მცირე ინფორმაცია სკოლის შესახებ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში წელს, 26 ოქტომბერს გაიხსნა გაეროს საერთაშორისო სკოლის ბაზაზე, რომელიც უკვე ცხრა წელია, რაც განათლების საერთაშორისო მაღალ სტანდარტებსა და საუკეთესო გამოცდილებას პასუხობს. სკოლა ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის ბაქსვუდის წევრია, რომელშიც ასევე შედიან სკოლები დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში. აქედან გამომდინარე, სკოლა მსოფლიოს ნებისმიერ საერთაშორისო სკოლასთან მოსწავლეთა მარტივად ადაპტირების საშუალებას იძლევა. მასში განათლების მიღება შეუძლიათ 5 დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს (მოსამზადებელი, დაწყებითი, საბაზო და ზოგადი განათლების ყველა საფეხური). სწავლების ბრიტანული და ქართული საუკეთესო ტრადიციების შერწყმით, დაბალანსებული საგანმანათლებლო პროგრამითა და წამახალისებელი აქტივობების გზით მოსწავლეებს ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში ვეხმარებით. ეს არის “სახლი სახლის გარეთ”- მზრუნველობით სავსე უსაფრთხო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები და შემოქმედებითობა, რაც მათი აკადემიური წარმატების საწინდარია. სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კრიტიკულად მოაზროვნე და ეთიკურად ჩამოყალიბებული თაობის აღზრდა, რომელიც თავის დროსა და ცოდნას საკუთარ პროფესიულ განვითარებას მოახმარს. ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებს, წარმატებულად დააკავშირონ მათი სასკოლო გამოცდილება ადგილობრივ ყოველდღიურ გარემოსთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან. სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა თავისუფალ დროს. მათ საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით, აქტიურ, გასართობ და გამაჯანსაღებელ პროგრამებში. სკოლისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. ბაქსვუდის თბილისის სკოლის საფეხბურთო აკადემია ბაქსვუდის საერთაშორისო საფეხბურთო აკადემიების ქსელის წევრი, რაც აძლევს ქართველ ბავშვებს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებას.