Buckswood Football Academy Media Announcement_27.10

  • Uploaded by: Buckswood School in Tbilisi
  • 0
  • 0
  • June 2020
  • PDF

This document was uploaded by user and they confirmed that they have the permission to share it. If you are author or own the copyright of this book, please report to us by using this DMCA report form. Report DMCA


Overview

Download & View Buckswood Football Academy Media Announcement_27.10 as PDF for free.

More details

  • Words: 267
  • Pages: 1
ინფორმაცია მედიისთვის 27.10.2009

ფეხბურთის აკადემია ბაქსვუდის თბილისის სკოლაში უეფას აკრედიტირებული ბავშვთა მწვრთნელის საჩვენებელი წვრთნა ქართველი პედაგოგებისა და ბავშვებისთვის მედია–ანონსი 26 ოქტომბერს, 10:30 საათზე გაიმართება ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის თბილისის სკოლაში (მის: წყნეთი, რუსთაველის ქ. 54) გაიმართება საჩვენებელი წვრთნა ქართველი პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რომელსაც წარუძღვება ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი, ჯიმ კოლსტონი და რომელსაც დაესწრება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, სპორტული წრეებისა და მედიის წარმომადგენლები. ბრიტანელი, უეფას მიერ აკრედიტირებული მწვრთნელის მიერ ორგანიზებულ ფეხბურთის მასტერ–კლასში, ბაქსვუდის თბილისის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად სხვა სკოლის ბავშვები და მასწავლებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. დასასრულს გაიმართება ორმხრივი სპარინგ–მატჩი. ბრიტანული საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნა გაეროს ასოციაციის სერთაშორისო სკოლის ბაზაზე, რომელიც 2000 წლიდან წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოში. „სასკოლო

პროგრამების გაცვლასთან ერთად, ბაქსვუდის თბილისის სკოლის ბაზაზე ჩვენ ვაყალიბებთ საფეხბურთო აკადემიას, რომელიც ავტომატურად გაერთიანდება SAFA (Southern Acossiation of Football Academies)-ს ქსელში. ინგლისური საფეხბურთო აკადემიების აღნიშნული ქსელი კი მოგეხსენებათ ისეთი კლუბებისთვის ზრდიან მომავალ ფეხბურთელებს, როგორიცაა ჩელსი, არსენალი და პრემიერ–ლიგის რამდენიმე სხვა კლუბი“, განაცხადა ბაქსვუდის სერთაშორისო სკოლის სპორტული კათედრისა და საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელმა, ჯიმ კოლსტონმა. ჯიმ კოლსტონის და ბაქსვუდის თბილისის სკოლის დირექტორის, ლევან ხარატიშვილის განცხადებით, სკოლის ბაზაზე საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბებასთან ერთად, ქართველი ბავშვები მონაწილეობას მიიღებე სხვადასხვა სპორტულ ტურნირებში, რომლებიც გაიმართებაბაქსვუდის ქსელის სხვა ქვეყნის სკოლებთან.

ბაქსვუდის სკოლას მრავალი წელია, რაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიდი ბრიტანეთის განათლების სფეროში. სკოლა საერთაშორისო სტატუსის მატარებელია და აერთიანებს სხვადასხვა სკოლებს დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიასა და იტალიაში. ბაქსვუდის სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე სასწავლო სტანდარტების შერწყმას ტრადიციულ ღირებულებებთან (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.buckswood.co.uk). ტექნიკური ინფორმაცია:

საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალისტებისთვის გათვალისწინებულია ტრანსპორტირება ბაგებიდან (კუს ტბის ასახვევის მოპირდაპირე მხარეს) სკოლის მიკროავტობუსით, რომელიც 11:00 საათზე გავა წყნეთის მიმართულებით.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში წყნეთი, რუსთაველის #45 ტელ: +99532 228901 +99577 992993 ელ. ფოსტა: [email protected] www.buckswood.ge

Related Documents


More Documents from ""