Buckswood School Presentation Media Announcement_26.10

  • Uploaded by: Buckswood School in Tbilisi
  • 0
  • 0
  • June 2020
  • PDF

This document was uploaded by user and they confirmed that they have the permission to share it. If you are author or own the copyright of this book, please report to us by using this DMCA report form. Report DMCA


Overview

Download & View Buckswood School Presentation Media Announcement_26.10 as PDF for free.

More details

  • Words: 484
  • Pages: 2
ინფორმაცია მედიისთვის 25.10.2009

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში მედია–ანონსი 26 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის თბილისის სკოლის პრეზენტაცია (მის: წყნეთი, რუსთაველის ქ. 54). ღონისძიებას უმასპინძლებენ ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის დირექტორი, გაილს სატონი და ბაქსვუდის თბილისის სკოლის დირექტორი, ლევან ხარატიშვილი. გახსნის ცერემონიას, სკოლის მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად, დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ნიკა გვარამია, ხელისუფლების, განათლების სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. ბრიტანეთის მხარის დელეგაციას აგრეთვე წარმოადგენენ ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი, გრევილ ფილდი და სპორტის კათედრის ხელმძღვანელი, უეფას აკრედიტირებული მწვრთნელი ფეხბურთში, ჯიმ კოლსტონი. სიტყვით გამოსვლების შემდეგ, ლევან ხარატიშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფ „ბზიკების“ მომღერლებს, წყნეთის მაცხოვრებლებს, მარიამ კიკუაშვილსა და მარიამ თათუნაშვილს ბაქსვუდის სკოლა უფასო სწავლების საშუალებას მისცემს. პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს დაათვალიერებინებენ სკოლის შენობასა და უნიკალურ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას. ბრიტანული საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნა გაეროს ასოციაციის სერთაშორისო სკოლის ბაზაზე, რომელიც 2000 წლიდან წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში. „იდეა იმის თაობაზე,

რომ ბაქსვუდის სკოლა თბილისში გაგვეხსნა, ამ შესანიშნავ ადგილას, მიმდინარე წლის ზაფხულში გაჩნდა, საქართველოს განათლების სამინისტროს ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლის პროექტის ერთობლივი ძალით წარმატებულად განხორციელების შემდეგ და აი, ასეთ მოკლე დროში ჩვენ უკვე საერთო სკოლა გვაქვს ჩვენ ქართველ პარტნიორებთან. ვფიქრობ, რომ ბრიტანული და ქართული განათლების ტრადიციების თანხვედრა, თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვან კერად აქცევს ბაქსვუდის სკოლას თბილისში“, განაცხადა ბაქსვუდის სერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელმა, გაილს სატონმა. თბილისის ბაქსვუდის სკოლის დირექტორის, ლევან ხარატიშვილის თქმით კი: „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში, ბრიტანულ მხარესთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ძალზედ მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რაც თვისობრივად განავითარებს და გააუმჯობესებს განათლების ხარისხს ჩვენ სკოლაში“. ბატონი ლევანის განცხადებით, უკვე მეორე სემესტრში იგეგმება შემდეგი სიახლეები:

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში საქართველო, წყნეთი რუსთაველის #45 ტელ: +99532 228901 +99577 992993 ელ. ფოსტა: [email protected] www.buckswood.ge

– – – –

– – – – –

ორენოვანი სწავლების სისტემის დანერგვა, რომლის დროსაც გარკვეულ საგნებს ბავშვები ინგლისურ ენაზე ისწავლიან დაწყებითი კლასებიდან სკოლაში შემოვა ახალი საგანი „საერთაშორისო სწავლება“ (International Studies), რომლის დახმარებითაც ბავშვები გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მაღალ კლასებში მოხდება „მსოფლიოს უახლესი ისტორიის“ სწავლება ინგლისურ ენაზე 17 წლის მოზარდებისთვის გაკეთდება საუნივერსიტეტო კურსი ბიზნესში, რომლის კურსდამთავრებულებსაც საშუალება ექნებათ გააგრძელონ სწავლა ბრიტანეთის ბიზნეს სკოლებში გაიმართება გაცვლითი საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ბაქსვუდის ქსელის სხვა ქვეყნის სკოლებთან საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება, რომელიც დაკავშირებული იქნება წამყვანი ბრიტანული კლუბების (ჩელსი, არსენალი, სხვ.) საფეხბურთო აკადემიების ქსელს ყოველ წელს მინიმუმ 3 წარჩინებული მოსწავლე უფასოდ გაემგზავრება 2 კვირიან საზაფხულო კურსებზე ბაქსვუდის ბრიტანულ სკოლაში მოხდება წარმატებული მოსწავლეებისთვის სწავლის გადასახადის ნაწილობრივი და მთლიანი დაფინანსება სკოლის ბაზაზე გაიხსნება ინგლისური ენის სწავლების ცენტრი, რომელშიც ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლება საფუძვლიანად დაეუფლოს ინგლისურს ბრიტანული მეთოდების გამოყენებით

ინფორმაცია ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაზე

ბაქსვუდის სკოლას მრავალი წელია, რაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიდი ბრიტანეთის განათლების სფეროში. სკოლა საერთაშორისო სტატუსის მატარებელია და აერთიანებს სხვადასხვა სკოლებს დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიასა და იტალიაში. ბაქსვუდის სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე სასწავლო სტანდარტების შერწყმას ტრადიციულ ღირებულებებთან (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.buckswood.co.uk). ტექნიკური ინფორმაცია:

საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალისტებისთვის გათვალისწინებულია ტრანსპორტირება ბაგებიდან (კუს ტბის ასახვევის მოპირდაპირე მხარეს) სკოლის მიკროავტობუსით, რომელიც 12:00 საათზე გავა წყნეთის მიმართულებით.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში საქართველო, წყნეთი რუსთაველის #45 ტელ: +99532 228901 +99577 992993 ელ. ფოსტა: [email protected] www.buckswood.ge

Related Documents


More Documents from "04tollidayl"