ინფორმაცია მედიისთვის 29.10.2009
ინგლისური ენის სემინარები ქართველი მასწავლებლებისთვის ბაქსვუდის სკოლის ბრიტანელი პედაგოგების მასტერ–კლასი თბილისში მედია–ანონსი 29 ოქტომბერს, 15:30 საათზე ბაქსვუდის თბილისის სკოლაში (მის: წყნეთი, რუსთაველის ქ. 54) გაიმართება სემინარი ინგლისური ენის მასწავლებელთათვის, რომელსაც ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის ენების კათედრისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯილიან ჯონსონი ჩაატარებს. ღონისძიება ჩატარდება „ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის“ (ETAG) მხარდაჭერითა და მისი წევრების მონაწილეობით. სემინარს დაესეწბა თბილისის სხვადასხვა სკოლის ოცდაათამდე პედაგოგი. ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის ენების კათედრის ხელმძღვანელის, ჯილიან ჯონსონის თქმით:
„საქართველოში ინგლისური ენის სწავლების საკმაოდ მაღალი დონეა. თბილისის მასშტაბით სკოლებში საკმაოდ პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები მუშაობენ და სამინისტროც ზრუნავს მათ მუდმივ განვითარებაზე. ჩვენი სემინარი კი უფრო ინგლისური ენის, როგორც უცხოენის სწავლების უახლესი ტექნოლოგიების გაცნობასა და არსებულ პრაქტიკაზე მსჯელობას დაეთმობა“. ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის თბილისის სკოლა სულ ახალხან ოფიციალურად გაიხსნა და მისი დირექტორის, ლევან ხარატიშვილის განცხადებით, უკვე მეორე სემესტრში იგეგმება შემდეგი სიახლეები: – – – –
– –
ორენოვანი სწავლების სისტემის დანერგვა, რომლის დროსაც გარკვეულ საგნებს ბავშვები ინგლისურ ენაზე ისწავლიან დაწყებითი კლასებიდან სკოლაში შემოვა ახალი საგანი „საერთაშორისო სწავლება“ (International Studies), რომლის დახმარებითაც ბავშვები გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მაღალ კლასებში მოხდება „მსოფლიოს უახლესი ისტორიის“ სწავლება ინგლისურ ენაზე 17 წლის მოზარდებისთვის გაკეთდება საუნივერსიტეტო კურსი ბიზნესში ინგლისურ ენაზე, რომლის კურსდამთავრებულებსაც საშუალება ექნებათ გააგრძელონ სწავლა ბრიტანეთის ბიზნეს სკოლებში ყოველ წელს მინიმუმ 3 წარჩინებული მოსწავლე უფასოდ გაემგზავრება 2 კვირიან საზაფხულო კურსებზე ბაქსვუდის ბრიტანულ სკოლაში სკოლის ბაზაზე გაიხსნება ინგლისური ენის სწავლების ცენტრი, რომელშიც ნებისმიერი ასაკის მსურველს შეეძლება საფუძვლიანად დაეუფლოს ინგლისურს ბრიტანული მეთოდების გამოყენებით
ინფორმაცია ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაზე
ბაქსვუდის სკოლას მრავალი წელია, რაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიდი ბრიტანეთის განათლების სფეროში. სკოლა საერთაშორისო სტატუსის მატარებელია და აერთიანებს სხვადასხვა სკოლებს დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიასა და იტალიაში. ბაქსვუდის სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე სასწავლო სტანდარტების შერწყმას ტრადიციულ ღირებულებებთან (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.buckswood.co.uk).
წყნეთი, რუსთაველის #45 ტელ: +99532 228901 +99577 992993 ელ. ფოსტა:
[email protected] www.buckswood.ge