტესობა ფრაქციათა უმეტესობაში პალატის წევრათა ხმათა უმრავლესობა
თუ პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის ტარდება წილისყრა
56
ფრაქცია
პალატის წევრთა მეათედს უფლება აქვს შექმნას ფრაქცია კომიტეტებში ადგილები ფრაქციებს შორის ნაწილდება მათი რიცხოვნების პროპორციულად ფრაქცია ხმას აძლევს მისი წევრების სახელით, გარდა იმ შემთხვეევისა, როცა წევრს სურს დამოუკიდებლად მისცეს ხმა
57
საპარლამენტო პროცედურა
თითოეული პალატა თავად ადგენს მის რეგლამენტს, განსაზღვავს შინაგან სტრუქტურას და მუშაობის წესს, სანქციებს კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პალატის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება რეგლამენტით. საარჩევნო კანონის ძირითადი ნორმები შეიძლება შეიცვალოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 თვისა სასამართლოსა და დემოკრატიის უზრუნველმყოფ ინსტიტუტებთან დაკავშირებული კანონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მათთან კონსულტაციის შემდეგ სამოქალაქო თავისუფლებებთან დაკავშირებული კანონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ომბუდსმენთან კონსულტაციის შემდეგ ორგანული კანონი უნდა მიიღოს ზედიზედ 2 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ, პალატათა სრული შემადგენლობის 2/3-ით, ისე რომ 1-ლი და მე-2 მიღებას არანაკლებ 1 წელი აშორებდეს. ორგანული კანონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ საკონსტიტუციო საბჭოს დადებითი დასკვნის შემდეგ.
58
არცერთი კანონპროექტი არ უნდა შეეხებოდეს ერთზე მეტ საკითხს და ეს საკითხი გამოხატული უნდა იყოს მის სათაურში საგადასახადო კანონი მხოლოდ გადასახადების შემოღებასა და განაკვეთების განსაზღვრას უნდა ეხებოდეს ბიუჯეტის კანონი მხოლოდ შემოსავლებსა და ხარჯებს უნდა ეხებოდეს ბათილია კანონი, რომლის შინაარსი და სათაური ერთზე მეტ საკითხს შეეხება თუ კანონს, რომლის შინაარსი ერთზე მეტ საკითხს შეეხება, სათაურში ერთი საკითხი აქვს გაცხადებული, მაშინ ბათილია ასეთი კანონის ის ნაწილი, რომელიც გაცხადებული არაა მის სათაურში 59
პალატის წევრთა მეხუთედს უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო საბჭოს, კანონპროექტის კონსტიტუციორობის შესახებ დასკვნისათვის საკონსტიტუციო საბჭოს უარყოფითი დასკვნა აჩერებს კანონპროექტის მიღების პროცედურას, საბჭოს მიერ მითითებულ ხარვეზთა გამოსწორებამდე
60
მხოლოდ პარლამენტია უფლებამოსილი გამოაცხადოს ომი და დადოს ზავი პალატათა სრული შემადგენლობის 3/5 უფლებამოსილია გამოაცხადოს ამნისტია პალატათა სრული შემადგენლობის 2/3 უფლებამოსილია შეიწყალოს მსჯავრდებული
61
დღის წესრიგი
პალატისა და კომიტეტის დღის წესრიგის საკითხები ნაწილდება ფრაქციებს შორის მათი რიცხოვნების პროპორციულად პლენარულ სხდომაზე განიხილება მხოლოდ ის პროექტები, რომლის განხილვასაც მხარს უჭერს
კომიტეტი მთავარი აღმასრულებელი , მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხი განხილული იქნა კომიტეტზე ფრაქცია, საკუთარი ქვოტის ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხი განხილული იქნა კომიტეტზე პალატის წევრთა 2/5
პალატა გადაწყვეტილებას კენჭს უყრის მხოლოდ პლენარულ სხდომაზე საკითხის 3 დღიანი განხილვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წევრთა სიითი შემადგენლობის 3/5 მხარს უჭერს დაჩქარებულ კენჭისყრას. პალატის წევრთა 2/5-ს უფლება აქვს ვეტო დაადოს საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას
62
პალატებს შორის შეუთანხმებლობა
ეს წესი არ ვრცელდება კონსტიტუციის გადასინჯვის, ორგანულ კანონის და კვალიფიციური უმრავლესობით მისაღებ სხვა გადაწყვეტილებებზე
თუ პალატებმა არ გაიზიარეს ერთმანეთის შენიშვნები და 3 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა მათ შორის შეთანხმების მიღწევა, თითოეულ პალატაში კენჭი ეყრება სადაო დებულების მეორე პალატის მიერ მიღებულ რედაქციას
თუ პალატის წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი მხარს არ დაუჭერს მეორე პალატის მიერ შემოთავაზებული რედაქციის უარყოფას, მაშინ დამტკიცებულად ითვლება მეორე პალატის მიერ წარმოდგენილი რედაქცია
თუ 3 თვის ვადაში მაინც ვერ მოხერხდა პალატებს შორის შეთანხმების მიღწევა, გადაწყვეტილებას ღებულობს პალატათა ერთობლივი სესია
63
პალატათა ერთობლივი სესია
პალატათა ერთობლივი სესიაზე სენატორები და დეპუტატები ხმას აძლევენ შტატების შესაბამისად თითოეული შტატის პოზიცია განისაზღვრება ამ შტატიდან არჩეული სენატორებისა და დეპუტატების ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა შტატების უმრავლესობის მხარდაჭერა თუ პალატათა ერთობლივი სესიაზე 1 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდება შტატების უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება, მაშინ პალატათა ერთობლივი სესია გადაწყვეტილებას იღებს საკანონმდებლო ორგანოს წევრები ხმას უმრავლესობით
64
საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
საკონსტიტუციო საბჭო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმებისა და მისი რატიფიცირების პროცედურის კონსტიტუციასთან შესაბამისობას
საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას არ აქვს ეროვნულ სამართლის ნაწილი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება კანონით დადგენილი წესით მისი საქართველოს კანონმდებლობაში ინკორპორირება
მხოლოდ ორგანული კანონით უნდა მოხდეს ეროვნულ სამართლში ინკორპორირება იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების, რომელიც მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას
საკონსტიტუციო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტი პალატათა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას.
საკონსტიტუციო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტი პალატათა სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ინკორპორირებას ეროვნულ სამართალში 65
საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა გარდა, რომლებიც ითვალისწინებენ რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც:
ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას
სამხედრო ხასიათისაა
ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას
დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან, ან სხვა მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებეთან
მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას
პარლამენტს უნდა ეცნობოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადების შესახებ 66
კანონის ძალაში შესვლა
კანონი, საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება ძალაში შედის არა უადრეს მისი მიღების, რატიფიკაციის მომდევნო წელს, მაგრამ არა უადრეს 100 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პალატათა სრული შემადგენლობის 2/3-ით არ დაადგენს მისი ამოქმედების უფრო ადრეულ ვადას გამოცხადებულია საომარი ან საგანგებო მდგომარეობა და საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოითხოვს სწრაფ მოქმედებას
67
ავტომატური გაუქმება
ყველა ხარჯვითი პროგრამა და საჯარო დაწესებულება, გარდა იმისა, რომელიც მოხსენიებულია კონსტიტუციაში, შექმნილია ორგანული კანონით, ან კონსტიტუციური პრეროგატივების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ავტომატურად უქმდება მისი შექმნიდან 10 წლის შემდეგ, თუ არ იქნა მიღებული ახალი კანონი მისი არსებობის გაგრძელების შესახებ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის საფუძველზე სამოქალააქო უფლებათა შემზღუდავი კანონი ავტომატურად უქმდება მისი მიღებიდან 6 თვის შემდეგ, თუ არ იქნა მიღებული ახალი კანონი მისი არსებობის გაგრძელების შესახებ პალატათა სრული შემადგენლობის 2/3-ით შესაძლებელია დადგინდეს ავტომატური გაუქმების უფრო გვიანი ვადა 68
პალატის ბიუჯეტი
დაუშვებელია პალატის ბიუჯეტის შემცირება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. პალატა თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილ სახსრების განაწილების თაობაზე, კომიტეტებიდან და ფრაქციებიდან შემოსული საბიუჯეტო განაცხადების შესაბამისად. 69
საპარლამენტო ზედამხედველობა
პალატა, კომიტეტი, ფრაქცია, საკანონმდებლო ორგანოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პირს, მოსამართლის, მაგისტრატის და ნაფიცი მსაჯულის გარდა, და მიიღოს მათგან პასუხი 30 დღის ვადაში პალატას, კომიტეტს უფლება აქვს საკუთარ სხდომაზე გამოიძახოს პირი, მოსამართლის, მაგისტრატის და ნაფიცი მსაჯულის გარდა, მიიღოს ინფორმაცია და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც აუცილებია მისთვის კონსტიტუციურ პრეროგატივათა განსახორციელებლად საპარლამენტო ზედამხედველობა და კითხვების დასმა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაირვეს პირის სამოქალაქო თავისუფლებები და კონსტიტუციური პრეროგატივები
70
კითხვათა დრო
საკანონმდებლო ორგანოს წევრებს უფლება აქვთ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურისა და სხვა წარმომადგენლებს პალატათა გაერთიანებულ სხდომაზე კვირაში 1 საათის განმავლობაში დაუსვან 15 კითხვა და მიიღონ პასუხი
უმრავლესობას და უმცირესობას თანაბარი ოდენობით კითხვების დასმის უფლება აქვთ
ფრაქციებს შორის კითხვების დასმის უფლება ნაწილდება მათი რიცხოვნების პროპორციულად
ფრაქციის შიგნით კითხვების დასმის უფლება ნაწილდება შემთხვევითი შერჩევით
პირველი კითხვის დასმის უფლება აქვს ოპოზიციის ლიდერს
პალატის წევრს უფლება აქვს დასვას დამატებითი კითხვა. ოპოზიციის ლიდერს უფლება აქვს დასვას 5 დამატებითი კითხვა.
კითხვები არანაკლებ 3 დღით ადრე უნდა გაეგზავნოს ადრესატს 71
ჩრდილოვანი მთავრობა
საპარლამენტო ოპოზიციას შეადგენენ საკანონმდებლო ორგანოს ყველა ის წევრები, რომლებიც არ არიან იმავე ფრაქციის წევრები, რომელიც შექმნილია მთავარი აღმასრულებლის პარტიის საფუძველზე ჩრდილოვან მთავრობას საკუთარი რიცხვიდან ირჩევენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ოპოზიციის ლიდერი - მთავარი აღმასრულებლის არჩევნებში მე-2 ადგილზე გასული კანდიდატი ოპოზიციის ლიდერის უფლებამოსილებათა ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს საპარლამენტო ოპოზიცია ირჩევს იმავე წესით, როგორც საარჩევნო კოლეგია მთავარი აღმასრულებელს მოქმედი და ჩრდილოვან მთავრობის წევრები თანაბარ ანაზღაურებას და სხვა სარგებელს უნდა ღებულობდნენ. 72
საგანგებო ან საომარი მდგომარეობა
საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა იკრიბება. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე გადაწყვეტილება ომისა და ზავის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა და სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის საკითხებზე მიიღება პალატათა წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას არჩევნები ტარდება მხოლოდ პალატათა სრული შემადგენლობის 3/5-ის გადაწყვეტილებით 73
მცირე პარლამენტი
საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას, თუ ფორსმაჟორული გარემოებების გამო შეუძლებელია პარლამენტის სრული შემადგენლობის ფუნქციონირება, მისი უფლებამოსილებების განხორციელება შესაძლოა დაეკისროს მცირე პარლამენტს. მცირე პარლამენტსა და მის ინსტიტუტებში ფრაქციები იმავე პროპორციით უნდა იყვნენ წარმოდგენლი, რაც სრულ პარლამენტში. მცირე პარლამენტის პალატაში არ უნდა იყოს 20 წევრზე ნაკლები. მცირე პარლამენტს უფლება არა აქვს დაიწყოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა, მიიღოს ორგანული კანონი, ან კანონი, რომელიც სამოქალაქო თავისუფლებებს ან კონსტიტუციური პრეროგატივებს შეზღუდავს
74
ოკუპაცია
კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა არ უნდა მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაში ოკუპირებულ ტერიტორიაში მყოფი თანამდებობის პირი ითვლება ქმედუუნაროდ. მის მიერ მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი ბათილია, გარდა იმ აქტებისა, რომელიც ემსახურება თავდაცვას, წინაღმდეგობას და მოქალაქეთა დაცვას ბათილია სამართლებრივი აქტი, რომელიც აკანონებს ოკუპაციას ან ოკუპანტისათვის დახმარების აღმოჩენის ვალდებულებას აწესებს 75
მთავარი აღმასრულებელი
მთავარი აღმასრულებელი
პრეზიდენტი
გუბერნატორი
მერი
ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას
უზრუნველყოფს კონსტიტუციისა და სამართლებრივი აქტების აღსრულებას
კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისების გარდა, ხელმძღვანელობს და ზედამხედველობს საჯარო სამსახურს, უზრუნველყოფს მის ანგარიშვალდებულებას
სარგებლობს მთლიანი ან ნაწილობრივი ვეტოს უფლებით, ახდენს კანონების პრომულგაციას
გამოსცემს დეკრეტებს 76
პრეზიდენტი
არის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი
არის საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი
არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ახორციელებს მათზე სამოქალაქო ზედამხედველობას
კონსტიტუციით და ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აცხადებს საომარ ან საგანგებო ვითარებას
კონსტიტუციით და ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს პირდაპირ ფედერალურ მმართველობას ერთ ან რამდენიმე შტატში, მუნიციპალიტეტში, ან მათ ნაწილში
შეიწყალებს მსჯავრდებულთ, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულში განმეორებით მსჯავრდებულთა გარდა, რომელთა შეწყალებისთვის საჭიროა ომბუდსმენის რეკომენდაცია და რესპუბლიკის საბჭოს თანხმობა
77
ვადის ლიმიტი
მთავარი აღმასრულებლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით და მანამ, სანამ მისი მემკვიდრე არ იქნება არჩეული და არ შეუდგება უფლებამოსილებათა განხოციელებას ერთი და იგივე პიროვნებას მთავარი აღმასრულებლის თანამდებობა შეიძლება ეკავოს არა უმეტეს ზედიზედ 10 წლის განმავლობაში. პირს, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში 8 წელი ეკავა მთავარი აღმასრულებლის თანამდებობა, მთავარი აღმასრულებლის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან არანაკლებ 5 წლის შემდეგ. 78
უფლებამონაცვლეობა
მთავარი აღმასრულებელად არჩეული პირი განსაზღვრავს საკუთარ უფლებამონაცვლეთა სიას და თანმიმდევრობას, რასაც ამტკიცებს საკონსტიტუციო საბჭო მთავარი აღმასრულებლის უფლებამოსილებათა ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლე მთავარი აღმასრულებლის უფლებამოსილებებს ახორციელებს ნარჩენი ვადით არჩეული მთავარი აღმასრულებლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების უუნარობის შემთხვევაში, საარჩევნო კოლეგია მისი პარტიისგან არჩეულ დეპუტატთაგან ირჩევს მემკვიდრეს
79
არჩევის წესი
ორმაგი ერთდროული ხმის მიცემა საარჩევნო კოლეგია პრეფერენციული ხმის მიცემა თავისუფალი სია
80
ორმაგი ერთდროული ხმისმიცემა
მთავარი აღმასრულებლის და შესაბამისი დონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები შერწყმულია გამარჯვებული პარტიის სიის პირველი ნომერი ხდება მთავარი აღმასრულებელი
81
თავისუფალი სია
იქმნება 2-5 მანდატიანი საარჩევნო ოლქები
საყოველთაო არჩევნები და პრაიმერიზი ტარდება ერთდროულად
ყველას აქვს უფლება გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ კენჭი იყაროს ამა თუ იმ პარტიისაგან
ამომრჩეველი ხმას აძლევს მისთვის სასურველ კანდიდატებს ნებისმიერ პარტიულ სიაში
კანიდატების მიერ მიღებული ხმები ჯამდება მათი პარტიული კუთვნილების მიხედვით
პარტიის მიერ მიღებული ხმები წარმოადგენს მისი სახელით არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის ხმათა ჯამი
მანდატები პარტიებს შორის ნაწილდება მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად
პარტიის შიგნით მანდატები ნაწილდება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა შორის 82
მთავარ აღმასრულებლად აირჩევა პირი
რომლის პარტია გავიდა 1-ლ ადგილზე საარჩევნო ოლქების უმეტესობაში რომელმაც მიიღო საკუთარ პარტიაში ყველაზე მეტი ხმა იმ ოლქებში, სადაც მისი პარტია გავიდა 1-ლ ადგილზე რომლმაც მიიღო ხმების უმეტესობა მთელი ქვეყნის (შტატის, მუნიციპალიტეტის) მასშტაბით რომლის მიერ მიღებული ხმების ოდენობა აღემატება მე-2 ადგილზე გასული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების ოდენობას იმდენით, რამდენიც მას აკლია ქვეყნის მასშტაბით ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობამდე 83
მეორე ტური
მთავარი აღმასრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია იმ 2 კანდიდატისაგან რომლის პარტია გავიდა 1-ლ ადგილზე საარჩევნო ოლქების უმეტესობაში და რომელმაც მიიღო საკუთარ პარტიაში ყველაზე მეტი ხმა იმ ოლქებში, სადაც მისი პარტია გავიდა 1-ლ ადგილზე რომლმაც მიიღო ხმების უმეტესობა ქვეყნის (შტატის, მუნიციპალიტეტის) მასშტაბით
84
საარჩევნო კოლეგია თითოეული შტატიდან (მუნიციპალიტეტიდან) არჩეული სენატორები და დეპუტატები ირჩევენ თითო ხმოსანს გამარჯვებულად ჩაითვლება ის მთავარი აღმასრულებლობის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ხმოსანთა უმრავლესობა
85
იმპიჩმენტი
პროცედურის აღძვრის უფლება აქვს დეპუტატების სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 ინიცირებიდან 10 დღის ვადაში პალატა ღებულობს გადაწყვეტილებას საკითხის დღის წესრიგში შეტანის შესახებ საკითხის დღის წესრიგში შეტანიდან 20 დღის ვადაში პალატა ღებულობს გადაწყვეტილებას წარდგენილი ბრალდების დამტკიცების შესახებ პალატაში კენჭისყრა ტარდება პროცედურის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე. პალატის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-მა მხარი უნდა დაუჭიროს წარდგენილი ბრალდების დამტკიცებას. ვადების დარღვევის შემთხვევაში პროცედურა წყდება ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე იმპიჩმენტის საკითხის ორჯერ დაყენება დაუშვებელია 86
უნიტარული აღმასრულებელი ხელისუფლება და აღმასრულებელი პრივილეგია
მთავარი აღმასრულებელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა მოხელეს, აგრეთვე განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება ხელს შეუშლის აღმასრულებელ ხელისუფლებას საკუთარი კონსტიტუციური პრეროგატივების განხორციელებაში, დაცულია გამჟღვანებისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით 87
დელეგირება
დაუშვებელია ერთმა კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა საკუთარი უფლებამოსილებების დელეგირება მოახდინოს მეორე კონსტიტუციურ ინსტიტუტზე კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისების გარდა, დაუშვებელია ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი ჩაერიოს იმ უფლებამოსილებების განხორციელებაში ან დაადგინოს მისთვის რაიმე რეგულაციები, რომელსაც კონსტიტუცია მეორე კონსტიტუციურ ინსტიტუტს მიაკუთვნებს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს უფლება აქვთ საკუთარი უფლებამოსილებების დელეგირება მოახდინონ მათ მიერ შექმნილ საჯარო დაწესებულებებსა და მათ მიერ დანიშნულ პირებზე
88
ვეტო
საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა მთავარი აღმასრულებელს მთავარი აღმასრულებელი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს საკანონმდებლო ორგანოს. თუ მთავარი აღმასრულებელმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერენ და აქვეყნებენ პალატების სპიკერები. მთავარი აღმასრულებელს უფლება აქვს ვეტო დაადოს როგორც კანონის მთელ ტექსტს, ისე მის ცალკეულ ნაწილებს ნაწილობრივი ვეტოს შემთხვევაში ხდება კანონის დარჩენილი ნაწილის პრომულგაცია პალატებმა მთავარი აღმასრულებლის, მე-2 პალატის ან საკონსტიტუციო საბჭოს ვეტო უნდა დაძლიონ 30 დღის ვადაში, საწყისი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ ქვორუმზე 1/4-ით უფრო მაღალი ქვორუმით, მაგრამ არა უმეტეს 4/5-ისა 89
ექსკლუზიური ინიცირება
საბიუჯეტო ხარჯების, ან გადასახადების გაზრდასთან, თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტების ინიცირების ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს მთავარი აღმასრულებელს. აღნიშნულ პროექტებს საკანონმდებლო ორგანო კენჭს უყრის მასში მთავარი აღმასრულებლის თანხმობის გარეშე რაიმე ცვლილების შეტანის გარეშე. 90
საკანონმდებლო ინიციატივა
მთავარი აღმასრულებელს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მთავარი აღმასრულებლის მოთხოვნით კანონპროექტი განიხილება რიგგარეშედ თუ კი 30 დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მთავარი აღმასრულებლის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშიებით, მას დეკრეტით იღებს მთავარი აღმასრულებელი.
91
დეკრეტი
მთავარი აღმასრულებელს უფლება არა აქვს დეკრეტით მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის შემოღებას ან მისი განაკვეთის გაზრდას, მოქალაქის, შტატის და მუნიციპალიტეტის, კონსტიტუციური ინსტიტუტების უფლებათა და პრეროგატივათა შეზღუდვას, ან ეხება ორგანული კანონით მოწესრიგებულ საკითხს 92
ბიუჯეტი
ბიუჯეტის კანონპროექტი ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უნდა იყოს ინიცირებული
ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების გარეშე საჯარო სახსრებიდან ხარჯის გაწევა და ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია
კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას ან შემოსავლების შემცირებას, ძალაში შედის შემდეგი საფინანსო წლიდან
დაუშვებელია ბიუჯეტის დეფიციტის არსებობა
დაუშვებელია საბიუჯეტო ხარჯების იმაზე მეტი პროცენტით გაზრდა, ვიდრე წინა წელს მთლიანი შიდა პროდუქტის, ინფლაციის და მოსახლეობის ზრდის ზრდის საპროცენტო მაჩვენებელი იყო
შემოსავლების 1%-ის ოდენობის თანხა ყოველწლიურად გადაირციხება სტრატეგიული რეზერვების ფონდში.
93
გადასახადები
ყველა გადასახადი ავტომატურად უქმდება მისი დაწესებიდან 5 წლის შემდეგ, თუ არ იქნა მიღებული კანონი მისი არსებობის გაგრძელების შესახებ
თუ საგადასახადო შემოსავლები აღემატება კონსტიტუციით დადგენილ ზღვარს, ნამატი თანხა უბრუნდებათ გადასახადის გადამხდელებს ან შემდეგ წელს მცირდება საგადასახადო განაკვეთი
ახალი გადასახადის დაწესება ან არსებული განაკვეთის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ორგანული კანონით
ახალი გადასახადის ან გაზრდილი განაკვეთის ძალაში შედის ორგანული კანონის მიღებიდან 2 წლის შემდეგ
საგადასახადო შემოსავლები არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 20%ს 94
საჯარო ვალი
ვალის აღება ან ფინანსური გარანტიების გაცემა უნდა მოხდეს საკანონმდებლო ორგანოს თანხმობით
მთლიანი ფედერალური ვალი არ უნდა აღემატებოდეს ისეთ თანხას, რომლისთვისაც ძირის და პროცენტის გადასახადი რომელიმე ფისკალურ წელიწადში უფრო მეტია, ვიდრე
უკანასკნელი 3 წლის ფედერალური შემოსავლების საშუალო ოდენობის 10%-ს,
მშპ-ს 30%-ს
შტატის (მუნიციპალიტეტის) მთლიანი ვალი არ უნდა აღემატებოდეს ისეთ თანხას, რომლისთვისაც ძირის და პროცენტის გადასახადი რომელიმე ფისკალურ წელიწადში აღემატება
უკანასკნელი 3 წლის შტატის (მუნიციპალიტეტის) შემოსავლების საშუალო ოდენობის 10%-ს,
მის ტერიტორიაზე არსებული დასაბეგრი ქონების 5 %.
95
გამონაკლისი
ამ წესებიდან გამონაკლისი დაიშვება
საომარი ან საგანგებო მდგომარეობისას, რომელიც დაკავშირებულია კატასტროფულ მოვლენებთან და რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს მოქმედებას სიცოცხლისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად თუ მშპ-ს ან დასაქმების ზრდის პროგნოზი მოცემული ფისკალური წლისთვის ნაკლებია 1%-ზე და ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს პალატათა სრული შემადგენლობის 2/3 ნებისმიერ ოდენობის თანხა შესაძლებელია გახარჯულ იქნას იმ მიზნით, რასაც განსაზღვრავს ორგანული კანონი ან მხარს დაუჭერს პალატათა სრული შემადგენლობის არანაკლებ ¾
96
სახსრების განაწილება
საგადასახადო შემოსავლების
50 % წარიმართება ფედერალურ ბიუჯეტში
30 % წარიმართება შტატის ბიუჯეტში
20 % წარიმართება მუნიციპალურ ბიუჯეტში
გამოთანაბრებითი ხარჯების განაწილების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით
ორგანული კანონით 5 წლის ვადით შესაძლოა დადგინდეს შემოსავლების განაწილების განსხვავებული წესი
საბიუჯეტო სახსრები შტატებსა და მუნიციპალიტეტებში იხარჯება მათი მოსახლეობის პროპორციულად.
ეს წესი არ ვრცელდება ექსკლუზიური ფედერალური უფლებამოსილებების განხორციელებისათვის აუცილებელ და გამოთანაბრებით ხარჯებზე 97
მართლმსაჯულება
მართლმსაჯულება ხორციელდება კონსტიტუციის, კანონებისა და მოქმედი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად უზენაეს, სააპელაციო და საოლქო სასამართლოებში კანონის შესაბამისად გამწესებული მოსამართლეების, ნაფიცი მსაჯულებისა და მაგისტრატების მიერ. მართლმსაჯულების განხორციელებაში საზოგადოების მონაწილეობის ფორმები განისაზღვრება კანონით. სასამართლო დავების განიხილვის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ სასამართლოს, რომლის განსჯადიცაა საქმე კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.
98
სასამართლოები
უზენაესი სასამართლო არის უმაღლესი და საბოლოო სააპელაციო ინსტანცია. მისი გადაწყვეტილება გადასინჯვას არ ექვემდებარება სასამართლოთა იურისდიქციას და სამართალწარმოების ზოგად წესებს ადგენს კანონი. უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციით, იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია დაადგინოს სამართალწარმოების, აგრეთვე სასამართლოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი წესები, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია საერთო სასამართლოების შიგნით კანონით შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები სპეციალიზებული სამხედრო სასამართლო კოლეგიები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საომარ პირობებში სამხედრო მოსამსახურეთა საქმეების განსახილავად 99
ძალაუფლება
სასამართლო აღჭურვილია კანონით ყველა იმ უფლებამოსილებითა და საშუალებებით, რაც აუცილებელია მოსამართლის, მაგისტრატისა და ნაფიცი მსაჯულის დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების და სასამართლოს გადაწყვეტილებათა სწრაფი აღსრულებისთვის. დაუშვებელია სახელმწიფოს, შტატს, მუნიციპალიტეტს, კერძო პირს, მიენიჭოს რაიმე იმუნიტეტი, პრივილეგია ან შეღავათი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისგან. 100
სამართალწარმოება
სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო, კანონით დადგენილი წესით, თანაბარად უზრუნველყოფს მხარეებს ეფექტური შესაძლებლობით შეაგროვონ მტკიცებულებები, გამოიძახონ და დაკითხონ მოწმეები, აგრეთვე ატარებს მხარეთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. ენობრივი უმცირესობების წარმოამადგენლებისთვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით, სამართალწარმოება უზრუნველყოფილია მათ მშობლიურ ენაზე. პირს, რომელმაც სამართალწარმოების ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.
101
სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე, გარდა კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისებისა. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ. სასამართლოს სხდომის მთლიანი ან ნაწილობრივი დახურვა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი ზნეობის, წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა, ან მხარეთა პროფესიული, ან პირადი საიდუმლოების დასაცვად, და ამოწურულია ამ მიზნების მიღწევის ყველა სხვა გონივრული შესაძლებლობა.
102
სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს არადისკრიმინაციული, კანონით განსაზღვრული მიზნის პროპორციული. გარემოებათა არსებითი მსგავსების შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს საკუთარი ან ზემდგომი სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების იდენტური გადაწყვეტილება, თუ კანონით განსაზღვრული წესით არ იქნება დასაბუთებული განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. 103
საკონსტიტუციო ზედამხედველობა
საკონსტიტუციო ზედამხედველობას ახორციელებენ საერთო სასამართლოები
სასამართლო კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სასამართლო და საკონსტიტუციო ზედამხედველობას, ისე რომ არ დაირღვეს ხელისუფლებათა დანაწილების, შეკავებისა და გაწონასორების პრინციპები
სასამართლო არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ საკითხთა გადაწყვეტაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელისუფლების სხვა ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ და აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამოწურულია პრობლემის გონივრულ ვადაში მოგვარების სხვა საშუალებები 104
კონსტიტუციის უზენაესობა
კონსტიტუციას სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უშუალო მოქმედების ძალა. ყველა სხვა ფედერალური, შტატის ან მუნიციპალური სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. სასამართლომ კანონის განმარტება უნდა მოახდინოს საქართველოს კონსტიტუციის, პრეცედენტული სამართლის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად. საქმის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დაეყრდნოს მხოლოდ კონსტიტუციასა და კონსტიტუციის შესაბამის სამართლებრივ აქტს და კანონით დადგენილი წესით უარი თქვას კონსტიტუციის შეუსაბამო სამართლებრივი აქტის გამოყენებაზე.
105
დანიშვნა
მოსამართლის და მაგისტრატის შერჩევა ხდება ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე. მოსამართლის და მაგისტრატის შერჩევის, თანამდებობაზე გამწესებისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება კანონით. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ან დანიშვნა ხდება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს მიერ. უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში მოსამართლეს უფლება არა აქვს დაიკავოს რომელიმე სხვა საჯარო თანამდებობა, გარდა დემოკრატიის უზრუნველმყოფი სხვა ინსტიტუტის მოხელისა 106
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსამართლე და მაგისტრატი შეიძლება იყოს
მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს პირი, რომელსაც აქვს
სამართლის სფეროში პრაქტიკული, სამეცნიერო, პედაგოგიური საქმიანობის 5 წლიანი გამოცილება; აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
სააპელაციო მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ მოთხოვნებს და საერთო ჯამში აქვს
უმაღლესი განათლების მქონე; საქართველოს მოქალაქე; რომელიც სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და ავტორიტეტით; აქვს საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება; აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
სამოსამართლეო საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება; ან, სამართლის სფეროში პრაქტიკული, სამეცნიერო, პედაგოგიური საქმიანობის 10 წლიანი გამოცილება.
უზენაეს მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ მოთხოვნებს და საერთო ჯამში აქვს
სააპელაციო სასამართლოში სამოსამართლეო საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება; ან, სამოსამართლეო საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება; ან, სამართლის სფეროში პრაქტიკული, სამეცნიერო, პედაგოგიური საქმიანობის 15 წლიანი გამოცილება. 107
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე განსაზღვრული პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ამომრჩევლად არის რეგისტრირებული იმ სასამართლო ოლქის ტერიტორიაზე, რომლის განსჯადიცაა საქმე.
ნაფიც მსაჯულთა ჟიურის სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად კანონით შეიძლება დაწესდეს პირის აცილების არადისკრიმინაციული საფუძველი და წესი.
მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს პირი, რომელიც ადრე მაგისტრატად იყო გამწესებული მისი, როგორც მაგისტრატის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 5 წლის განმავლობაში.
მხოლოდ იუსტიციის საბჭოს მიერ, გამჭვირვალეობისა და საზოგადოებრივი მონაწილეობის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით, განხორციელებული მოსამართლის საქმიანობის სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასება შეიძლება დაედოს საფუძვლად სასამართლო სისტემაში მოსამართლის ან მაგისტრატის კარიერას 108
უფლებამოსილების ვადა
უზენაესი მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 20 წელი პირი შეიძლება უზენაესი მოსამართლე იყოს მხოლოდ ერთხელ ყველა სხვა მოსამართლის უფლებამოსილება უვადოა მაგისტრატის უფლებამოსილება კანონით დადგენილი ისეთი ვადით, რომელიც საფრთხეს არ უქმნის მის დამოუკიდებლობას
უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილია სამოსამართლეო საქმიანობა განაგრძოს როგორც მოსამართლემ მის მიერ არჩეულ სასამართლოში
პირი, რომელიც პირველად არის გამწესებული მოსამართლედ და მაგისტრატად, კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრული სრული ვადით გამწესებამდე, სასამართლოში ინიშნება 5 წლიანი გამოსაცდელი ვადით, კანონით განსაზღვრული სპეციალური მომზადების შემდეგ გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოსამართლე და მაგისტრატი უფლებამოსილია სრული ვადით განაგრძოს საქმიანობა იმავე სასამართლოში 65 წლის, ან კანონით დადგენილი უფრო მაღალი ზღვრული ასაკის მიღწევისას მოსამართლეს უწყდება უფლებამოსილება. სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლეს ირჩევს სასამართლო 10 წლის ვადით. იმავე სასამართლოში თავმჯდომარე პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ
109
შეუცვლელობა
მოსამართლე და მაგისტრატი შეუცვლელია. დაუშვებელია მოსამართლის და მაგისტრატის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლო თანამდებობაზე გადაყვანა, ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა და წესით, როცა ეს საფრთხეს არ უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და ხორციელდება სამართლიანი, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, ჯეროვანი დისციპლინური დევნის ფარგლებში.
დაუშვებელია ახალი კანონის საფუძველზე მოხდეს მოსამართლის, მაგისტრატის, სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების იმ ვადის შემცირება ან შეწყვეტა, რომელიც მოქმედებდა იმ დროისათვის, როცა პირი გამწესდა მოსამართლედ, მაგისტრატად ან სასამართლოს თავმჯდომარედ.
110
სასამართლოს შემადგენლობა
უზენაესი სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან. სხვა სასამართლოებში მოსამართლეთა რიცხვს განსაზღვრავს იუსტიციის საბჭო. დაუშვებელია სასამართლოში მოსამართლეთა რიცხვის შემცირების შედეგად მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება ან სხვა სასამართლო თანამდებობაზე გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულების ჟიურის მონაწილეობით, ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მის გარეშეც. კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით განსაკუთრებით რთული ან მნიშვნელოვანი საქმე შეიძლება განიხილოს 3 მოსამართლისაგან შემდგარი სასამართლო კოლეგია. უზენაესი და სააპელაციო სასამართლოები, საქმეს განიხილავენ 3 მოსამართლისაგან შემდგარი სასამართლო კოლეგიების მეშვეობით. კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით განსაკუთრებით რთული ან მნიშვნელოვანი საქმეები შეიძლება განიხილოს დიდმა სასამართლო პალატამ არანაკლებ 7 მოსასამრთლის შემადგენლობით.
111
დამოუკიდებლობა
მოსამართლე, მაგისტრატი და ნაფიცი მსაჯული დამოუკიდებელია და თავის საქმიანობაში ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს, მაგისტრატსა და ნაფიცი მსაჯულს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, მაგისტრატსა და ნაფიცი მსაჯულზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის, მაგისტრატისა და ნაფიცი მსაჯულის დამოუკიდებლობას. 112
ხელშეუხებლობა
მოსამართლე, მაგისტრატი და ნაფიცი მსაჯული ხელშეუხებელია. მოსამართლე, მაგისტრატი და ნაფიცი მსაჯული პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას განხორცილებული ქმედების გამო, აგრეთვე სასამართლოში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრების და შეხედულებებისთვის. კანონით შეიძლება დაწესდეს მოსამართლისა და მაგისტრატის იმუნიტეტის სხვა შემთხვევებიც, იმ ზომით, რაც აუცილებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მოსამართლის და მაგისტრატის დაპატიმრება, შეიძლება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს თანხმობით. თუ იუსტიციის საბჭოს არ მისცემს თანხმობას, დაკავებული მოსამართლე და მაგისტრატი დაუყოვნებლივ უნდა განთავსუფლდეს. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის, მაგისტრატისა და ნაფიცი მსაჯულის, აგრეთვე მათი ოჯახის უსაფრთხოებას.
113
სასამართლოს ადმინისტრაცია
მოსამართლეთა და მაგისტრატთა შორის საქმეთა განაწილება ხდება გამჭვირვალე, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას სწრაფი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. სასამართლოს ადმინისტრატორს ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, სასამართლოს სხვა მოსამართლეთა ან მაგისტრატთა უმრავლესობის თანხმობით, კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს სასამართლოს თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარე ან სასამართლოს სხვა მოსამართლეთა ან მაგისტრატთა უმრავლესობა უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს სასმართლოს ადმინისტრატორი. სასამართლოს დაქვემდებარებაში არის მარშალი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს ტერიტორიაზე წესრიგის დაცვას და სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას
114
სასამართლოს ბიუჯეტი
დაუშვებელია სასამართლო ხელისუფლების ან ცალკეული სასამართლოს ბიუჯეტის შემცირება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. იუსტიციის საბჭო თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასამართლო ხელისუფლებისათვის გამოყოფილ სახსრების განაწილების თაობაზე, სასამართლოებიდან შემოსული საბიუჯეტო განაცხადების შესაბამისად. სასამართლოს საბიუჯეტო განაცხადს ადგენს სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს სხვა მოსამართლეთა ან მაგისტრატთა უმრავლესობის თანხმობით. დაუშვებელია სასამართლოს საბიუჯეტო განაცხადში ცვლილებების შეტანა შესაბამისი სასამართლოს თანხმობის გარეშე.
115
იუსტიციის საბჭო
იუსტიციის საბჭო არის მოსამართლეთა პროფესიულ თვითმმართველობისა და საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულების ორანო იუსტიციის საბჭო, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სწრაფ, ხარისხიან, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ხელმისაწვდომ მართლმსაჯულებისათვის აუცილებელ პირობებს, უზრუნველყოფს მოსამართლეთა და მაგისტრატთა სავალდებულო უწყვეტ განათლებას. 116
იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება
მხოლოდ იუსტიციის საბჭო, კანონით განსაზღვრული წესით, ახორციელებს უფლებამოსილებას, რომელიც დაკავშირებულია
მოსამართლეთა და მაგისტრტთა შერჩევას, გამწესებას, დანიშვნას, დაწინაურებას, სხვა სასამართლო თანამდებობაზე გადაყვანასთან მოსამართლეთა და მაგისტრტთა საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა, დისციპლინურ სამართალწარმოებას, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან სასამართლოთა შექმნას, რეორგანიზაცასა და ლიკვიდაციას, მათი განსჯადობას განსაზღვრის შესახებ კანონპროექტის ინიცირებასთან სასამართლოებში მოსამართლეთა რიცხვის განსაზღვრასთან სასამართლოთა და საკუთარი ბიუჯეტის შემუშავებასთან.
იუსტიციის საბჭო ასრულებს კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
117
იუსტიციის საბჭოს წევრი
იუსტიციის საბჭოს წევრი შეიძლება იყოს
უმაღლესი განათლების მქონე;
საქართველოს მოქალაქე;
რომელიც სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და ავტორიტეტით;
აქვს საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება;
აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
იუსტიციის საბჭოს და მისი კომიტეტების შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, იყოს წარმომადგენლობითი, ასახავდეს საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას, მოიცავდეს სხვა და სხვა პროფესიული გამოცდილების მქონე პირებს
იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს საბჭო იმ ვადით, რა ვადითაც იგი ახორციელებს იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილებას
118
იუსტიციის საბჭოს წევრი
ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით, იუსტიციის საბჭოს სხვა წევრს, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი მოსამართლეთა და მაგისტრატთა კონფერენციის მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან.
იუსტიციის საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იყოს ზედიზედ მხოლოდ ერთი ვადით.
პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის საბჭოს წევრთა შორის ნახევარს მოსამართლეები უნდა შეადგენენ, ისე რომ არჩეული იყოს თანაბარი რაოდენობის უზენაესი, სააპელაციო, საოლქო მოსამართელე, მაგისტრატი და სასამართლო ადმინისტრატორი.
იუსტიციის საბჭოს წევრთა მესამედი არაიურისტი უნდა იყოს
იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიას მოსამართლეთა და მაგისტრატთა კონფერენციას წარუდგენს რესპუბლიკის საბჭო
უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში იუსტიციის საბჭოს წევრს უფლება არა აქვს დაიკავოს რომელიმე სხვა საჯარო თანამდებობა, გარდა მოსამართლისა ან დემოკრატიის უზრუნველმყოფი სხვა ინსტიტუტის მოხელისა 119
იუსტიციის საბჭოს კომიტეტი
იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებებს კანონით დადგენილ შემთხვევებსა და წესით ახორციელებენ მისი კომიტეტები. კომიტეტის წევრებს ირჩევს იუსტიციის საბჭო საკუთარ წევრთაგან, ისე რომ კომიტეტის წევრთა ნახევარს მოსამართლეები შეადგენენ, არჩეული იყოს თანაბარი რაოდენობის უზენაესი, სააპელაციო, საერთო მოსამართელე და მაგისტრატი
120
ხელისუფლების განხორციელება
ფედერალური, შტატის და მუნიციპალური ხელისუფლება ხორციელდება დამოუკიდებლად, სუბსიდიარულობის, გამჭვირვალობის, სამოქალაქო მონაწილეობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების საფუძველზე და საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად
121
სამართლებრივი ურთიერთაღიარება და დაცვა
ფედერალური მთავრობის, შტატის ან მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ სამართლებრივ აქტს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ყველა სხვა სამართლებრივ აქტთან შედარებით, გარდა ფედერალური კონსტიტუციისა შტატი ან მუნიციპალიტეტი ვალდებულია აღიაროს ფედერალური, სხვა შტატისა ან მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტი ფედერალური მთავრობა, შტატი და მუნიციპალიტეტს უფლება აქვს საკუთარი ინტერესების დასაცავდ მიმართოს სასამართლოს
122
ექსკლუზიური ფედერალური იურისდიქცია
ეროვნულ უშიშროება თავდაცვა საგარეო პოლიტიკა მონეტარული პოლიტიკა
123
ფედერალური ინტერვენცია
ფედერალური მთავრობა არის შტატსა და მუნიციპალიტეტში დემოკრატიის გარანტი და იცავს მათ გარედან ან შიგნიდან მომდინარე ძალადობისაგან
ფედერალურ მთავრობას, შტატსა და მუნიციპალიტეტს შორის კომპეტენციათა შესახებ დავა წყდება მხოლოდ სასამართლო წესით
ფედერალურ მთავრობას უფლება აქვს, ორაგანული კანონით განსაზღვრული წესით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დროებით ჩაანაცვლოს შტატის ან მუნიციპალური ხელისუფლება და იმოქმედოს მათ ნაცვლად, თუ კი ისინი არ ან ვერ ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს და ამით აშკარა და გარდუვალი საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ ინტერესს 124
კონკურენტული იურისდიქცია
სამოქალაქო თავისუფლებები
ჯანსაღი გარემოს დაცვა
თავისუფალი მეწარმეობის, ვაჭრობისა და კონკურენციის უზრუნველყოფა
ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ბრძოლა
გადასახადები
პალატათა 2/3-ით შტატს უფლება აქვს 1 წლით გადაავადოს კონკურენტულ უფლებამოსილებათა სფეროში შემავალ საკითხის შესახებ ფედერალური კანონის ამოქმედება
უფლებამოსილებათა დელეგირება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულების სასფუძველზე
125
რეზერვირებული უფლებამოსილებები
უფლებამოსილებები, რომლებიც არ მიეკუთვნება ექსკლუზიურ ფედერალური იურისდიქციას და რომელთა განხორციელება შტატს ან მუნიციპალიტეტს პირდაპირ არ ეკრძალება, ეკუთვნის შტატს, მუნიციპალიტეტს ან ხალხს.
126
შტატი
აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს გუბერნატორი
საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს 2 პალატიანი ლეგისლატურა
გუბერნატორისა და ლეგისლატურის არჩევის წესი, უფლებამოსილებები - პრეზიდენტისა და პარლამენტის იდენტური
გუბერნატორისა და ლეგისლატურის 1-ლი პირდაპირი არჩევნები ჩატარდება 2025 წელს. არჩეული ლეგისლატურა მიიღებს შტატის კონსტიტუციას
2025 წლამდე შტატის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოები საკუთარ წევრთაგან ირჩევენ ლეგისლატურას კანონით დადგენილი წესით, ხოლო გუბერნატორს ნიშნავს პრეზიდენტი ლეგისლატურის თანხმობით
127
მუნიციპალიტეტი
აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მერი საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს საკრებულო მერისა და საკრებულოს არჩევის წესი, უფლებამოსილებები - პრეზიდენტისა და პარლამენტის (არჩევნების შემთხვევაში ეროვნული კრების) იდენტური 128
შტატის დაფუძნება, გაყოფა, გაერთიანება, საზღვრების შეცვლა
ახალი შტატის დაფუძნება რომელიმე შტატის იურისდიქციის ფარგლებში, შტატის საზღვრების შეცვლა, შტატის გაყოფა ორ ან მეტ შტატად ან ორი ან მეტი შტატის ან მათი ნაწილის გაერთიანება ერთ შტატად შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი შტატების ლეგისლატურებისა და პარლამენტის პალატათა წევრთა 2/3-ის თანხმობით 129
მუნიციპალიტეტის დაფუძნება, გაყოფა, გაერთიანება, საზღვრების შეცვლა
ახალი მუნიციპალიტეტის დაფუძნება რომელიმე მუნიციპალიტეტის იურისდიქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საზღვრების შეცვლა, მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად ან ორი ან მეტი მუნიციპალიტეტის ან მათი ნაწილის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამის მუნიციპალიტეტთან კონსულტაციის, შტატის ლეგისლატურისა და პარლამენტის პალატათა წევრთა 2/3-ის თანხმობით
130
შტატის და მუნიციპალიტეტის დაფუძნების, გაყოფის, გაერთიანების, საზღვრების შეცვლის პროცედურა
შტატის და მუნიციპალიტეტის დაფუძნების, გაყოფის, გაერთიანების, საზღვრების შეცვლის პროცედურები უნდა დასრულდეს მათი ინიცირებიდან 5 წლის ვადაში საკონსტიტუციო საბჭო ადასტურებს ამ პროცედურის კონსტიტუციურობას
131
დემოკრატიის უზრუნველმყოფი ინსტიტუტები
საკონსტიტუციო საბჭო რესპუბლიკის საბჭო იუსტიციის საბჭო ომბუდსმენი გენერალური აუდიტორი საჯარო სამსახურის კომისია საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი მაუწყებელი 132
რესპუბლიკის საბჭო
უმაღლესი სათათბირო ორგანო, ხელს უწყობს კონსტიტუციური ინსტიტუტების ჰარმონიულ ფუნქციონირებას ახდენს კანდიდატების ნომინაციას დემოკრატიის უზრუნველმყოფი ინსტიტუტების ხელმძღვანელ თანამდებობზე
133
რესპუბლიკის საბჭოს წევრები
პრეზიდენტი ეროვნული კრებისა და სენატის სპიკერები ოპოზიციის ლიდერი უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები ეროვნული კრებასა და სენატში საკანონმდებლო ორგანოებში წარმოდგენილ პარტიათა ლიდერები იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე გუბერნატორების ასოციაციის თავმჯდომარე ლეგისლატურების პალატების სპიკერების ასოციაციის თავმჯდომარე მერების ასოციაციის თავმჯდომარე საკრებულოების სპიკერების ასოციაციის თავმჯდომარე 134
საკონსტიტუციო საბჭო
საკონსტიტუციო სასამართლო გარდაიქმნება საკონსტიტუციო საბჭოდ. ადგენს კონსტიტუციურობას კონსტიტუციის გადასინჯვის, იმპიჩმენტის ან ქმედუუნარობის საკანონმდებლო ორგანოს წევრის დევნის საარჩევნო ოლქების შტატის ან მუნიციპალიტეტის გაყოფის, შერწყმის, საზღვრების შეცვლის შტატსა ან მუნიციპალიტეტში პირდაპირი ფედერალური მმართველობის შემოღების 135
საკონსტიტუციო საბჭოს წევრი
ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით,
პრეზიდენტი
პარლამენტის პალატები
იუსტიციის საბჭო
ომბუდსმენი
საჯარო სამსახურის კომისია
ლეგისლატურების, გუბერნატორების, საკრებულოების, მერების ასოციაციები
10 წლის ვადით საკონსტიტუციო საბჭოს წევრის თანამდებობაზე, რესპუბლიკის საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, ნიშნავს იმ პირს, რომელიც
სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და აღიარებით
არანაკლებ 5 წელი ეწეოდა სამოსამართლეო საქმიანობას
ან, არანაკლებ 10 წელი სამართლის სფეროში ეწეოდა პრაქტიკულ, სამეცნიერო, პედაგოგიურ საქმიანობას
აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს
საკონსტიტუციო საბჭოს წევრი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ
უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო საბჭოს წევრს უფლება არა აქვს დაიკავოს რომელიმე სხვა საჯარო თანამდებობა, გარდა მოსამართლისა და დემოკრატიის უზრუნველმყოფი სხვა ინსტიტუტის მოხელისა
136
ქმედუუნარობა
კონსტიტუციური თანამდებობის პირის ქმედუუნარობის შესახებ პალატის, მთავრობის წევრთა უმრავლესობის მომართვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლის შესახებ
თუ საკონსტიტუციო საბჭო დაადგენს კონსტიტუციური თანამდებობის პირის მუდმივ ქმედუუნარობას, მაშინ შესაბამის თანამდებობას აცხადებს ვაკანტურად და კანონით დაგენილი წესით მას იკავებს კანონით განსაზღვრული უფლებამონაცვლე
თუ კონსტიტუციური თანამდებობის პირის ქმედუუნარობა დროებითია, საკონსტიტუციო საბჭო განსაზღვრავს თუ როდის არის შესაძლებელი მის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულების განახლება
დროებითი ქმედუუნარობის პერიოდში კონსტიტუციური თანამდებობის პირის უფლებამოსილებებს ასრულებს კანონით განსაზღვრული პირი
საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას რესპუბლიკის საბჭოს უფლება აქვს იმ არჩევითი კონსტიტუციური თანამდებობის პირის ადგილას, რომელიც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამო ქმედუუნარო გახდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან გარდაიცვალა, დანიშნოს უფლებამონაცვლე იმ ვადით, სანამ ეს წევრი არ იქნება მზად განახლოს მის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულება ან არ იქნება არჩეული მისი მემკვიდრე
137
ომბუდსმენი
ომბუდსმენი ზედამხედველობს საჯარო დაწესებულებისა და მოხელეების მიერ სამოქალაქო თავისუფლებების, კანონისა და საჯარო სამსახურის მომხმარებლის ინტერესებს დაცვას
წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ ომბუდსმენი წარუდგენს ანგარიშს პარლამენტს
ომბუდსმენს უფლება აქვს ნებისმიერი პირისგან, მოსამართლის, მაგისტრატის და ნაფიცი მსაჯულის გარდა, მიიღოს ინფორმაცია და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც აუცილებია მისთვის კონსტიტუციურ პრეროგატივათა განსახორციელებლად, მაგრამ ისე, რომ არ დაიღვეს პირის სამოქალაქო თავისუფლებები და კონსტიტუციური პრეროგატივები
ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით, პარლამენტი ომბუდსმენის თანამდებობაზე ირჩევს იმ პირს, რომელიც
სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და აღიარებით
არანაკლებ 5 წელი ეწეოდა სამოსამართლეო საქმიანობას
ან, არანაკლებ 10 წელი სამართლის სფეროში ეწეოდა პრაქტიკულ, სამეცნიერო, პედაგოგიურ საქმიანობას
აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს
ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა არის 10 წელი. ომბუდსმენი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ
უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში ომბუდსმენს უფლება არა აქვს დაიკავოს რომელიმე სხვა საჯარო თანამდებობა, გარდა მოსამართლისა დემოკრატიის უზრუნველმყოფი სხვა ინსტიტუტის მოხელისა 138
გენერალური აუდიტორი
საჯარო სახსრების და ქონების კანონიერ და ეფექტურ განკარგვას ზედამხედველობს გენერალური აუდიტორი
წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ გენერალური აუდიტორი წარუდგენს ანგარიშს პარლამენტს
გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს ნებისმიერი პირისგან მიიღოს ინფორმაცია და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც აუცილებია მისთვის კონსტიტუციურ პრეროგატივათა განსახორციელებლად, მაგრამ ისე, რომ არ დაიღვეს პირის სამოქალაქო თავისუფლებები და კონსტიტუციური პრეროგატივები
ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით, პარლამენტი გენერალურ აუდიტორს თანამდებობაზე, რესპუბლიკის საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, ირჩევს იმ პირს, რომელიც სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და აღიარებით
ან, არანაკლებ 10 წელი ფინანსების ან მართვის სფეროში ეწეოდა პრაქტიკულ, სამეცნიერო, პედაგოგიურ საქმიანობას
აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს
გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადა არის 10 წელი.
გენერალური აუდიტორი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ
უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში გენერალური აუდიტორს უფლება არა აქვს დაიკავოს რომელიმე სხვა საჯარო თანამდებობა, გარდა მოსამართლისა და დემოკრატიის უზრუნველმყოფი სხვა ინსტიტუტის მოხელისა
139
საჯარო სამსახურის კომისია
საჯაროს სამსახურის კომისია ზედამხედველობს საჯარო სამსახურის ეფექტურობას, ანგარიშვალდებულებას, მერიტოკრატიულობას, პოლიტიკურ ნეიტრალურობას, პროფესიულ ეთიკას, აგრეთვე იმ პირობებს, რაც აუცილებელია საჯარო სამსახურის კომპეტენტური ადამიანური რესურსებით უზრუნველსაყოფად
წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ საჯაროს სამსახურის კომისია წარუდგენს ანგარიშს პარლამენტს
საჯაროს სამსახურის კომისიას უფლება აქვს ნებისმიერი პირისგან მიიღოს ინფორმაცია და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც აუცილებია მისთვის კონსტიტუციურ პრეროგატივათა განსახორციელებლად, მაგრამ ისე, რომ არ დაიღვეს პირის სამოქალაქო თავისუფლებები და კონსტიტუციური პრეროგატივები
ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით, პარლამენტი საჯაროს სამსახურის კომისიის წევრის თანამდებობაზე, რესპუბლიკის საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, ირჩევს იმ პირს, რომელიც
სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და აღიარებით
ან, არანაკლებ 10 წელი ფინანსების ან მართვის სფეროში ეწეოდა პრაქტიკულ, სამეცნიერო, პედაგოგიურ საქმიანობას
აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს
საჯაროს სამსახურის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა არის 10 წელი.
საჯაროს სამსახურის კომისიის წევრი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ
უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში საჯაროს სამსახურის კომისიის წევრს უფლება არა აქვს დაიკავოს რომელიმე სხვა საჯარო თანამდებობა, გარდა მოსამართლისა და დემოკრატიის უზრუნველმყოფი სხვა ინსტიტუტის მოხელისა 140
დემოკრატიის უზრუნველმყოფი ინსტიტუტის ბიუჯეტი
დაუშვებელია დემოკრატიის უზრუნველმყოფი ინსტიტუტების ბიუჯეტის შემცირება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით. დემოკრატიის უზრუნველმყოფი ინსტიტუტები თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილ სახსრების განაწილების თაობაზე.
141
ინტერესთა კონფლიქტი
საჯარო მოხელეს არ შეიძლება ეკავოს 2 საჯარო თანამდებობა საჯარო მოხელეს ეკრძალება ისეთი შემოსავლის ან სხვა სიკეთის მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას საჯარო მოხელე, კანონით დადგენილ შემთხვევებსა და წესით, უფლებამოსილია საჯარო სამსახურს გარე საქმიანობიდან მიიღონ შემოსავალი, რომელიც უნდა იყოს გონივრული, პროპორციული და იმის ექვივალენტური, რასაც ანალოგიურ ვითარებაში კერძო პირი მიიღებდა საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლბის უზრუნველსაყოფად, კანონით შეიძლება დაწესდეს
საჯარო მოხელის თანამდებობასთან სხვა თანამდებობის, საქმიანობის, გაერთიანების წევრობის შეუთავსებლობის შემთხვევები საჯარო მოხელის მიერ საკუთარი და ოჯახის წევრების ქონებისა და შემოსავლების, აგრეთვე ქონების წარმომავლობის და შემოსავლის წყაროების დეკლარირების ვალდებულება
142
კონსტიტუციის გადასინჯვა
ინიცირების უფლებამოსილება პრეზიდენტი, პარლამენტი, შტატითა და მუნიციპალიტეტების არანაკლებ მესამედი. კონსტიტუციის გადასინჯვისათვის ტარდება კონსტიტუციური კონვენტის არჩევნები. პირს, რომელიც კენჭს იყრის კონსტიტუციური კონვენტის არჩევნებში, მომდევნო 10 წლის მანძილზე უფლება არ ექნება დაიკავოს რაიმე პოლიტიკური თანამდებობა. 143
კონსტიტუციური კონვენტი
500 წევრი ნახევარი არჩეული, ნახევარი დანიშნული არჩეული წევრები აირჩევიან ეროვნული კრების წევრების მსგავსად დანიშნული წევრების ნახევარს ნიშნავენ ფედერალური კონსტიტუციური ინსტიტუტები მეორე ნახევარს თანაბარი ოდენობით ნიშნავენ შტატები და მუნიციპალიტეტები ფედერალური, შტატისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები თანაბარ თანაბარი რაოდენობით წევრებს ნიშნავენ 144
დაუშვებელი ცვლილებები
საკონსტიტუციო საბჭომ უნდა დაადასტუროს ცვლილებათა პროექტის შესაბამისობა კონსტიტუციის საერთო სულისკვეთებასთან. დაუშვებელია კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელიც მიმართულია ეროვნული, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლების, ხელისუფლებათა დანაწილების წინააღმდეგ.
145
ცვლილებების რატიფიკაცია
კონვენტის მიერ მიღებული ცვლილებების რატიფიკაცია უნდა მოახდინოს პრეზიდენტმა, პარლამენტმა და შტატების 3/4-მა. პარლამენტმა და ლეგისლატურებმა რატიფიკაციის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხმათა 2/3-ით. საკონსტიტუციო საბჭომ უნდა დაადასტუროს გადასინჯვის პროცედურის კონსტიტუციურობა.
146
გადასინჯვის ვადები
კონვენტის მიერ ცვლილებები მიღებულ უნდა იყოს მისი არჩევიდან 2 წლის ვადაში. რატიფიკაციის პროცესი უნდა დასრულდეს კონვენტის მიერ ტექსტის მიღებიდან 5 წლის ვადაში. თუ დადგენილ ვადაში კონვენტი ვერ ახერხებს ცვლილებების მიღებას, ან არ დასრულდა რატიფიკაციის პროცესი, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა წყდება. პარლამენტს უფლება აქვს ხმათა 2/3-ით გააგრძელოს ეს ვადები კიდევ 1 წლით. "დამატებულ" დროში მათ, ვინც უკვე მოახდინა ცვლილებათა რატიფიკაცია, უფლება აქვთ მოახდინონ დენონსირება იმავე წესით, როგორც მოხდა რატიფიკაცია. დაუშვებელია უარყოფილი საკონსტიტუციო ცვლილებების ხელახალი ინიცირება შემდეგი 5 წლის განმავლობაში
147