ვიდეო-რედაქტორი Avidemux-ის მოხმარების ინსტრუქცია
შესავალი Avidemux
Avidemux უფასო ვიდეო რედაქტორი და კონვერტორია. რთულია არაა მცირე დახმარებით მასში გზის გაკვლევა. Avidemux ხელმისაწვდომია Linux, BSD, Microsoft Windows და Mac OS X ( x11) გარემოსთვის და შექმნილია მარტივი მონტაჟის, ფილტრების დადებისა და კოდირებისათვის. მას გააჩნია მრავალი ფორმატის მხარდაჭერა, მათ შორის AVI, DVD MPEGდა MP4.
ეს ერთადერთი გრაფიკული რედაქტორია, რომელიც სხვადასხვა პლატფორმებზე მუშაობს. ამ გზამკვლევში არის განმარტებული ძირითადი ფუნქიები დამწყებთათვის.
ვინდოუსზე ინსტალაცია
პროგრამის სახელი:Avidemux ვებგვერდი:http://avidemux.sourceforge.net/ ამ ინსტალაციის პროგრამული ვერსია : 2.4 ესკიზი 2 ოპერაციული სისტემა ამ ინსტალაციისთვის: Windows 2000 რეკომენდებული მოწყობილობა : 500MHz ინსტალაციის პროცესის დასაწყებად http://avidemux.sourceforge.net/
მოინახულეთ
Avidemux-ს
გვერდი:
ახლა უნდა დაუწკაპუნოთ “ჩამოტვირთვების” 'downloads' ღილაკს მარცხნივ და თქვენმა ბრაუზერმა უნდა ასახოს დაახლოებით ასეთი სურათი:
ამ მაგალითში უნდა ავირჩიოთ პირველი ბმული დაინახავთ ჩამოსატვირთი ფაილების სიას.
'Windows' ჩამოტვირთვების სექციაში .
ამოირჩიეთ უკანასკნელი ვერსია. ჩვენს შემთხვევაში ეს ზედა ბმული იყო. თუ ამ ბმულზე დააწკაპუნებთ, გადახვალთ მეორე გვერდზე, სადაც მოცემულია ჩამოტვირთვის ვარიანტები:
რომელიმე ბმულზე დაწკაპუნების შემთხვევაში პროგრამის გამშვების ჩამოტვირთვა დაიწყება. შეინახეთ სამუშაო მაგიდაზე ან იქ, სადაც მის პოვნას შეძლებთ მოგვიანებით. ჩამოტვირთვის დასრულების შემდეგ ფაილს ნახავთ სამუშაო მაგიდაზე ან იქ, სადაც შეინახეთ. უნდა გამოიყურებოდეს შემდეგნაირად:
ორჯერ დაუწკაპუნეთ ხატულას და გამოჩნდება გამშვების ფანჯარა:
ინსტალაციისთვის დაგჭირდებათ ნაგულისხმევი პარამეტრების მონიშვნა (default settings). ასე, რომ წინამდებარე ფანჯარაში მონიშნეთ მხოლოდ შემდეგი 'Next >' :
ეს სალიცენზიო პირობებზე დათანხმებაა. დაუწკაპუნეთ ვეთანხმები( 'I Agree') :
თუ გსურთ ენის შეცვლა, მონიშნეთ დამატებითი ენების გრაფა (Additional Languages) თუ არ გსურთ ენის შეცვლა, მაშინ გააგრძელეთ ღილაკზე “შემდეგ” დაწკაპუნებით 'Next >' :
წარმოდგენილი სურათი მიუთითებს მხოლოდ შექმნილი ხატულების ადგილმდებარეობის დამატებას. თუ ხატულების განთავსების წინააღმდეგი არ ხართ, უბრალოდ დაუწკაპუნეთ “შემდეგს” 'Next >' :
ეს ფანჯარა გეკითხებათ ვინდოუსის საწყის მენიუში შექმნილი საქაღალდის სახელის შესახებ. გირჩევთ დატოვოთ ნაგულისხმევი პარამეტრი და დაუწკაპუნოთ “შემდეგს” 'Next >' და გადახვალთ შემდეგ ფანჯარაზე, სადაც უკვე უნდა მიუთითოთ საინსტალაციო ფაილების შენახვის ადგილი:
ამ ყველა ეტაპის სწრაფად გავლაც შეიძლება.
ახლა კი დაუწკაპუნეთ ინსტალაციას:
ბოლო ფანჯარა გამცნობთ:
პროგრამა ასე გამოიყურება:
Avidemux ინსტალაცია Ubuntu-ზე
ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში: სისტემური მენიუდან გახსენით კონსოლის ფანჯარა
აკრიფეთ ბრძანება: sudo bash მოგთხოვთ პაროლს. შემდეგ ჩაწერეთ ბრძანება apt-get update apt-get install avidemux
ან გახსენით სისტემური მენიუდან პროგრამა Adept Search – ჩაწერეთ პროგრამის სახელი მაუსზე მარჯვნივ დაწკაპუნებით გამოვა მენიუ, სადაც მონიშნავთ Install და ზედა პანელზე მონიშნავთ Apply Changes
ინტერნეტის გარეშე: უბრალოდ დაყენეთ .დებ პაკეტი შემდეგი სახით – დაუწკაპუნეთ ღილაკს – install
მიმდევრობა ასეთია: 2. თქვენს მიერ მიღებულ კომპაქტ დისკზე ჯერ გახსენით კოდეკების საქაღალდე და მიმდევრობით დააყენეთ ყველა კოდეკი. 3. შემდეგ გადადით უშუალოდ პროგრამის საინსტალაციოზე და იგივენაირად დააყენეთ. ინტერფეისის გაქართულებისათვის (სანამ პროგრამის ინტერფეისი ოფიციალურად აისახება ამოსარჩევი ენების სიაში): 1. მოცემული გაქართულების ფაილი ka.po ჩადეთ საქაღალდეში – Home 2. გაუშვით ბრძანება sudo msgfmt cv ka.po o /usr/share/locale/ka/LC_MESSAGES/avidemux.mo 3. ეს ბრძანება თქვენს ავიდემუქსს გააქართულებს.
ძირითად ხელსაწყოთა ზოლი
ხელსაწყოთა ძირითადი ზოლი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ძირითადი ფუნქციები:
ვიდეო-ფაილის გახსნა – პატარა ისარზე დაწკაპუნება გამოიტანს ჩამოსაშლელი მენიუს ფანჯარას უახლესი ფაილებით
ვიდეო ფაილის შენახვა
ფაილის შესახებ ინფორმაციის ასახვა (აუდიო/ვიდეო კოდეკი, გარჩევადობა და ა.შ.)
ბიტრეიტის/ფაილის ზომის კალკულატორი – ეს გამოითვლის ვიდეოს ზომას ორმაგი კოდირებისთვის (რადგან მხოლოდ ვიდეოს ზომაა საჭირო - აუდიოს გარეშე - ორმაგი კოდირების პარამეტრებისთვის), გააქტიურების (Apply) ღილაკზე დაჭერით მოვმართავთ ვიდეოს ორმაგი კოდირების ზომას მონიშნული ენკოდერისთვის
დათვალიერების რეჟიმი: შენატანი Input – ასახავს შენატანი (ფილტრის გარეშე) ვიდეოს ძირითად ფანჯარაში, გამონატანი Output – ასახავს ფილტრირებულ გამონატანს ძირითად ფანჯარაში, გვერდით Side –ასახავს ორივე – შენატან და გამონატან ვიდეოს ძირითად ფანჯარაში ჰორიზონტალურად, ზემოთ Top– შენატანი და გამონატანი ვერტიკალურად, ცალ-ცალკე Separate – შენატანი და გამონატანი ცალცალკე ფანჯარაში.
ხმის რეგულატორი
ნავიგაციის ზოლი
ნავიგაციის ზოლი გამოიყენება ნავიგაციისთვის - ნავიგაციის ცოციით მარცხნივ და ღილაკებით, დაკვრით, ფაილის ნაწილების მონიშვნით და დროის ინფორმაციით
ნავიგაცია დაკვრა
გაჩერება
წინა კადრზე გადასვლა
მომდევნო კადრზე გადასვლა
წინა საკვანძო კადრზე გადასვლა (keyframe)
მომდევნო საკვანძო კადრზე გადასვლა
წინა შავ კადრზე გადასვლა – შავი კადრების ძიებამ შეიძლება მოითხოვოს გარკვეული დრო და შეიძლება არ იყოს 100% ზუსტი
მომდევნო შავ კადრზე გადასვლა
პირველ კადრზე გადასვლა (beginning)
ბოლო კადრზე გადასვლა (end)
გადახვევა,
სწრაფი
გადასვლა
ან
გადახვევა
ბორბალის
მეშვეობით.
სიჩქარე
დამოკიდებულია ბორბალის დატრიალების სიჩქარეზე. შიდა კადრებზე დაფუძნებული ნავიგაცია
მონიშვნა შეგიძლიათ ამოჭრათ ან შეინახოთ ვიდეოს მონიშნული ნაწილი დააყენეთ ნიშნული A (მონიშვნის დაწყება) მიმდინარე კადრზე
დააყენეთ ნიშნული B (მონიშვნის დასრულება) მიმდინარე კადრზე
აჩვენებს ნიშნული A -ს პოზიციას, მონიშვნის დასაწყისი
აჩვენებს ნიშნული B-ს პოზიციას, მონიშვნის დასასრული
ეს კადრი აჩვენებს კადრების შესაბამის ნომრებს A და B ნიშნულებისთვის (თუ არ დააყენებთ ამ A და B ნიშნულებს, მთლიანი ვიდეო მოინიშნება ), "A:" ან "B:" ღილაკზე დაჭერა ნიშნავს "A ნიშნულზე" ან " B ნიშნულზე გადასვლას"
Information
ასახავს მიმდინარე კადრსა და კადრების სრულ რაოდენობას – როდესაც შეიყვანთ კადრის ნომერს მიმდინარე კადრის ტექსტურ ველში და დააჭერთ შეტანას Enter, Avidemux გადავა ამ კადრზე
ასახავს მიმდინარე დროსა და სრულ დროს
მიმდინარე კადრის ტიპი (I-კადრი, P-კადრი ან B-კადრი), რიცხვი ფრჩხილებს შორის აჩვენებს დამმუშავებელს რომელიც გამოიყენება ასახული გამოსახულების კოდირებისთვის (თუ გამოიყენება ისეთ დამმუშავებელი ტიპის კოდეკთან, როგორიცაა MPEG )
აუდიო/ვიდეო ზოლი ხელსაწყოთა მარცხენა ზოლი გამოიყენება აუდიო და ვიდეო მაკოდირებლების მოსამართად, ფილტრებისა და გამონატანის ფორმატებისთვის. აუდიო და ვიდეო მაკოდირებლები ჩამოთვლილია ფორმატის "format (მაკოდირებლის)" ფორმით, სადაც ფორმატი არის სპეციფიკაცია – სტანდარტი, ხოლო მაკოდირებელი არის კონკრეტული პროგრამული ბიბლიოთეკა, შემსრულებელი, რომელიც აკოდირებს არჩეული ფორმატის ნაკადს. მაგალითად: "MPEG-4 ASP (Xvid4)" ნიშნავს, რომ გამონატანის ვიდეო-ფორმატი დაყენებულია MPEG-4 ASP დეოს კოდირებისთვის არისდა არჩეული პროგრამული ბიბლიოთეკა ამ ვი MPEG-4 ASP არის Xvid. "MP3 (LAME)" ნიშნავს, რომ აუდიო ფორმატი არის MP3 და LAME კი MP3 მაკოდირებელი. ფორმატის "Format" მენიუ ძირითადად გამოიყენება გამონატანი კონტეინერის მოსამართად. კონტენინერი შეიცავს აუდიო და ვიდეო ნაკადებს, რომელიც თავმოყრილია ერთ ფაილში. მნიშვნელოვანია შესაბამისი კონტეინერის ფორმატის მონიშვნა აუდიო და ვიდეო ნაკადის ტიპებისთვის, რომელიც მოინიშნება აუდიო და ვიდეო მენიუებში. მაგ. MPEG-2 (DVD, SVCD) ან MPEG-1 (VCD) ვიდეოს შენახვა არ შეიძლება AVI ფორმატში. რამდენიმე პოპულარული A/ V ფორმატი/კონტეინერის კომბინაციის მაგალითები: •
• •
• •
video: MPEG-1, audio: MP2, container: MPEG-PS (გამოსადეგია VCD-თვის, უნივერსალურია უმეტეს კომპიუტერებსა და ოპერაციულ სისტემებზე, მათ შორის Microsoft Windows, დამატებითი კოდეგების ინსტალაციის გარეშე) video: MPEG-2, audio: MP2/AC3, container: MPEG-PS ( გამოსადეგია DVD) video: MPEG-4 ASP, audio: MP3, container: AVI (პოპულარული ფორმატი, შეიძლება "DivX თავსებად" საკრავებზე გაშვება MPlayer, VLC ან xine და Windows-დაფუძნებულ საკრავებზე, თუ MPEG-4 ASP დეკოდერი, როგორიცაა DivX, Xvid ან ffdshow უკვე დაყენებულია) video: H.264 (MPEG-4 AVC), audio: AAC, container: MP4 ( MPEG-4 სტანდარტი) video: H.264 (MPEG-4 AVC), audio: Vorbis, container: Matroska (სასარგებლო უფასო პროგრამული არჩევანი კომპიუტერზე გასაშვებად , MPlayer ან VLC-ს შეუძლია გაუშვას, Windows Media Player,საჭიროა H.264 დეკოდერი, როგორიცაა ffdshow და Matroska სპლიტერი, როგორიცაა Haali Media Splitter )
ნაგულისხმევი ვიდეო კოდეკია კოპირება "Copy", რაც ნიშნავს, რომ ვიდეო კოდირება არ მოხდება, შენატანი ვიდეო გადავა გამონატანში ცვლილებების გარეშე (კოპირების რეჟიმში ფილტრების მინიჭება შეუძლებელია) – ვიდეო კოდეკის მონიშვნა ჩამოსაშლელი მენიუდან საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ მისი კონფიგურაცია (კონფიგურაციის ღილაკი Configure) და ვიდეო ფილტრების დადება (ფილტრების Filters ღილაკები); თუ მხარდაჭერილი კოდეკი არ ჩანს სიაში, ეს ნიშნავს, რომ Avidemux-ს არ გააჩნია ამ კოდეკის მხარდაჭერა.
ნაგულისხმევი აუდიო კოდეკია კოპირება "Copy", რომელიც ნიშნავს, რომ აუდიო კოდირება არ მოხდება, შენატანის ვიდეო გადავა გამონატანზე. აუდიო კოდეკის შერჩევა ჩამოსაშლელი მენიუდან საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ კოდეკის კონფიგურაცია ( Configure) და ფილტრების ( Filters) დადება; როდესაც when the the მონიშნულია A/ V ცვლის ველი, აუდიო შეიცვლება იმ წამის მეათასედებით, რომელიც მონიშნულია A/V ცვლის ველში.
მონიშნეთ გამონატანის ფორმატი: ნაგულისხმევი A/V კონტენერია AVI მარტივი მონტაჟი აუდიო/ვიდეო სინქრონიზაცია თუ ახდენთ ფაილის რედაქტირებას ცვლადი ბიტრეიტის აუდიოთი, გაუშვით Audio->Build VBR Time Map სანამ რაიმეს შეცვლით ფაილში. სხვა შემთხვევაში აუდიო არ იქნება ვიდეოსთან სინქრონიზებული. ნიშნულები (markers) ვიდეოს რედაქტირება ხდება ნიშნულებით აღნიშნული არეს შიგნით: მონიშნვის დასაწყისსა და სასასრულს შორის. ნიშნულები A და B are გამოყენებულია მიმდევრობის დასაწყისისა და დასასრულის მოსამართად. ასევე შეგიძლიათ მათ მომართვაც.
და
ღილაკების საშუალებით
ასევე შეგიძლიათ A ან B ნიშნულზე გადასვლა შემდეგნაირად: Go->Go to Marker A ან Go>Go to Marker B მენიუს პარამეტრებიდან. ნიშნულის პოზიციები ასახულია ასევე ეკრანის ბოლოს, მონიშვნის Selection სექციის ქვეშ:
როგორც ხედავთ, ნიშნული A არ შეიძლება მოხიოდეს B ნიშნულის შემდეგ. თუ შეეცდებით A ნიშნულის B ნიშნულის კადრის შემდეგ დაყენებას, Avidemux დააყენებს B ნიშნულს ამ წერტილზე ხოლო A ნიშნული გადავა იმ კადრზე, სადაც B ნიშნული იყო. მაგალითად, თუ A ნიშნული დაყენებულია 0 კადრზე და B ნიშნული – 10-ზე, და შემდეგ A ნიშნული გადაგაქვთ 20-ე კადრზე, Avidemux A ნიშნულს გადაიტანს 11კადრზე და B ნიშნულს 20ე კადრზე.
დამატება (Append) მისი საშუალებით შეგიძლიათ რამდენიმე ვიდეოს ერთმანეთზე დადება – გაითვალისწინეთ, რომ დამატების მიმდევრობა განსაზღვრავს კადრების მიმდევრობას.
შენახვა შეგიძლიათ შეინახოთ ნაკადის ნაწილი მენიუდან შემდეგი პარამეტრების მონიშვნით: File>Save->Save Video. შეინახება თვითეული კადრი A ნიშნულიდან B-მდე, გარდა უკანასკნელი კადრისა, რომელიც B ნიშნულზე დგას. მათემატიკურად რომ ავხსნათ, შეინახება კადრების მიმდევრობა [A,B).
წაშლა
Edit->Delete მენიუს ელემენტი წაშლის კადრებს [A,B) ნაკადიდან. ამის გამოყენება შეიძლება, მაგალითად რეკლამების წასაშლელად ვიდეოდან. Avidemux დაიმახსოვრებს აუდიოს ვიდეოსთან სინქრონიზებულად, თუ თქვენ არ გაქვთ გარე აუდიო წყარო external audio source.
გარე აუდიო წყარო (External audio source) ამოჭრის ან წაშლის შემთხვევაში, თუ ვიდეოს დამატებული აქვს გარე აუდიო ფაილი, external audio source, Avidemux არ ამოჭრის ამ გარე აუდიო ფაილის ნაწილებს იმისთვის, რომ მოხდეს ვიდეოსა და აუდიოს სინქრონიზაცია ან ვიდეოს დროს დაემთხვეს. გარე აუდიო ფაილის ვიდეოსთან არსებობს ორი შესაძლებლობა:
სინქრონიზაციისთვის
ამოჭრის/წაშლის
შემთხვევაში
1. შეგიძლიათ მოახდინოთ აუდიო ფაილის დამოუკიდებელი რედაქტირება. ეს ფაქტიურად ნიშნავს აუდიო ფაილის აუდიო რედაქტორში დამუშავებას (ჩვენს შემთხვევაში Audacity). 2. გარე აუდიო წყაროს მთავარი პრობლემა არის ის, რომ მისი რედაქტირება Avidemux გამოყენებით უნდა მოხდეს ორჯერ. • •
ჯერ უნდა დაამატოთ გარე აუდიო წყარო Avidemux-ის საშუალებით და შეინახოთ ვიდეო შემდეგ კი, როდესაც გარე აუდიო წყარო შიდა აუდიო წყარო გახდება, გახსენით შენახული ვიდეო Avidemux-ში და ის ავტომატურ სინქრონიზაციას მოახდენს ვიდეოსთან რედაქტირების დროს.
საკვანძო კადრები და სხარტი კოპირება SmartCopy ეს პარამეტრი გააქტიურებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ვიდეო კოპირების რეჟიმშია (კოდეკი დაყენებულია “კოპირებაზე” Copy). დამუშავების რეჟიმში mode (როდესაც კოდირებისთვის კოდეკია შერჩეული), Avidemux ამოწმებს, ყველაფერი რიგზეა თუ არა.
ჩვეულებისამებრ, თვითეული კადრი ვიდეოში არც ისე განსხვავდება წინა კადრისაგან – ვინმეს პირი ოდნავ მოძრაობს, ფონი ოდნავ იცვლება და ა.შ. ვიდეო კოდეკთა უმეტესობა ამ ფაქტს სივრცის დაზოგვისთვის იყენებს, ინახავს რა სრულ კადრს ყოველ რამდენიმე წამში და სხვა კადრებს კი უბრალოდ მთავარი კადრის მოდიფიკაციებად გარდაქმნის. სრული კადრებს ამგვარად ეწოდება შიდა, საკვანძო კადრები. ნიშნულები აუცილებლად საკვანძო კადრები არ შეიძლება იყოს, ასე, რომ თქვენი ნაკადი ასე შეიძლებაგ გამოიყურებოდეს: abAdeIghBjklInop სადაც დაბალი რეგისტრის ასოები შუალედური კადრებია, A და B მონიშნული კადრები და I შიდა ანუ საკვანძო კადრები. როდესაც ამოჭრით კადრებს [A,B), you საბოლოოდ მიიღებთ ასეთ რამეს: abjklInop სადაც jkl კადრები გაუქმებულია, რადგან ისინი მიემართება იმ საკვანძო კადრის ცვლილებებს, რომელიც აღარ არსებობს. ამასთან გამკლავების ორი გზა არსებობს: • •
დარწმუნდით, რომ B ნიშნული საკვანძო კადრია. ამ შემთხვევაში პრობლემები არ შეგექმნებათ. თუ თქვენი ფაილი გამოიყენებს MSMPEG-4 (DivX ;-) 3) ან MPEG-4 ვიდეოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხარტი კოპირების რეჟიმი (smart copy mode). სხარტი კოპირება კადრების უმეტესობას შეუცვლელად დატოვებს, მაგრამ მოახდენს იმ ნაწილის ხელახალი კოდირებას, რომლებმაც დაკარგა მიმმართველი გამოსახულებები ფიქსირებული კვანტაიზერით. ასე, რომ ამ მაგალითში ab და nop კადრები დარჩება უცვლელად, როდესაც მოხდება jkl ხელახალი კოდირება განსხვავებული მიმმართველი კადრით. სხარტი კოპირება მოგთხოვთ კვანტაიზერის მნიშვნელობის განსაზღვრას - 4 ან 5 ნორმალურია.
კოპირება/ ჩასმა კადრების კოპირება და ჩასმა შეიძლება კლავიშთა კომბინაციის ctrl-c და ctrl-v გამოყენებით. კპირებისად უნდა შეამოწმოთ, რომ პირველი კადრი, რომლის ასლსაც აკეთებთ, არის საკვანძო კადრი; ჩასმისას, ჩასმის წერტილის შემდეგ არსებული კადრიც უნდა იყოს I- კადრი. . სხარტი კოპირების რეჟიმი იმუშავებს ამ შემთხვევაში, მაგრამ არა Bკადრების შემცველ ნაკადებთან.
კადრების ამოჭრა/წაშლის მაგალითები
აუდიო VBR დროის რუკის აგება 1. თუ ახდენთ ცვლადი ბიტრეიტის მქონე აუდიოს რედაქტირებას, გაუშვით Audio->Build VBR Time Map სანამ რაიმე ცვლილებას შეიტანთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი აუდიო არ იქნება ვიდეოსთან სინქრონიზებული.
ნიშნულები (Markers) 2. გამოიყენეთ ნიშნული A
ღილაკი რედაქტირების საწყისი წერტილის მოსანიშნად.
3. გამოიყენეთ ნიშნული B
ღილაკი რედაქტირების საბოლოო წერტილის მოსანიშნად
შეგიძლიათ დაადასტუროთ რედაქტირების საწყისი და სასრული პოზიციები კადრისა, რომელიც ასახულია ეკრანის ქვემოთ, მონიშვნის Selection სექციის ქვეშ
ამოჭრა/წაშლა 4. მენიუ Edit->Delete წაშლის კადრებს [A,B) ნაკადიდან.
ვიდეოს შენახვა 5. შეინახეთ ვიდეო წაშლილ სექციასთან ერთად. შეგიძლიათ გამოიყენოთ მენიუს File>Save->Save Video. შეძლებთ ასევე, გამოიყენოთ ვიდეო-კოპირებისა Video Copy და აუდიო კოპირების Audio Copy რეჟიმები ამ რედაქტირებისთვის, მაგრამ შეიძლება იყოს ან არ იყოს საჭირო ვიდეოს კოდირება.
დამატებითი პარამეტრები ავტოდაყოფა (Autosplit)
File->AVI Muxer Options, საშუალებით შეგიძლიათ მიუთითოთ ფაილის ზომა მეგაბაიტებში. ყოველ ჯერზე, როდესაც მიიღწევა ფაილის განსაზღვრული ზომა და საკვანძო კადრი არსებობს, Avidemux შექმნის ახალ ფაილს. შედეგად მიიღებთ ფაილებს შემდეგი სახელით: foo.avi.1, foo.avi.2 და ა.შ. ახალი ფაილი უნდა დაიწყოს მეგაბაიტის ფარგლებში.
I-კადრზე, მითითებული ფაილის ზომა ზუსტია მხოლოდ 5
შესავალი Avidemux-ს შეუძლია (ინდექსირებული) MPEG ფაილების წაკითხვა, ან ელემენტარული either Elementary Stream, პროგრამული Program Stream ან გადამტანი ნაკადით Transport Stream. შიდა ხედვით Internally, MPEG ფაილები დანახულია როგორც კადრები ყალბი კოდეკით (MPEG). თუ ფაილს შეინახავთ კოპირების რეჟიმში, დარწმუნდით, რომ ფორმატი არ არის დაყენებული AVI-ზე, სხვანაირად თქვენ შედეგად მიიღებთ MPEG-AVI ფაილებს, რომლებიც უჩვეულოა და პროგრამების უმეტესობა მათ ვერ დაუკრავს. ჩვეულებიდამებრ, თქვენ უნდა გამოიყენოთ შემდეგი ფორმატები:
MPEG PS A+V ეს ყველაზე გავრცელებული MPEG ფორმატია და გამოიყენება VCD,SVCD ან DVD. MPEG TS A+V გამოიყენება DVB-S -ს ან DVB-T-ის მიერ. ფაილი ზოგადად ნორმალურად გამოიყენება, მაგრამ ზოგიერთი მოწყობილობა ვერ იღებს მას. MPEG ვიდეო უბრალოდ დაუმუშავებელი ელემენტარული ვიდეო-ნაკადის შენახვა.(.m1v/.m2v), სასარგებლოა, თუ თქვენ გამოიყენებთ მულტიპლექსირების სხვა პროგრამასც. tion. ორივე, PS & TS მოგვცემს აუდიო და ვიდეოს შემცველ MPEG ფაილებს.
დაყოფა, შიდა მულტიპლექსირება (Splitting, internal muxing)
ზოგადი ჩვეულებრისამებრ, განსაზღვრეთ სასურველი არე და ნიშნულების გამოყენებით. ამისათვის უნდა წაიკითხოთ მონტაჟის (cutting) განყოფილება. თუ ფორმატია "MPEG PS A+V", Avidemux შექმნის MPEG-2 პროგრამულ ნაკადს (Program Stream (PS)) libmplex-ის გამოყენებით. ნაკადი გამოდგება ასევე DVD რედაქტირებისთვის dvdauthor-ის გამოყენებით, ან VCD/SVCD რედაქტირებისთვის VCDImager გამოყენებით (დამოკიდებულია დადგენილი ფორმატზე).
აუდიო • • •
DVD-ისთვის, აუდიო უნდა იყოს 48 kHz და ან MP2 ან AC3 (დღეს ეს ნიშნავს: libavcodec AC3, Aften AC3, libavcodec MP2 ან TwoLAME). SVCD-ისთვის აუდიო უნდა იყოს 44.1 Khz stereo MP2 (FFMP2 ან TwoLAME). VCD, აუდიო უნდა იყოს 44.1 Khz stereo MP2 და 224 kb/s (FFMP2 ან TwoLAME).
აუდიო შეიძლება იყოს კოპირების ან დამუშავების რეჟიმშია (მაგალითად, PVR გადაღებული ფაილის რედაქტირებისას).
ვიდეო ვიდეო უნდა იყოს MPEG (რაც ნათელია). ხოლო აუდიო შეიძლება იყოს კოპირების რეჟიმში (რედაქტირებული PVR ან DVD) ან დამუშავების რეჟიმში (კონვერტირებული AVI-დან ან სხვა ფორმატი).
შენახვა გამონატანი ფორმატი უნდა იყოს დაყენებული "MPEG PS A+V". თუ აუდიო და ვიდეო არ არის სინქრონიზებული, შეგიძლიათ გამოიყენოთ A/V ცვლა, კოპირების რეჟიმისასაც კი.
შენიშვნები გასათვალისწინებელია ორი ძირითადი რამ:: • •
მულტიპლექსირება ნაგულისხმევად შექმნის 40 ms ცვლას. შეიძლება უგულვებელყოდა, თუ სინქრონიზაცია სრულყოფილი იყო. MPEG PS-ად შენახვისას, GOP დროითი ჭდე თავიდან გამოითვლება რედაქტირებული PVR ნაკადებზე გადახტომის თავიდან ასაცილებლად.
დაყოფა, გარე მულტიპლექსირება (Splitting, external muxing)
ზოგადი ჩვეულებისამებრს, განსაზღვეთ სასურველი არე უნდა წაიკითხოთ მონტაჟის სექცია (cutting).
და
. ნიშნულების გამოყენებით.
აუდიო აქ არ არის საჭირო განსაკუთრებული მიდგომა. უბრალოდ შეინახეთ აუდიო კოპირების რეჟიმში მენიუდან Audio->Save. შედეგად მიიღებთ foo.mp2 ან foo.ac3.
ვიდეო ვიდეოსთვის მომართეთ გამონატანი ფორმატი - "MPEG video" და შეინახეთ შედეგი. ახლა თქვენ გაქვთ foo.m1v ან foo.m2v MPEG-1/MPEG-2 ელემენტარული ნაკადი, რომლის foo.mp2 სინქრონიზაციაც უნდა მოხდეს.
მულტიპლექსირება Muxing ახლა დროა თავიდან მოხდეს ორივე ნაკადის მულტიპლექსირება, რათა შედეგად მივიღოთ ერთი foo.mpg. პირველ seq_header გააცნია პირველი კადრის დროითი ჭდე ამა შეიძლება აურიოს მულტიპლექსირება და შედეგად მიიღოთ უამრავი შეცდომის/გამაფრთხილებელი შეტყობინება. თუ პრობლემები შეგექმნათ, მულტიპლექსირებისთვის.
გამოიყენეთ
tcmplex
Transcode-და
მათი
კვლავ
სამუშაოთა სია სამუშაოთა სია Avidemux-ის ის ფუნქციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ რიგში ჩააწყოთ რამდენიმე პროექტი (ცნობილი როგორც სამუშაო), რათა ისინი მოგვიანებით დაამუშაოთ ან შეინახოთ.
სამუშაოთა სიაზე დამატება სამუშაოთა სიაზე დასამატებლად მოამზადეთ ვიდეო ან პროექტი შესანახად. გამოიყენეთ მენიუ "File -> Add to joblist..."
სამუშაოთა სიის ჩვენება სამუშაოთა სიის ჩვენებისთვის გამოიყენებთ კლავიშთა კომბინაცია - CTRL+J. ასევე, წვდომა შეგიძლიათ მენიუდან "File -> Show Joblist"
სამუშაოთა სიაზე დამატებული ელემენტები ასახულია
მისი
.js გაფართოებით, რადგან ისინი
ფაქტიურად ECMA JavaScript პროექტის ფაილებია. ეს არ მოახდენს გავლენას გამონატანი ფაილის სახელზე.
სამუშაოთა სიის გაშვება თუ დამატებული გაქვთ სამუშაო სამუშაოთა სიაზე, ჯერ უნდა გახსნათ სამუშაოთა სია. ნახეთ მენიუში Show the joblist განყოფილება. შემდეგ დაუწკაპუნეთ Run All Jobs ღილაკს, რათა გაუშვათ სამუშაოთა სიაზე არსებული თვითეული სამუშაო. შეგიძლიათ ასევე გაუშვათ კონკრეტული სამუშაო Run Job ღილაკზე დაწკაპუნებით.
სამუშაოთა სიის გაწმენდა სამუშაოთა სიის დასაწმენდად ჯერ უნდა გახსნათ, ნახეთ მენიუში Show the joblist. შემდეგ მონიშნეთ წასაშლელი სამუშაო და დაუწკაპუნეთ Delete Job ღილაკზე. სამუშაოთა სიაში ყველა სამუშაოს წასაშლელად დაუწკაპუნეთ Delete All Jobs ღილაკს.
აუდიო დროითი ჭდე საწყისი ოფსეტის/ზომის გამოსათვლელად Avidemux უნდა იცოდეს ბიტრეიტის ცვლილებები, ამისათვის გამოიყენეთ Audio->Build VBR Time Map (აუდიო დროითი რუკის აგება). Avidemux შემდეგ მოახდენს მთლიანი ნაკადის დეკომპრესირებას ერთჯერადად და ააგებს დროით რუკას, იმისათვის, რომ დაიგეგმოს ნაკადის მართვა. ამისათვის დაგჭირდებათ დააყენოთ libmad სხვანაირად, არ იმუშავებს. როდესაც აგებულია დროითი რუკა, Avidemux ექნება კონვერსაციის ცხრილი დროისა და ოფსეტს შორის და შეგეძლებათ დაყოთ ან შეინახოთ AVI VBR ფორმით. თუ ასე არ მოიქცევით, შედეგად მიიღებთ ცუდად დესინქრონიზებულ (სავარაუდოდ ძალზე მოკლე აუდიო) AVI-ის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ ჩატვირთავთ და შეინახავთ ფაილს. ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ როდესაც გაქვთ VBR MP3 ფაილი.
ლიმიტი ორმაგი აუდიო AVI-ის შენახვისას მეორე აუდიო ნაკადი არ შეიძლება იყოს VBR. გაფრთხილება Avidemux შეუძლია მხოლოდ ერთი აუდიო ბილიკი დაამუშაოს. სხვანაირად, არსებობს გზა მეორე აუდიო-ბილიკის დასამატებლად, რომელსაც ექნება შეზღუდული მხარდაჭერა და ამ მეორე აუდიო ბილიკის დამუშავება შეუძლებელია.
შეზღუდვები მეორე აუდიო ბილიკი უნდა იყოს CBR, ანუ MP3 CBR ან AC3. ეს მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამონატან ფორმატად მითითებულია "AVI, dual audio".
მეორე აუდიო ბილიკის დამატება მეორე აუდიო ბილიკის დასამატებლად გამოიყენეთ მენიუა Audio->Second Track. მისი მონიშვნის შემდეგ მომართეთ გამონატანი ფორმატი "AVI, dual audio". შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ აუდიო-ბილიკის, რომელსაც ვიდეოს ამატებთ, დროითი ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ვიდეოს დროით ზღვარს. აუდიო ფილტრები კოპირების რეჟიმი კოპირების რეჟიმში Avidemux უბრალოდ მოახდენს აუდიო წყაროს კოპირებას (გარე, შიდა) გამონატან ფაილში. ერთადერთი დამუშავება, რაც მუშაობს კოპირების რეჟიმში არის აუდიო ცვლა რათა მოხდეს დესინქრონიზებული აუდიოს კორექცია.
რესემპლინგი Resampling • •
არცერთი (None): არ ახდენს აუდიოს ცვლილებებს რესემპლირება (Resample to): ცვლის სემპლირების სიხშირეს. საჭიროა ზოგიერთი ფიორმატისთვის, რომელსაც სჭირდება კონკრეტული სიხშირე (მაგ. DVD - 48 kHz).
Fps კონვერტაცია ეს ფილტრები უნდა გამოიყენებოდეს ვიდეოს ხელით მომართული კადრების სიხშირის შესაცვლელად, როდესაც ფილტრები ცვლის სინქრონიზაციას • •
Film -> PAL: უნდა გამოიყენებოდეს მაშინ, როდესაც შეცვლილი გაქვთ იმ ვიდეოს კადრის სიხშირე, რომელიც იყო 23.976 და შეიცვალა 25-მდე. PAL -> Film: უნდა გამოიყენებოდეს მაშინ, როდესაც შეცვლილი გაქვთ იმ ვიდეოს კადრის სიხშირე, რომელიც იყო 25 და შეიცვალა 23.976-მდე.
Gain აუდიოს საერთო ხმის გასაზრდელი ან შესამცირებელი პარამეტრი - მონიშნეთ Gain ამ პარამეტრის გასააქტიურებლად • •
ავტომატური (მაქს. -3dB) ხელით (db): ჩაწერეთ ხელით ის რაოდენობა, რამდენითაც გსურთ მნიშვნელობის გაზრდა ან შემცირება. ეს სიძლიერის დონეა, ასე, რომ საკმაოდ მძლავრია.
მიქსერი (mixer) მიქსერი შეცვლის მოსასმენი არხების რაოდენობას. ყველაზე გავრცელებული რაოდენობაა 5.1 ხმიდან სტერეოზე გადასვლა. ამისათვის სავარაუდოდ დაგჭირდებათ Dolby Pro Logic II downmixing. გაითვალისწინეთ, რომ მისი ეფექტურობისთვის Dolby Pro Logic აუდიო არ უნდა იყოს კოდირებული დაბალი ბიტრეიტით (~ < 160 kbits).
ვიდეო ფილტრები
ტრანსფორმაცია (Transformation) ამოჭრა (Crop) ეს ფილტრი ამოჭრის ვიდეოს (მაგ. მოაცილებს შავ ჩარჩოს). ამოსაჭრელი კიდეების მნიშვნელობა მარცხენა/მარჯვენა/ზედა/ქვედა (left/right/top/bottom) უნდა იყოს თანაბარი. შეგიძლიათ იხილოთ ამოჭრილი ნაწილის ესკიზი გააქტიურების ღილაკის საშუალებით (Apply) და ეს ნაწილი გამოჩნდება ღია მწვანედ. სუფთა ვიდეოზე (DVD, DVB),შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტოამოჭრის (Autocrop) ღილაკი. ეს არ იმუშავებს კარგად ხარვეზიან წყაროზე (ანალოგური გადაღება).
ზომის შეცვლა Resize და MPlayer ზომის შეცვლა
ზომის შეცვლა Resize არის Avisynth ზომის შეცვლის ფილტრის YV12 პორტი. MPlayer ზომის შეცვლა (resize) არის Michael Niedermayer ზომის შეცვლის ფილტრის პორტი, რომელიც გამოიყენება MPlayer. Avisynth ზომის შეცვლა არის მცირედად უფრო ზუსტი, მაგრამ MPlayer ზომის შეცვლა 3-ჯერ უფრო სწრაფია რაიმე საგრძნობი განსხვავების გარეშე. ფილტრის საკონფიგურაციო დიალოგის სარკმელი ერთნაირია ორივე ფილტრისთვის:
შეგიძლიათ პირდაპირ შეიყვანოთ ახალი სიგანე/სიგრძის ალგორითმი ან გამოიყენოთ ცოცია და მენიუ. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელობებს ხელით განსაზღვრავთ, დააჭირეთ თანხმობის ღილაკს OK და არა გააქტიურებას Apply, რადგან გააქტიურების ღილაკზე დაჭერა თავიდან აითვლის მნიშვნელობას ცოციას პოზიციიდან.
ზომის შეცვლის ფუნქტია Resize function შემოთავაზებულია ზომის შეცვლის სამი მეთოდი: • • •
ბილინეარული: გააჩნია გამოსახულების დაგლუვების ტენდენცია, მაგრამ ვიდეოს კოდირებას აადვილებს შესაფერისია ზომის შემცირებისთვის ბიკუბური: ინარჩუნებს სიმკვეთრეს და ამგვარად ვიდეოს კოდირებას აძნელებს. რეკომენდებულია ზომის გაზრდისთვის. Lanczos: წარმოქმნის ძალზე მკვეთრ გამოსახულებას და ინარჩუნებს დეტალებს. HQ მაღალი ბიტრეიტის კოდირებებისთვის.
დაიმახსოვრეთ: მკვეთრი გამოსახულებები კარგად ჩანს ესკიზში (წინასწარი დათვალიერება), მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემა კოდირებულ ვიდეოსთან (განსაკუთრებით დაბალ ბიტრეიტებთან). ასე, რომ არ დაეყრდნოთ მხოლოდ ესკიზის ნახვას. თავიდან მოახდინეთ მოკლე ნიმუშის კოდირება და შეამოწმეთ კოდირებული ვიდეო.
პროპორცია პროპორცია ძალიან მნიშვნელოვანია ზომის სწორი შეცვლისთვის. თუ წყაროა MPEG-1/2, შეგიძლიათ თითქმის დარწმუნებული იყოთ, რომ პროპორცია არის 4:3 ან 16:9. AVI ფაილების პროპორცია უმეტესად 1:1. ასე, რომ თუ გსურთ ფართო ეკრანიანია DVD-ს ზომის შეცვლა, მაგ. MPEG-4 AVI ფორმატით (ანუ XviD კოდირებული ), მონიშნეთ 16:9 წყაროსთვის და 1:1 სამიზნე ფაილისთვის. კადრის სიხშირეც მნიშვნელოვანია. 4:3 MPEG არ გააჩნია კვადრატული პიქსელები, განსხვავებული PAL და NTSC-სათვის. ასე, რომ თუ ზომას შეცვლით სანამ შეცვლით კადრების სიხშირეს, შედეგად სხვა ზომაზე დაყვანილ გამოსახულებას მიიღებთ.
ვიდეო ფილტრი – შავი საზღვრების დამატება (Video filter Add black borders)
ეს ფილტრი უმატებს შავ საზღვრებს გამოსახულებას – ანუ გამოსახულების სიგანე და სიმაღლე გადიდებულია გარკვეული რაოდენობის პიქსელებით.
ვიდეო ფილტრი საზღვრების გაშავება Video filter Blacken borders
ეს ფილტრი ვიდეოს საზღვრებს სრულიად შავად ცვლის. სასარგებლოა დაბინძურებული საზღვრების სუფთა საზღვრებით შესაცვლელად. (მაგ. VHS გადაღება). ვიდეო ფილტრი -ვერტიკალური ამოტრიალება Video filter Vertical flip ეს ფილტრი ვერტიკალურად აბრუნებს ვიდეოს.
ვიდეო ფილტრი - ამოტრიალება filter Rotate ატრიალებს ვიდეოს 90/180/270 გრადუსით.
მხოლოდ აუდიოს შენახვა სწრაფი გზამკვლევი ფაილიდან მხოლდო აუდიოს შესანახად. ძალიან მარტივია, მაგრამ საკმაოდ სასარგებლო 1. ჩატვირთეთ ვიდეო ფაილი. 2. სურვილისამებრ: მომართეთ A და B პოზიციები, თუ გსურთ მხოლოდ რაღაც გარკვეული ნაწილის შენახვა აუდიოდან. 3. გვერდითი ზოლიდან, აუდიო განყოფილებიდან Audio section აირჩიეთ სასურველი აუდიო კოდეკი მაგ. MP3, Vorbis, WAV, AAC, ან კოპირების რეჟიმი თუ გსურთ ორიგინალი საუნდტრეკის ამოღება. 4. მოახდინეთ აუდიო კოდეკის კონფიგურაცია კონფიგურაციის Configure ღილაკის საშუალებით. 5. გადადით მენიუზე: აუდიო Audio -> შენახვა Save. 6. შეინახეთ აუდიო ფაილი.
მხოლოდ ვიდეოს შენახვა
•
ჩატვირთეთ ვიდეო ფაილი Load the video file
7. სურვილისამებრ: მომართეთ A და B პოზიციები, თუ გსურთ მხოლოდ რაღაც გარკვეული ნაწილის შენახვა ვიდეოდან. • გადადით მენიუში: აუდიო Audio -> ძირითადი ტრეკი Main Track • მონიშნეთ: არცერთი (None) • შეინახეთ ვიდეო
MP4 ფაილების ჯგუფური კონვერტაცია AVI ფორმატში თქვენ თუ მობილური ტელეფონით, ან სულაც სამოყვარულო ვიდეო/ფოტო კამერით იღებთ ვიდეოს შესაძლებელია, დაგიგროვდეთ ბევრი ამ ფორმატის ფაილი, რომელთა ჯგუფური კონვერტაცია შესაძლებელია ამ გზით: ეს მაგალითი უსაფრთხოდ გახსნის MP4 ფაილს (თუ ის არ შეიცავსს H.264 ვიდეოს ან მსგავსს). და შიანახავს ფაილს AVI კონტეინერით, ვიდეოსა ან აუდიოზე მოდიფიკაციების გარეშე. ბრძანება ასე გამოიყურება. avidemux2 --force-alt-h264 --load "video.mp4" --save "video.avi" --outputformat AVI --quit მცირე სკრიპტი ყველა MP4 ფაილის გარდაქმნისთვის ამ დირექტორიაში. #!/bin/bash VAR="files.txt" ls *.mp4 | sort > $VAR # აგროვებს ყველა ფაილს მიმდინარე დირექტორიაში cat $VAR | while read line; do # კითხულობს ფაილის სახელებს ფაილიდან INPUT=$(echo ${line}) # იღებს მომდევნო ახალ სახელს OUTPUT=${INPUT%.*4} # აშორებს უახლოეს სიმბოლოთა დამთხვევებს ამ დიაპაზონში: '. ' და'4' ფრაზის ბოლოს OUTPUT+=".avi" # უმატებს ახალ გაფართოებას avidemux2 --force-alt-h264 --load "$INPUT" --save "$OUTPUT" --outputformat AVI --quit done rm $VAR # შლის ტექსტურ ფაილს ფაილების სახელებს შორის
DVD კონვერტაცია
მოგეხსენებათ, დვდ ფორმატის რედაქტირება რთული საქმეა ხოლმე. ავიდემუქსი ამასაც ართმევს თავს. შესაძლოა ფილმის შექმნისას დაგჭირდეთ დივიდის გარკვეული მონაკვეთის ამოღება და თქვენს ფილმში გამოყენება. ამისათვის ვიქცევით შემდეგნაირად: 1.გადმოიტანეთ
DVD-ზე
არსებული
ფაილები
თქვენს
კომპიუტერში.
2. გახსენით Avidemux, გადადით 'File -> Open' და მოძებნეთ DVD-Video საქაღალდე, სადაც გადაიტანეთ დივიდის შიგთავსი.
3. არსებული ფაილებიდან ამოირჩიეთ VTS_01_1.VOB და გახსენით Avidemuxში. 4. გამოვა შეკითხვა, გინდათ თუ არა მისი ინდექსაცია დაუწკაპუნეთ თანხმობას 'Yes'. 5. შემდეგ Avidemux მოძებნის სხვა VOB ფაილებსაც იგივე მიმდევრობიდან და შეგეკითხებათ, დაამატოს (append) თუ არა ისინი. კვლავ დაეთანხმეთ 'Yes'