Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
როგორ გამოვიყენოთ Google დოკუმენტები?
შესავალი
გუგლ დოკუმენტები საშუალებას იძლევა შეინახოთ, გაუზიაროთ და მოახდინოთ დოკუმენტების ონლაინ რედაქტირება. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა განმანათლებლებისთვის მოახდინონ სტუდენტთა ჯგუფებთან სხვადასხვა ნაშრომებზე კოლაბორაცია, უსაფრთხოდ შეინახონ საჭირო დოკუმენტები ონლაინ და ჰქონდეთ უნივერსალური წვდომა საკუთარ მასალასთან. შენიშვნა: თუ არ გაგაჩნიათ ინტერნეტ-კავშირი, ვერ იმუშავებთ. ასევე, უნდა გქონდეთ ახალი ბრაუზერი, როგორიცაა მოძილა ფაიარფოქსი ან ინტერნეტ-ექსფლორერი.
1
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
სახელმძღვანელო:
1) შეიყვანეთ შემდეგი მისამართი ვებბრაუზერში: docs.google.com 2) თქვენ ნახავთ ავტორიზაციის გვერდს
3) თუ გაქვთ გუგლ-ანგარიში, შეიყვანეთ და გაიარეთ ავტორიზაცია 4) თუ არ გაქვთ გუგლ-ანგარიში, შექმენით ახალი გუგლ ანგარიში, პროცესი საკმაოდ მარტივია! 5) როდესაც გაივლით ავტორიზაციას, ნახავთ გუგლ-დოკუმენტებს
2
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე:
ახალი დოკუმენტის შექმნა....................................................... 3 დოკუმენტის შენახვა................................................................ 3 დოკუმენტის სახელის შეცვლა.................................................. 4 რედაქტირების ძირითადი საშუალებები.................................... 5 დოკუმენტის ტეგირება............................................................. 6 კოლაბორაცია და დოკუმენტის გაზიარება................................ 7 დოკუმენტის გამოქვეყნება....................................................... 8 დოკუმენტის ბეჭდვა................................................................ 10 დოკუმენტის კოპირება............................................................ 12 ახალი დოკუმენტის შექმნა 1) დააწკაპუნეთ ახალი დოკუმენტის (new document) ბმულზე (როგორც ნაჩვენებია)
2) მზადაა!
3
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
დოკუმენტის შენახვა 1) დააწკაპუნეთ ფაილის ( File) ღილაკზე და მონიშნეთ შენახვა (Save). შენიშვნა: შეგიძლია ასევე გამოიყენოთ Control + S კომბინაცია
დოკუმენტის სახელის შეცვლა
1) დააწკაპუნეთ ფაილის (File) ღილაკზე და მონიშნეთ სახელის შეცვლა ( rename).
2) ჩაბეჭდეთ დოკუმენტის ახალი სახელი და დააჭირეთ ღილაკს ok 4
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
3) მზადაა!
5
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
რედაქტირების ძირითადი ფუნქციები 1) ყურადღება მიაქციეთ ფორმატირების ველს - ჩასართველად დააწკაპუნეთ ერთხელ და გამოსართველად ორჯერ
- უკუსვლა
- ტექსტის გამოწევა
- მოქმედების დაბრუნება
- ტექსტის შეწევა
- ამოჭრა
- მარცხნივ გასწორება
- ტექსტის ციტირება
- ასლი - ჩასმა
- ცენტრირება - მარჯვნივ გასწორება
- ფორმატირების მოხსნa - გამუქება - დახრა - ხაზგასმა - შრიფტის შეცვლა
6
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
- შრიფტის ზომის შეცვლა - ტექსტის ფერის შეცვლა - ტექსტის ფონის ფერის შეცვლა - ბმულის ჩასმა - დანომრილი სიის შექმნა - ბულეტებიანი სიის შექმნა
დოკუმენტის ტაგირება
მასალის ორგანიზებისთვის გუგლი არ იყენებს საქაღალდეებს, გუგლი იყენებს ტეგებს. მოიფიქრეთ ტაგი (საკვანძო სიტყვა), რომელიც დოკუმენტს აღწერს. ფაილებს შეიძლება მრავალი ტეგი ჰქონდეთ. დოკუმენტების დახარისხება შეიძლება ტეგების მეშვეობით - ეს ძალიან გამოგადგებათ თუ ბევრი დოკუმენტ გაგაჩნიათ. აქ მოცემულია ზოგიერთი ტეგის მაგალითი:
შეხედეთ დოკუმენტის სახელის მარჯვნივ არსებულ ტეგებს. თუ ერთ-ერთ ტეგზე დავაწკაპუნებ, ვიხილავ ყველა დოკუმენტს, რომელიც ამ ტეგთანაა დაკავშირებული. ასე, რომ ტეგების ჩასართავად...
7
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
1) დაუწკაპუნეთ ფაილ(ებ)ის გვერდით ველს თუ გსურთ ტეგის ჩასმა.
2) დაუწკაპუნეთ ტეგების მენიუს და მონიშნეთ ახალი ტეგი ან უბრალოდ დაუწკაპუნეთ არსებულ ტეგს. შეგიძლიათ ასევე დოკუმენტს მრავალი ტეგი ერთდროულად დაურთოთ (ჩემი რჩევაა, ეს ფუნქცია გამოიენოთ - ფაილების ორგანიზების საუკეთესო გზაა)
8
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
კოლაბორაცია და დოკუმენტების გაზიარება
დოკუმენტის გასაზიარებლად, ადამიანს, რომელსაც უზიარებთ დოკუმენტს კოლაბორაციისთვის, უნდა ჰქონდეს გუგლ-ანგარიში (ელფოსტა). 1) გახსენით გუგლ დოკუმენტი და გადახედეთ დოკუმენტთა სიას 2) დაუწკაპუნეთ გასაზიარებლად სასურველ დოკუმენტს. შეხედეთ დიალოგურ ფანჯარას
გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ დოკუმენტის რედაქტირებისთვის მეგობრები მოიწვიოთ დამთვარიელებლის (viewer), ასევე თანამშრომლობის (collaborator) (დოკუმენტში ცვლილებების შეტანა) სტატუსით
3) ჩაწერეთ მოკლე შეტყობინება და დააჭირეთ გაგზავნას (send)
9
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
დოკუმენტის გამოქვეყნება
დოკუმენტი გამოქვეყნების შედეგად ხდება ხილული სხვა ადამიანებისთვისაც. გუგლი მას გუგლ-ინდექსზე ამატებს, ასე, რომ თუკი თქვენ დოკუმენტს რეზიუმეს დაურთავთ და ვინმე თქვენს სახელს მოძებნის გუგლში, შეიძლება თქვენი რეზიუმე გუგლის ძიების შედეგებში ამოვიდეს! გამოქვეყნება ძალიან ადვილია!
10
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
1) ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში დაინახავთ გამოქვეყნების "publish" ჩანართს.
2) შეხედეთ გამოქვეყნების ეკრანს. უბრალოდ დაუწკაპუნეთ გამოქვეყნებას
(publish) და მზადაა! დოკუმენტის ბეჭდვა ამობეჭდვისთვის მარტივი ოპერაციაა საჭირო: ფაილი ( file) -> ბეჭდვა ( print)
თუმცა, ასევე არის უფრო სანდო მეთოდიც: 1) დაუწკაპუნეთ ფაილს (file) და შემდეგ Save as PDF
11
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
12
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
2) დიალოგური ფანჯრის გახსნის შემდეგ დაუწკაპუნეთ OK და პირდაპირ Adobe Reader-ით ამობეჭდეთ!
13
Google Doc გამოყენების სახელმძღვანელო
დოკუმენტის კოპირება 1) უბრალოდ დაუწკაპუნეთ ფაილს (File) და შემდეგ დოკუმენტის კოპირებას (Copy document).
2) გამოჩნდება დადასტურების დიალოგური ფანჯარა
3) ფაილი შეინახება " <ფაილის სახელი> ასლად"
14