CTC - 2006
რეზიუმეს და თანმხლები წერილის დაგეგმვა და შედგენა მოკლე რეკომენდაციები (ადაპტირებულია ბროშურიდან “რჩევები სამსახურის მაძიებლებისათვის” გამომცემელი გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი, თბილისი, 2004 წელი) რეზიუმე იგივე კურიკულუმ ვიტა (CV) კარგად შედგენილი რეზიუმე უნდა იყოს მოკლე, პროფესიონალურად შესრულებული, კარგად უნდა იკითხებოდეს და ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული თქვენს მიღწევებსა და უნარ-ჩვევებზე. იდეალურ შემთხვევაში, რეზიუმე შედგენილ უნდა იქნეს გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნების გათვალიწინებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კარგად გააზრებული და სწორად შედგენილი რეზიუმე, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს რამოდენიმე ვაკანსიისთვის. თანმხლები წერილი კი აუცილებლად უნდა შედგეს კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნის მიხედვით. ვიდრე რეზიუმეს შევსებას დაიწყებთ, დაუსვით თქვენ თავს მოსამზადებელი კითხვები: • აკმაყოფილებთ თუ არა გამოცხადებული თანამდებობის მოთხოვნებს? • რისი შეთავაზება შეგიძლიათ დამქირავებლისთვის, რომელიც გამოგარჩევთ სხვა მაძიებლებისაგან? ჩამოწერეთ ამ კითხვებზე პასუხი და გაითვალიწინეთ ისინი რეზიუმეს შედგენის დროს. დაიმახსოვრეთ, რომ ამ დოკუმენტით: • ცდილობთ დააკმაყოფილოთ დამქირავებლის მოთხოვნები; • აჩვენოთ თქვენი ცოდნა, მიღებული როგორც დიდი პრაქტიკული გამოცდილებით და/ან აკადემიური განათლებით; • უნდა აჩვენოთ კარიერაში წინსვლის მისწრაფება; ვინაიდან დამქირავებელი არჩევანს რეზიუმეს მიხედვით ახორციელებს, მნიშვნელოვანია რეზიუმეს არა მარტო შინაარსობრივი, არამედ ვიზუალური მხარეც. გაითვალიწინეთ შემდეგი სახის ტექნიკური შენიშვნები: • გამოიყენეთ კარგი ხარისხის ფურცელი. (AA 4 ფორმატის, თეთრი) • დასაბეჭდად გამოიყენეთ კომპიუტერული ტექნიკა. დაბეჭდეთ ფურცლის მხოლოდ ერთი მხარეს. შრიფტის ზომა უნდა იყოს 12-14. • შეიმუშავეთ სასიამოვნო, მიმზიდველი და ადვილად წასაკითხი ფორმატი. დოკუმენტი შეასრულეთ მხოლოდ ერთი სტილის შრიფტით. ნუ გმაოიყენებთ დეკორატიულ შრიფტს, დახრილ და ხაზგასმულ სიტყვებს, აგრეთვე ცხრილებს და ჩრდილის ეფექტებს. • გამოყავით სათაურები და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი სიტყვები. • დარწმუნდით, რომ რეზიუმეში არ არის ბეჭდვითი და გრამატიკული შეცდომები
CTC - 2006
რეზიუმეს შედგენა რეზიუმე უნდა შეიცავდეს: ინფორმაცია თქვენი პიროვნების შესახებ (გვარს და სახელს, მისამართს, ტელეფონის ნომერს); ინფორმაციას განათლების, სამსახურეობრივი გამოცდილების შესახებ, ასახავდეს განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს, რეკომენდაციებს და სხვ. პირადი ინფორმაცია რეზიუმეს ეს ნაწილი შეიცავს თქვენს პირად მისამართს და ტელეფონის ნომრებს (მობილურის ნომერს_) და ელექტრონული ფოსტის მისამართს ანუ იმ კოორდინატებს, რითიც უშუალოდ შეიძლება თქვენთან დაკავშირება. გაითვალიწინეთ შემდეგი შენიშვნები: • ერიდეთ მოფერებითი სახელის გამოყენებას. • მიუთითეთ ის მისამართი, სადაც ამჟამად ცხოვრობთ. • მიუთითეთ უშუალოდ თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მიუწერეთ კოდი (ქალაქია ან საერთაშორისო), მობილური ტელეფონის ნომერი ჩაწერეთ სრულად. საზოგადოდ მიღებულია, რომ ინფორმაცია ასაკის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, ქორწინების სტატუსის, რასის, ან ეროვნების შესახებ სამსახურს არ უკავშირდება. განათლება განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია რეზიუმეში. მით უმეტეს თუ თქვენ ახლახან დაამთავრეთ უმაღლესი სასწავლებელი და არა გაქვთ სამსახურებრივი გამოცდილება. წარმოაჩინეთ თქვენი ცოდნა და ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მოითხოვება დამქირავებლის მიერ. ჩაწერეთ თქვენ მიერ დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლის, ფაკულტეტის და სპეციალობის დასახელება, ასევე აკადემიური ან სამეცნიერო ხარისხის აღმნიშვნელი მონაცემები. წლები განლაგებული უნდა იყოს შებრულებული ქრონოლოგიით (დაიწყეთ უახლოესით). სამსახურეობრივი გამოცდილება ამ სათაურის ქვეშ: • ჩამოწერეთ თქვენი წინა სამსახურები, დაიწყეთ ყველაზე უახლოესით. მიუთუთეთ ორგანიზაციის დასახელება და თქვენი თანამდებობა • ჩაწერეთ მუშაობის დაწყების და დასრულების წლები(დსააშვებია მიახლოებითი მონაცემები) • თანამდებობის დასახელების გარდა მიუთითეთ თქვენი თანამდებობრივი ვალდებულებები
CTC - 2006 • აღნიშნეთ დაწინაურების ან სამსახურში მდგომარეობის გაუმჯობესების ყოველი ფაქტი (რაც საშუალება მისცემს დამქირავებელს, დაინახოს თქვენი პროფესიული ზრდა სამსახურში) ჯილდოები ამ სათურის ქვეშ მოიაზრება ყველა ის ჯილდო, რომელიც მიღებული აქვს სამუშაოს მაძიებელს. კერძოდ, სახელობითი სტიპენდია, სამსახურებრივი მიღწევებისთვის მირებული ჯილდოები და სხვ. Uნდა ჩიწეროს ჯილდოს ტიპი და ორგანიზაცია, რომელმაც ეს ჯილდო გასცა. განსაკუთრებული უნარ-ჩვევები ამ სათაურის ქვეშ ერთიანდება სამი ქვესათაური: ენები, კომპიუტერის ფლობა და საქმიანი მიმოწერა. ენები- ამ ქვესათაურში ჩაიწერება როგორც მშობლიური ენა ასევე უცხო ენების ცოდნის დონე. დასაშვებია გრადაციები: კარგად, თვაისუფლად, დაწყებითი. კომპიუტერის ფლობა- ამ ქვესათაურში მიუთითეთ ყველა ის პროგრამა და პროგრამული ენა, რომელსაც ფლობთ. მაგ: ჭINDOჭშ, ჭOღD, EXჩEL და ა.შ. საქმიანი მიმოწერა- ამ ქვესათურში აღნიშნეთ საქმიანი წერილების, შიდასაოფისე მიმოწერის, ანგარიშების შედგენის უნარი. საზოგადოებრივი საქმიანობა საზოგადოებრივი საქმიანობა ზოგადი კატეგორიაა. Aაქ უნდა ჩიწეროს პოლიტიკური პარტია ან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლის წევრიც ან ხელმძღვანელი პირიც ხართ საზოგადოებრივ საწყისებზე. რეკომენდაციები რეკომენდაციების სიაში უნდა ჩაიწეროს იმ პიროვნებების სახელები, თნამადებობები და ტელეფონის ნომრები, ვისაც შეუძლია თქვენს შესახებ ინფორმაციის მიწოდებით უფრო სარწმუნო გახადოს რეზიუმე. რეკომენდატორების არჩევისას გაითვალისწინეთ: • რეკომენდაციები გაცემულ უნდა იყოს პროფესიული ნიშნით. • სთხოვეთ სამ პროფესიონალ პიროვნებას გაგიწიოთ (წერილობითი ან სიტყვიერი) • წინასწარ ითხოვეთ ნებართვა იმ ადამიანებისგან, ვის სახელებსაც ჩაწერთ რეზიუმეში. • უშუალოდ პიროვნებების რეკვიზიტების მითითების ნაცვლად დასაშვებია ჩაიწეროს ფრაზა “რეკომენდაციები წარედგინება მოთხოვნის მიხედვით”. • სასურველი რეკომენდატორები არიან: არსებული ან ყოფილი ხელმძღვანელები, პედაგოგები, სულიერი მამები, ადვოკატები, საქმიანი ადამიანები ან პოლიტიკოსები. Nნუ გამოიყენებთ რეკომენდატორებად ნათესავებს! დასკვნა
CTC - 2006 რეზიუმემ უნდა წარმოაჩინოს თქვენი შესაძლებლობები. ნუ იქნებით ზედმეტად თავმდაბალი. იყავით კონკრეტული, ერიდეთ განუსაზღვრელი წინადადებების გამოყენებას. ყველა ჩანაწერი რეზიუმეში დაუკავშირეთ დამქირავებლის მოთხოვენბს. წაიკითხეთ თქვენი რეზიუმე ყურადღებით, გამორიცხეთ ყოველგვარი შეცდომა (როგორც გრამატიკული ასევე აზრობრივი). რეზიუმეს სტრუქტურა ღესუმე მაძიებლის გვარი და სახელი საფოსტო მისამართი ტელეფონის ნომრები ელ-ფოსტა სამსახურებრივი გამოცდილება განათლება დამატებითი კურსები/კონფერენციები განსაკუთრებული უნარ-ჩვევები ენები კომპიუტერული ცოდნა საზოგადოებრივი საქმიანობა რეკომენდაციები
CTC - 2006
თანმხლები წერილი (ჩOVEღ LEთთEღ) თქვენთვის საინტერესო სამსახურის შერჩევის შემდეგ, დამქირავებლის დაინტერესების მიზნით, სასურველია რეზიუმესთან ერთად შედგენილ იქნეს თანმხლები წერილი. ჩამოაყალიბეთ თქვენი წერილი თანმხლები წერილი უნდა აკმაყოფილებდეს საქმიანი წერილის მოთხოვნებს. ერთი და იმავე შინაარსის მქონე თანმხლები წერილის გამოყენება ყველა გამოცხადებული თანამდებობისათვის არ არის სასურველი. უმჯობესია იქონიოთ ერთი “საერთო” შინაარსის მქონე წერილი და შემდგომ მოხდეს მისი მორგება კონკრეტულ მოთხოვნებზე. წერილი შედგება შემდეგი პარაგრაფებისაგან: • თქვენი სახელი, გვარი და მისამართი • გაგზავნის თარიღი • დამქირავებლის სახელი და გვარი. Kომპანიის დასახელება და მისამართი • მისალმების ფრაზა. თუ თქვენ მიმართვათ უშუალოდ დამქირავებელს, ჩწერეტ (ბ-ნ ), თუ არ იცით სახელი, ჩაწერეთ (ბ-ნ კადრების მენეჯერს). • შესავალი პარაგრაფი. პარაგრაფში აღნიშნული უნდა იყოს, თუ სად იქნა მოძიებული ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ • წერილის ძირითად პარაგრაფში აღწერილ უნდა იქნას თქვენი გამოცდილება. დაანახეთ დამქირავებელს, რა უპიირატესობა გაქვთ სხვა კანდიდატებთან შედარებით. მოახდინეთ აქცენტირება დადებით ასპექტებზე,კერძოდ, განათლებასა და გამოცდილებაზე წერილი უნდა იყოს პოზიტიური და არ უნდა შეიცავდეს კრიტიკულ შენიშვნებს ყოფილი სამსახურის ან ხელმძღვანელობის მიმართ. • დამამთავრებელ პარაგრაფში გამოხატეთ თქვენი ინტერესი მომავალი ინტერვიუს მიმართ. აღნიშნეთ, რომ მზად ხართ დაადასტუროთ რეზიუმეს ყოველი პუნქტი, თუ არჩეულ იქნებით დამქირავებლის მიერ სასაუბროდ. წერილი დაამთავრეთ საქმიან მიმოწერაში მიღებული სტანდარტული ფრაზით: “პატივისცემით” და გარკევით ჩაწეროთ სახელი და გვარი.
CTC - 2006
თანმხლები წერილის სტუქტურა თქვენი სახელი,გვარი საფოსტო მისამართი ტელეფონები ელ. ფოსტა თარიღი დამქირავებლის სახელი და გვარი ორგანიზაციის დასახელება და მისი რეკვიზიტები ბატონ (სახელი ან გვარი) წერილის ძირითადი ტექსტი პატივისცემით, პირადი ხელმოწერა თქვენი სახელი და გვარი (სრულად) დანართი: რეზიუმე (CV)
შენიშვნები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ თანმხლები წერილის შედგენისას: 1. ნუ გამოიყენებთ ხშირად პირის ნაცვალსახელს “მე” 2. სრულად აღწერეთ თქვენი ძლიერი მხარეები. თანმხლები წერილი არის თქვენი საპრეზენტაციო დოკუმენტი 3. წერილი უნდა იყოს არც ძალიან გრძელი და არც მოკლე. 4. ნუ გაიმეორებთ რეზიუმეს სიტყვა-სიტყვით 5. თქვენი გამოცდილება აღწერეთ თხრობითი ფორმით 6. ნუ დაამთავრებთ წერილს უარყოფით ნოტაზე. დაიტოვეთ საბოლოო იმედის პრეროგატივა 7. მადლობა გადაუხადეთ დამქირავებელს თქვენთვის დახარჯული დროისა და ყურადღებისთვის 8. არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა წერილზე. ამას ბიზნეს-ეტიკეტი ითვალიწინებს(თუ წერილს ინტერნეტით აგზავნით ხელმოწერა არ არის აუცილებელი).