პროგრამა Audacity პროგრამის გაშვება ხდება შემდეგი მიმდევრობით: K Menu → Multimedia → Audacity. მოქმედებათა თანმიმდევრულად შესრულების შემთხვევაში გაიხსნება პროგრამა Audacity, რომელიც წარმოდგენილია სტანდარტული ფანჯრის სახით და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი:
სათაურის ზოლი
მენიუს ზოლი
მთავარი მენიუ რედაქტირების პანელი
შემავალი და გამომავალი მარკერები
ხმისა და ბალანსის მარეგულირებელი ხმის ბილიკი
სტატუსის ზოლი
1
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
მ ა რ თ ვ ი ს პ ა ნ ე ლ ი ( Control Toolbar )
რ ე დ ა ქ ტ ი რ ე ბ ი ს ი ნ ს ტ რ უ მ ე ნ ტ ე ბ ი (Editing Tools) Selection tool - ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელია მოსმენის ან რედაქტირების მიზნით ხმოვანი ბილიკის დიაპაზონის მონიშვნა; Envelope tool -ღილაკი საშუალებას გაძლევთ მთლიანად დაარეგულიროთ ხმა (აამაღლოთ ან დაადაბლოთ); იხ. ნიმუში:
Draw tool - ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელია დახატოთ ხმოვანი ტალღები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი მაშტაბის დაფიქსირების შემდეგ; Zoom tooltool ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელია შეცვალოთ ხმოვანი ბილიკის Audio tracks–ის მაშტაბი (გაზარდოთ ან შეამციროთ); tracks Timeshift tool - ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელია გადააადგილოთ ეკრანზე ხმოვანი ბილიკი, გამოაჩინოთ სასურველი დიაპაზონი; Multi tool - ეს ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევს გამოიყენოთ რედაქტირების (Editing Tools) ყველა ინსტრუმენტი, მაუსის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
2
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
ხმის მართვის ღილაკები Skip tu Start - გადაიყვანს კურსორს ხმოვანი ბილიკის დასაწყისში; (თუ ღილაკს გამოიყენებთ Shift კლავიშთან კომბინაციაში მოინიშნება კურსორსა და ხმოვანი ბილიკის დასაწყის შორის არსებული ხმოვანი დიაპაზონი);
Play - დაიწყებს დაკვრას კურსორის ადგილმდებარეობიდან, თუ მონიშნულია დიაპაზონი დაუკრავს მხოლოდ მას; თუ Play ღილაკს დააწვებით Shift - თან ერთად კომბინაციაში იგი შეიცვლება Loop ღილაკით, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ხმოვანი ფაილის განმეორებით/ციკლურად დაკვრას (გაჩერდებაShift კლავიშიდან თითის აღებისთანავე); Record - დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე თუ გსურთ ჩაწერის დაწყება. (ხმის ჩაწერის პარამეტრების, ჩაწერის ხარისხის რეგულაცია ხდება ბრძანებით Edit/Options); Pause - დროებით წყვეტს მუსიკის მოსმენას ან ხმის ჩაწერას მომდევნო დაჭერამდე; Stop - უზრუნველყოფს ხმის ჩაწერის პროცესის ან დაკვრის შეწყვეტას. იმ შემთხვევაში თუ გსურთ ღილაკით სარგებლობა, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ეფექტების გამოყენებამდე ან ფაილის შენახვა/ექსპორტირებამდე;
Skip tu End - გადაიყვანს კურსორს ხმოვანი ბილიკის ბოლოს (თუ ღილაკს გამოიყენებთ Shift კლავიშთან კომბინაციაში მოინიშნება კურსორსა და ხმოვანი ბილიკის ბოლოს არსებული დიაპაზონი);
Mixer Toolbar
ეს მარკერები უზრუნველყოფს თქვენი ხმის ბარათის შემავალი და გამავალი პარამეტრების მართვას. მარკერები მარცხენა კიდეში იქნებიან განთავსებულნი იმ შემთხვევაში თუ ხმის ჩაწერის ფუნქიები მხარდაჭერილი არაა თქვენ კომპიუტერში.
მარცხენა მარკერი - არეგულირებს ხმის ბარათის გამომავალ პარამეტრს;
მარჯვენა მარკერი - მისი საშუალებით არჩევთ შემავალი სიგნალის დონეს მოწყობილობის შერჩეული ტიპისათვის (მაგ. მიკროფონი). თუ შეამჩნევთ, რომ ხმა დამახინჯდა მიზანშეწონილია შემავალი სიგნალის დონის დარეგულირება. ხმის ჩაწერისას ხმაურის შემცირების მიზნით რეკომენდირებულია ყველა შემავალი მოწყობილობის გათიშვა გარდა იმისა, რომელსაც უშუალოდ იყენებთ ჩაწერის პროცესში.
3
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
პარამეტრი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ შემავალი მოწყობილობა, რომლითაც ისარგებლებთ ჩაწერის დროს. სიის შიგთავსი განისაზღვრება ხმის ბარათის მიხედვით, რომელსაც იყენებთ.
რედაქტირების ინსტრუმენტების პანელი
მოცემულ ინსტრუმენტების პანელზე განთავსებული ღილაკები ბრძანებების სახით მენიუ Edit-შია განთავსებული, ასევე შესაძლებელია მათი შესრულების მიზნით ისარგებლოთ ცხელი კლავიშებით.
Cut - ხმის მონიშნულ ფრაგმენტს ამოჭრის და გადაიტანს ბუფერში; Copy - ახდენს ხმის მონიშნული ფრაგმენტის ბუფერში კოპირებას; Paste - ახდენს ბუფერიდან ხმის კოპირებული ან ამოჭრილი ფრაგმენტის ჩასმას კურსორით მინიშნებულ ადგილას; შლის მონიშნული ხმოვანი ბილიკის დიაპაზონის გარდა დარჩენილ ხმოვან ბილიკს; შლის მხოლოდ მონიშნულ ხმოვან დიაპაზონს; დაბრუნება ერთი მოქმედებით უკან; (მნიშვნელობა არ აქვს შესრულებული მოქმედებების რაოდენობას); გადაგვიყვანს ერთი მოქმედებით წინ; მაშტაბის გაზრდა; მაშტაბის შემცირება; უზრუნველყოფს მონიშნულ დიაპაზონის გაზრდას; უზრუნველყოფს დიაპაზონის ეკრანის ზომის შესაბამისად გაზრდას (მთელ ეკრანზე);
4
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
მიკროფონით ჩაწერა მიკროფონით ხმის ჩასაწერად გახსენით პროგრამა Audacity. Audacity დარწმუნდით, რომ მიკროფონი სწორადაა მიერთებული. შემომავალ მოწყობილობად აირჩიოთ მიკროფონი და დაარეგულირეთ შემომავალი სიგნალი.
ხმის ჩაწერის დასაწყბად გაააქტიურეთ ღილაკი Record და ისაუბრეთ მიკროფონში; დაიწყება ხმის ჩაწერის პროცესი
ჩაწერის დასრულებისას დააჭირეთ Stop ღილაკს.
გაითვალისწინეთ: - ერთი ხმოვანი ფაილი ერთი ბილიკია; - ჩაწერა ყოველთვის ხდება ახალ ბილიკზე.
5
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
მონიშვნა, ამოჭრა, კოპირება, ჩასმა იმისათვის, რომ მონიშნოთ ინსტრუმენტით Selection Tool
გარკვეული
ფრაგმენტი
უნდა
ისარგებლოთ
მონიშვნის
მიიტანეთ მაუსის მაჩვენებელი იქ, საიდანაც გსურთ მონიშვნის დაწყება, დააჭირეთ თითი მაუსის მარცხენა ღილაკს და თითის აუღებლად გადაადგილდით მარჯვნივ. სასურველი ფრაგმენტის მონიშვნა დაფიქსირდება თითის აშვებისთანავე. თუ მონიშვნის დაფიქსირების შემდეგ მოინდომებთ მონიშვნის რედაქტირებას აუცილებლად გამოიყენეთ კლავიატურაზე არსებული Shift კლავიში, (დააჭირეთ Shift კლავიშს და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ მონიშვნის რედაქტირება; კლავიში Shift უზრუნველყოფს არსებული მონიშვნის შენარჩუნებას) წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული მონიშვნა გაუქმდება. პროგრამის ქვედა ნაწილში გამოჩნდება მონიშნული ფრაგმენტის საწყისი და საბოლოო დრო
მონიშნული ფრაგმენტის/დიაპაზონის ამოჭრას უზრუნველყოფს მენიუ Edit-ში არსებული ბრძანება Edit Cut , კლავიშთა კომბინაცია Ctrl + X ან ღილაკი მონიშნული ფრაგმენტის/დიაპაზონის კოპირება შესაძლებელია ბრძანებით Edit/Copy, Edit/Copy კლავიშთა კომბინაციით Ctrl + C ან ღილაკით მონიშნული ფრაგმენტის/დიაპაზონის კოპირებისა ან ამოჭრის შემდეგ მაუსის მაჩვენებელი მიიტანეთ სასურველ ადგილას (იქ, სადაც გსურთ ამოჭრილი/კოპირებული ფრაგმენტის ჩასმა) დააწკაპუნეთ, რათა კურსორი დაფიქსირდეს და აირჩიეთ ბრძანება Edit/Paste. Edit/Paste ასევე შეიგიძლიათ ისარგებლოთ კლავიშთა კომბინაციით Ctrl + V ან ღილაკით
6
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
ფრაგმენტის ამოჭრამდე
ამოჭრის შემდეგ
იმ შემთხვევაში თუ გსურთ შესრულებული მოქმედების გაუქმება აირჩიეთ ბრძანება Edit/Undo, Edit/Undo ისარგებლეთ კლავიშთა კომბინაციით Ctrl + Z ან ღილაკით
ჩანაწერის გაწმენდა (ხმაურის მოცილება) ხმის ჩაწერას თითქმის ყოველთვის თან სდევს ხმაური. პროგრამას გააჩნია საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტები ხმაურის მოსაცილებლად. ჩანაწერის გაწმენდის პრინციპი 2 ეტაპისგან შედგება: ჩანაწერში მოძებნეთ ადგილი, სადაც მკვეთრად ისმის ხმაური, რომელიც თან სდევს მთელ ჩანაწერს, (მაგალითად პაუზა) და მონიშნეთ ის:
აირჩიეთ მენიუ Effect-ის ბრძანება Noise Removal, რომელიც უზრუნველყოფს ხმაურის მოცილებას: Effect
7
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
ბრძანების არჩევისთანავე ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Noise Removal
ღილაკი GetNoise Profile/ხმაურის მოდელის შექმნა, უზრუნველყოფს თქვენ მიერ წინასწარ Profile მონიშნულ დიაპაზონში არსებული ხმაურის დამახსოვრებას. ანუ ქმნის მონიშნულ, მითითებულ დიაპაზონში არსებული ხმაურის მოდელს. ეს პროგრამას სჭირდება იმისათვის, რომ იცოდეს რისგან გაფილტროს სრული ჩანაწერი, ან ჩანაწერის გარკვეული ფრაგმენტები. ამის შემდეგ მონიშნეთ სრულად დიაპაზონი ან ფრაგმენტები, რომელთა ხმაურისაგან გაწმენდაც გსურთ და ისევ გამოიძახეთ ბრძანება Noise Removal. Removal დიალოგური ფანჯრის ქვედა ნაწილში განთავსებული მარკერი, საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ ფილტრაციის დონე. Preview ღილაკი საშუალებას გაძლევთ წინასწარ მოისმინოთ დაფიქსირებული პარამეტრის შესაბამისად ფილტრაციის შედეგი და დააფიქსიროთ Remove Noise დაწკაპუნებით.
ხმის დადება ფონზე პროგრამა საშუალებას გვაძლევს მიკროფონით ჩაწერილ ხმას დავადოთ ხმოვანი ფონი(ფონოგრამა). გამოვიძახოთ ჩაწერილი ხმოვანი ფაილი, ამის შემდეგ მენიუ Project-დან ავირჩიოთ ბრძანება Project Import Audio და მოვიშნოთ სასურველი ხმოვანი ფაილი (ფონოგრამა);
8
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
ეკრანზე გაჩნდება ორივე ხმოვანი ფაილის ბილიკები. შეგვიძლია შევამციროთ ფონური ხმოვანი ფაილის ბილიკის სიგრძე. ხმის დარეგულირება საშუალებით.
შესაძლებელია
ბილიკების
მარცხნივ
მოთავსებული
მარკერების
ჩაწერილი ხმოვანი ფაილი და ფონოგრამა შეგვიძლია დავამუშაოთ სხვადასხვა ფილტრების საშუალებით, რის შედეგადაც მივიღებთ საინტერესო ეფექტს. ამის შემდეგ მოვახდინოთ ექსპორტირება MP3 ფორმატში.
Audacity - პროგრამის ინსტალაცია ოპერაციული სისტემა Linux-ისთვის: Audacity-ის დასაყენებლად რეკომენდირებულია პროგრამა Adept (Package Manager) Audacity გამოიყენება. აღნიშნული პროგრამა გაეშვება შემდეგნაირად: Kmenu/System/Adept(Package Manager). Manager) Adept Manager-ის გაშვებისთანავე გამოვა დიალოგური ფანჯარა, სადაც ველში Password უნდა Manager შეიყვანოთ Root (ადმინისტრატორის) პაროლი და დაადასტუროთ ღილაკით OK.
9
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
ველში Search ჩაწერეთ დასაინსტალირებელი პროგრამის სახელი: audacity audacit და მითითებული პროგრამის მოძებნა მიზნით დააჭირეთ Enter კლავიშს (კლავიატურიდან).
პროგრამის დასხელებაზე მაუსის მარჯვენა ღილაკის კონტექსტური მენიუ და აირჩიეთ ბრძანება Request Install; Instal
10
დაწკაპუნებით
გამოიტანეთ
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
თქვენს მიერ არჩეული პროგრამის ინსტალაციას უზრუნველყოფს Adept(Package Manager)Manager) პროგრამის ინსტრუმენტების პანელზე არსებული ღილაკი Apply Changes.
შედეგად პროგრამა დაინსტალირება და განთვსდება K მენიუში არსებულ Multimedia პუნტქში. გარდა პროგრამის ინსტალაციისა საჭიროა ასევე liblame0-ის დაინსტალირება, რათა liblame0 შესაძლებელი გახდეს ხმოვანი ფაილის MP3 ფორმატში ექსპორტირება. ამისათვის ანალოგიურად ზემოთაღნიშნულისა, პროგრამა Adept (Package Manager)-ის Search ველში ჩაწერეთ საძიებო ფაილის სახელწოდება lame და დააჭირეთ Enter კლავიშს. შემოთვაზებულ ჩამონათვალში მოიძიეთ სასურველი ფაილი liblame0, liblame0 გაააქტიურეთ ფაილის ინსტალაციაზე მოთხოვნა (ღილაკი - Request Install) Install და დააჭირეთ Apply Changes. Changes
შედეგად მოხდება liblame0-ის დაინსტალირება. ფაილები განთავსდება usr/lib დირექდორიაში. liblame0
11
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
12
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
პროგრამის ინსტალაცია ოპერაციული სისტემა Windows-ისთვის პროგრამის ინსტალაციის მიზნით შეასრულეთ მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით:
1. პროგრამის საინსტალაციო ფაილის გადმოსაწერად შედით ვებგვერდზე: http://audacity.sourceforge.net/download/
2. გაააქტიურეთ ბმული Windows 1.2.6; სწორედ გამოსულ გვერდზეა განთავსებული პროგრამის საინსტალაციო ფაილი Audaciity 1.2.6 installer
13
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
3. საინსტალაციო ფაილზე დაწკაპუნებისთანავე გამოვა ქვემოთ მოცემული დიალოგური ფანჯარა; შენახვის მიზნით დააჭირეთ ღილაკს Save File
4. ორჯერ დაწკაპუნებით გაუშვათ პროგრამის გადმოწერილი, საინსტალაციო პაკეტი audacitywin-1.2.6.exe; ინსტალაციის პროცესი რამოდენიმე ეტაპს მოიცავს, თითოეულ მათგანზე გადასვლა ხორციელდება Next ღილაკზე დაწკაპუნებით; აირჩიეთ ღილაკი Next, Next გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში გაააქტიურეთ პარამეტრი I accept the agreement და მომდევნო ეტაპზე გადასვლის მიზნით ისევ დააჭირეთ Next ღილაკს. ბოლო ეტაპზე Next ღილაკის ნაცვლად გამოჩნდება Install ღილაკი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის საბოლოო ინსტალაციას.
პროგრამის ინსტალაციის დასრულების შემდეგ გამოდის დიალოგური ფანჯარა Audacity First Run, Run სადაც უთითებთ პროგრამის ენას და აფიქსირებთ OK ღილაკით.
14
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
Windows-ის შემთხვევაშიც გარდა პროგრამისა საჭიროა ასევე დამატებით lame_enc.dll ფაილის ინსტალაცია, რათა შესაძლებელი იყოს ხმოვანი ფაილის MP3 ფორმატში ექსპორტირება. (აღნიშნული ფაილის ჩაწერა შეიძლება ნებისმიერ ადგილას). პირველად ფაილის MP3 ფორმატში ექსპორტის დროს გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში საჭიროა მიუთითოთ აღნიშნული ფაილის მისამართი.
პროგრამის საინსტალაციო პაკეტის და lame_enc.dll ფაილის გადმოწერა შესაძლებელია მისამართიდან http://audacity.sourceforge.net./download/windows
ექსპორტი MP3 ფომატში იმისათვის, რომ მოვახდინოთ ფაილის ექსპორტი MP3 ფორმატში კომპიუტერში უნდა გვეწეროს libmp3lame.so.0 (ხოლო lame_enc.dll ფაილიlibmp3lame.so. ფაილი ოპერაციული სისტემა Linux-ისთვის Linux ოპერაციული სისტემა Windows-ისთვის). ამ ფაილის და შესაბამისად პროგრამის დაყენებისათვის Windows საჭირო ინსტრუქცია იხილეთ ზემოთ (პროგრამის ინსტალაცია). მენიუ File –დან ავირჩიოთ ბრძანება Export As MP3
15
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
გამოსული დიალოგური ფანჯარის File name ველში მიუთითეთ ფაილის სახელი და დაჭირეთ Save ღილაკს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ პირველად ახდენთ ფაილის ექსპორტს MP3 ფორმატში დამატებით გამოვა დიალოგური ფანჯარა Export MP3, MP3 რომელიც ითხოვს ზემოთ აღნიშნული libmp3lame.so.0 libmp3lame.so. ფაილის მითითებას. (შეგახსენებთ სწორედ აღნიშნული ფაილი უზრუნველყოფს ფაილის ექსპორტს MP3 ფორმატში)
თუ თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ფაილები აწკაპუნებთ Ok ღილაკზე და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში უთითებთ მის ადგილმდებარეობას. (წინააღმდეგ შემთხვევაში ფაილის გადმოსაწერად ისარგებლეთ ზემოთ არწერილი ინსტრუქციით)
შენიშვნა: მოცემულ ფანჯარაში საჭირო ფაილის მარტივად მოძებნის მიზნით რეკომენდირებულია Only libmp3lame.so ფაილის ნაცვლად შეარჩიოთ ავირჩიოთ All Files(*)
16
ფონდი ,,ირმის ნახტომი”
Ok ღილაკზე დაწკაპუნებისთანავე ეკრანზე დამატებით გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელიც ითხოვს შესრულებული მოქმედების დადასტურებას (დააწკაპუნეთ Yes ღილაკზე).
ამის შემდეგ გამოვა Edit the ID3 tags for the MP3 file-დიალოგური ფანჯარა, სადაც შეგვიძლია file სურვილისამებრ შევიყვანოთ ხმოვანი ფაილის სათაური, ალბომის სახელი, ჟანრი და სხვა, თუმცა ამ ველების შევსება აუცილებლობას არ წარმოადგენს.
Ok ღილაკზე დაწკაპუნება უზრუნველყოფს სასურველი ჩანაწერის ექსპორტს MP3 ფორმატში.
17
ფონდი ,,ირმის ნახტომი”