არითმიები ორსულობის დროს გიორგი პაპიაშვილი საქართველოს კარდიოლოგთა კოლეჯის არითმიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
ორსულობის პროარითმული ეფექტები • მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდა • გულის წუთმოცულობის გაზრდა • კატექოლამინების კონცენტრაციის გაზრდა • მიოკარდიუმის მექანიკური სტრესის გაზრდა • საბოლოო დიასტოლური მოცულობის გაზრდა
არითმიების მართვა ორსულობისას • საბედნიეროდ, არითმიების უმეტესობა კეთილთვისებიანია და მკურნალობას არ მოითხოვს • იშვიათად საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა • კიდევ უფრო იშვიათადაა საჭირო ინვაზიური ელექტროფიზიოლოგიური მკურნალობა
არითმიების მართვა ორსულობისას • წამლებისა და რადიაციის ეფექტები ნაყოფზე – ორსულობის პირველი ნახევარი: თანდაყოლილი პათოლოგიები და განვითარებაში ჩამორჩენა – ორსულობის მეორე ნახევარი: მატულობს რისკი ბავშვობის ასაკის პათოლოგიების
ეკგ ცვლილებები ორსულობისას • გულისცემის სიხშირის გაზრდა – მოსვენებისას გულისცემის სიხშირე იზრდება ~10’ – მცირდება PR, QRS და QT ინტერვალები
• ელექტრული ღერძის მარცხნივ გადახრა • წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია
წინაგულოვანი ექსტრასისტოლია • ხშირია ორსულობისას • არ უკავშირდება გულის სტრუქტურულ პათოლოგიას • მკურნალობა მხოლოდ მძიმედ გადასატანი სიმპტომების დროს – β-ბლოკერები (ატენოლოლის გარდა)
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია • ასევე ხშირია ორსულობისას • კეთილთვისებიანია • მკურნალობას, როგორც წესი, არ საჭიროებს
გულის ფრიალი ორსულობისას • ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია • მნიშვნელოვნად აშფოთებს ორსულს • 104 ორსულზე ჩატარებული კვლევა – 76%-ს არ ჰქონდა არანაირი არითმია – 24%-ს აღმოაჩნდა არითმია, უმეტესობას კეთილთვისებიანი
• შემთხვევათა უმეტესობა სინუსური ტაქიკარდიაა
სინუსური ტაქიკარდიის დროს • გაითვალისწინეთ – – – – –
ჰიპერთირეოზი კოფეინი ალკოჰოლი თამბაქო სიმპატომიმეტიკები
არითმიების მართვა ორსულობისას • კეთილთვისებიანი არითმიების შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ ფსიქოლოგიური დახმარება ორსულისადმი
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია • მიჩნეულია, რომ SVT-ის პაროქსიზმები ხშირდება ორსულობისას • Tawan et al. Am J Card 1993 – 34%-ში ახლად აღმოცენებული არითმია – 29%-ში არსებული SVT-ის გახშირება
• დამატებითი გზის შემთხვევაში უფრო ხშირია პაროქსიზმების გახშირება
SVT-ის მართვა • ვაგუსური მანევრები • ადენოზინი არჩევის პრეპარატია • ინტრავენური პროპრანოლოლი ან მეტოპროლოლი • ვერაპამილს სასურველია მოვერიდოთ პროლონგირებული ჰიპოტენზიის გამო • პროფილაქტიკური თერაპია არ ტარდება, თუ პაროქსიზმები ხშირი ან ჰემოდინამიკურად არასტაბილური არ არის
SVT-ის მართვა • არსებული SVT-ის დიაგნოზის შემთხვევაში უნდა ვურჩიოთ, დაფეხმძიმებამდე ჩაიტარონ კათეტერული აბლაცია, რადგან: – პაროქსიზმები ხშირდება ორსულობისას – ყველა წამალი არასასურველია ამ დროს
წინაგულთა ფიბრილაცია/თრთოლვა • იშვიათია ორსულობისას • როგორც წესი, უკავშირდება გულის პათოლოგიას – – – – – – – –
მიტრალური სარქვლის პათოლოგია ჰიპერტროფია კარდიომიოპათია Ostium secundum ASD ებშტეინის ანომალია თირეოტოქსიკოზი ფილტვების ქრონიკული დაავადება პულმონური ემბოლია
წინაგულთა ფიბრილაცია/თრთოლვა • სიხშირის კონტროლი – β-ბლოკერები ან დიგოქსინი
• ელექტროკარდიოვერსია პირველ 48 სთ-ში, რათა ავიცილოთ ანტიკოაგულაცია – ვარფარინი ტერატოგენურია და უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში – ჰეპარინი არ გადის პლაცენტარულ ბარიერს და არჩევის პრეპარატია
პარკუჭოვანი ტაქიკარდია • უკიდურესად იშვიათია • უხშირესად ასოცირებულია გულის სტრუქტურულ პათოლოგიასთან • აუცილებელია გაგზავნა კარდიოლოგთან/არითმოლოგთან
ბრადიკარდია • სიმპტომური ბრადიკარდია იშვიათია • სრული ავ-ბლოკადა – იშვიათია – ხშირად ასოცირდება VSD-თან – ხშირად სრულიად უსიმპტომოა
ბრადიკარდია • მესამე ტრიმესტრში შეიძლება გაჩნდეს სიმპტომები – პერიფერიული რეზისტენტობის დაქვეითება – არტერიული წნევის დაქვეითება
• სუპინაციური ჰიპოტენზიის სინდრომი – სიმპტომური ბრადიკარდია – ქვედა ღრუ ვენაზე ზეწოლის გამო – რეაგირებს პოზის შეცვლაზე
ბრადიკარდია • თანდაყოლილი სრული ავ-ბლოკადა – იშვიათია – პრობლემას როგორც წესი, არ ქმნის
• დროებითი პეისმეკერი მშობიარობისას? – კი • ვალსალვას მანევრი აღრმავებს ბრადიკარდიას • ქრონოტროპული რეაქცია პეისინგით • სპინალური ანესთეზიის მეტი რისკი (13%) – არა • გამოცდილებით, იშვიათადაა საჭირო პეისინგი
ანტიარითმული წამლები რისკის კატეგორიები
ანტიარითმული წამლები • არცერთ ანტიარითმულ წამალს არ აქვს კლასი A
ანტიარითმული წამლები
პროფილაქტიკური თერაპია • პირველი რიგის პრეპარატები – დიგოქსინი – β-ბლოკერები (პროპრანოლოლი ან მეტოპროლოლი) • ატენოლოლი არ გამოიყენოთ
• თუ ესენი უეფექტოა – სოტალოლი – ფლეკაინიდი
• ამიოდარონი – ერთადერთი ანტიარითმული პრეპარატი დადასტურებული ტერატოგენური რისკით – გამოყენება მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში
რეზიუმე • კეთილთვისებიანი არითმიები, მათ შორის სიმპტომურიც, მკურნალობას არ საჭიროებს • ავთვისებიანი არითმიის მკურნალობა აუცილებელია ორსულობის მიუხედავად • ინვაზიური პროცედურები, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა გადაიდოს ორსულობის დასრულებამდე • ცნობილი არითმიების შემთხვევაში, უნდა ვურჩიოთ, ორსულობამდე ჩაიტარონ კათეტერული აბლაცია